კინო იტალიური კინოს სექს–სიმბოლოს 10 ყველაზე დასამახსოვრებელი როლი 2023, 7 აპრილი, 17:20 ![]() იტალიური კინოს სექს–სიმბოლო 2 წელში, 60 წლის გახდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მონიკა ბელუჩი ისევ ლამაზად გამოიყურება. ხოლო, რეჟისორები ძველებურად, თამამი, მაცდური და პროვოკაციული ქალბატონების როლებს აძლევენ... აქ კი, მსახიობის 10 ყველაზე დასამახსოვრებელ როლს წარმოგიდგენთ: «მალენა» (2000 წ.) ქვრივი მალენა ქალაქის ყველა მამაკაცის საოცნებო ქალი იყო... ქალებს კი, ის უბრალოდ, სძულდათ. ![]() ეს მსახიობის ერთ-ერთი პირველი როლი იყო, მაგრამ მაშინვე გაირკვა: ვარსკვლავურ ცაზე ახალი სექს–სიმბოლო გამოჩნდა. ![]() «დახვრიტე ისინი» (2007 წ.) კომიქსების სტილში გადაღებულ ფილმში, ბელუჩმა მეძავის როლი შეასრულა. ![]() და სწორედ ამ პიკანტურმა სცენებმა გადაარჩინა ფილმი გაქირავების წარუმატებლობისგან. ![]() «მატრიცა 2: გადატვირთვა» (2003 წ.) ლეგენდარული «მატრიცას» გაგრძელება ბევრს არ მოეწონა. მაგრამ, მაყურებელი ერთ რამეში შეთანხმდა: მონიკა ბელუჩი ფილმში, ნამდვილი სექს–ბომბი იყო. ![]() ![]() «ასტერიქსი და ობელიქსი: მისია «კლეოპატრა» (2002 წ.) ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ რეალურ ცხოვრებაში კლეოპატრა, არც ისე ლამაზი იყო: მას დიდი ცხვირი, თხელი ტუჩები და წვეტიანი ნიკაპი ჰქონდა. ![]() ასე რომ, კლეოპატრას როლზე ბელუჩის დამტკიცებით, ფილმის შემქმნელებმა ეგვიპტის დედოფალი, მსუბუქად რომ ვთქვათ, რომანტიზებულად წარმოადგინეს. ![]() «დრაკულა» (1992 წ.) გოთურ დრამაში მონიკა ბელუჩმა ვამპირის ერთ-ერთი პატარძლის როლს შეასრულა... და რა თქმა უნდა, ეს როლიც წარმოუდგენლად მოუხდა. ![]() და უნდა ითქვას, რომ სცენები, სადაც მონიკა გამჭვირვალე ტუნიკაში, ბევრს უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე სისხლიანი ვნებები. ![]() «ბინა» (1996 წ.) სწორედ «ბინის» გადაღებისას გაიცნო მსახიობმა თავისი მომავალი მეუღლე ვენსან კასელი. ![]() ასე რომ, ვნება კადრში რეალურია. ზოგიერთი კრიტიკოსი კი თვლის, რომ ეს «მეტისმეტიც კი» იყო. «შეუქცევადი» (2002 წ.) დრამაში შემაძრწუნებლად ნამდვილი სისასტიკის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ: ეროტიკული ეპიზოდები მონიკა ბელუჩის მონაწილეობით — ნამდვილად რომ, ხელოვნების ცალკე ფორმაა. ![]() ხოლო, მოკლე აბრეშუმის კაბა, რომელიც მონიკას პერსონაჟს წვეულებაზე ეცვა — საერთოდ ლეგენდაა... «დობერმანი» (1997 წ.) ბანდიტი მეტსახელად დობერმანი (ვენსან კასელი) და მისი მეგობარი გოგო (მონიკა ბელუჩი) 90–იანი წლების ბონი და კლაიდი გახდნენ. ![]() ![]() «ძმები გრიმები» (2005 წ.) ბოროტი დედოფალი, რომლის როლსაც ბელუჩი ასრულებს, ისე ჭკვიანურად იტყუება და აცდუნებს, რომ თვით ეშმაკიც კი, მოაწერს ხელს კაპიტულაციის აქტს, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. ![]() «მგლების საძმო» (2001 წ.) მჭიდრო კორსეტი, ღრმა დეკოლტე, მაქმანის ვუალი და მონიკა ბელუჩი... ეს ნამდვილად რომ «ფეთქებადად» ჟღერს. ![]() ![]() ![]() ![]() არხის სხვა სიახლეები:* პირამიდა – ლემურიელების ტექნოლოგიური მოწყობილობა იყო. პირამიდების ასაკი უკვე ცნობილია* კრიმინალი, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს და 82 წლის გარდაიცვალა* რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?1068 4-ს მოსწონს
|