საზოგადოებრივი უცხოპლანეტელები რომ არა, ჩერნობილის ატომური სადგურის კატასტროფა უფრო მასშტაბური იქნებოდა 2023, 7 აპრილი, 14:43 უკრაინაში მდებარე, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის შესახებ, ალბათ ბევრს სმენია. მისი არსებობის შესახებ, რიგითმა საბჭოთა მოქალაქეებმა 1986 წლის 26 აპრილს, ელექტრო სადგურზე მომხდარი აფეთქების შემდეგ შეიტყვეს. ხოლო, ახალმა თაობამ, 2019 წ. გამოსული ამერიკული სერიალიდან გაიგო. ავარიის ლიკვიდაციაში უამრავი ადამიანი მონაწილეობდა და მათ პატივსაცემად, დღეს სადგურის ტერიტორიაზე სტელაა აღმართული. მის ზედა ნაწილში კი, ამოს მსგავსი ფიგურაა გამოსახული... და ეს შემთხვევითობა ნამდვილად არ არის. სტელის ზედა ნაწილზე ამო–ს მსგავსი ობიექტი ჩანს საქმე იმაშია, რომ უამრავმა ადამიანმა ნახა საკუთარი თვალით, თუ როგორ მოძრაობდა ცაში, კატასტროფის დღეს, დიდი ზომის ვერცხლისფერი სფერო. ის პირდაპირ ატომური სადგურის თავზე გაჩერდა და 2 სხივი გამოუშვა. ისინი პირდაპირ მეოთხე რეაქტორისკენ იყო მიმართული და ჰაერში გამოფრქვეული პლუტონიუმი, ფაქტობრივად გაქრა. ამის მოწმე კი ასობით ადამიანი იყო. ჩერნობილის უფროსი დოზიმეტრისტის მ. ვარიცკის თქმით, კატასტროფის დღეს სადგურის თავზე სფერო დაინახეს და ამის მოწმე თავადაც იყო. მან ნანახის შესახებ ხელმძღვანელობას მოახსენა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო: «ნეტა, უარესი არ მოხდეს და... რას დავეძებ?». მოგვიანებით, მან რამდენიმე გამომცემლობას მისცა ინტერვიუ, რომელშიც ამო–ს დეტალურად აღწერდა. «უცხოპლანეტელების მოქმედების წყალობით, შესაძლებელი გახდა სუპერ აფეთქების თავიდან აცილება, რომელიც გაცილებით დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას იფიქრებენ ამაზე სხვები, რადგან მათ ადგილზე რომ ვიყო, ასეთი ფანტასტიკურ ამბებს, არც მე დავიჯერებდი...» – აღნიშნა მ. ვარიცკიმ. არხის სხვა სიახლეები:* პირამიდა – ლემურიელების ტექნოლოგიური მოწყობილობა იყო. პირამიდების ასაკი უკვე ცნობილია* კრიმინალი, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს და 82 წლის გარდაიცვალა* რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?788 3-ს მოსწონს
|