x
image
მარიამმ პაიჭაძე
„9 აპრილს შიდაპოლიტიკური აქციის ჩატარება ამორალურია... ბზობა რომ ვახსენო, აქვს აზრი?" - რას წერს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„კიდევ ერთხელ 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით.


მიუხედავად უამრავი გამიხმაურებისა, თარიღს მაინც არ ცვლიან. ესაა ერთი მხრივ პროვოკაცია, საზოგადოების დიდი ნაწილის გამოწვევა, მეორე მხრივ - 9 აპრილის შეურაცხყოფა.



ახსნა არ უნდა იყოს საჭირო, თუ რა მოხდა 1989 და 1991 წლების 9 აპრილს.

პირადად, მეორედ ვწერ, რომ ამ დღეს შიდაპოლიტიკური აქციის ჩატარება ამორალურია. ბზობა რომ ვახსენო, აქვს აზრი?


ნაცმოძრაობის ბოლო ნახევარი წლის აქციების თარიღებზე ადრე დავწერე და გავიმეორებ:
- 7 ნოემბერი. არ ვიცი აქციის სასტიკად დარბევას დაამთხვიეს, თუ 1917 წლის სოციალისტურ რევოლუციას;
- 28 იანვარი. სანდრო გურგვლიანის მკვლელობის დღე;
- 13 თებერვალი. სანდრო გირგვლიანის დაბადების დღე.


ერთხელ დამთხვევას გავიგებდი, მაგრამ როცა სამივე თარიღი ემთხვევა წინა ხელისუფლების სისასტიკის სიმბოლურ ფაქტებს, მხოლოდ ერთი დასკვნაა - წარსულიდან დასკვნები არ გამოუტანიათ. მეტიც, უარესად იმუქრებიან.


მოკლედ, 365 დღეში არსებობს სულ რაღაც რამდენიმე დღე, მნუშვნელოვანი სახელმწიფოებრივი და ეკლესიური თარიღები, რომელ დღეებშიც პოლიტიკური აქციები ძალიან დიდი მკრეხელობაა.


9 აპრილს უნდა აღვნიშნავდეთ მხოლოდ იმ მოვლენებს, რომელ მოვლენებთანაც დაკავშირებულია ეს თარიღი. დანარჩენი თქვენ იცით", - წერს ამირან სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი




1
174
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
174
  
ეჰ ამირანა,რატომ გეშინიათ ამ ხროვის და როგორც ამბობთ,მკრეხელთა რაზმის? ადამიანებს აქვთ უფლება შეიკრიბონ,ეს უფლება მოქმედებს 9 აპრილსაც,26 მაისაც და 7 იანვარსაც,ვისი რა საქმეა? რა მნიშვნელობა აქვს,ვინ აპირებს შეკრებას და გამოსვლას,ეს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და თქვენ ვინ ჩემი კოსტაკურტები ხართ? კოსტაკურტას რას ვერჩი კაცო,ერთი ამათი ქოცური მარჩენალური მენტალიტეტი და მეორე,იმათი ნაცური ნაცზმით ბელადიზმით შეპყრობილი თავების დედაც მოვ*ან.
0 1 1