საქართველო "ამის ქმარს დღემდე რომ აფინანსებს ის არაა ჩვეულებრივი ოლიგარქი?"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი 2023, 5 აპრილი, 17:27 "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მხრიდან "პალიტრანიუსის" ეთერში დავით კეზერაშვილის "ჩვეულებრივ ოლიგარქად" მოხსენიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და უსუფაშვილ - ხიდაშელის წყვილს მათ "ჩვეულებრივ" დამფინანსებელს ახსენებს:"კი მაგრამ ამას და ამის ქმარს დღემდე რომ აფინანსებს ასეთი ირიბი მხარდაჭერისათვის-- პირდაპირ პუტინის სალაროდან-- ურუსესი ოლიგარქი ივანოვ---ივანიშვილი ის არაა ჩვეულებრივი ოლიგარქი? თუ მათი ოჯახური ბედნიერებისთვის არაჩვეულებრივია?"- წერს შალვა ნათელაშვილი.შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა რომ მან "ჩვეულებრივ ოლიგარქს" უყურა."მე ვუყურე გუშინ ჩვეულებრივ ოლიგარქს, რომელსაც აქვს განცდა და მან ეს რამდენჯერმე თქვა პირდაპირ, რომ „ძალიან ცუდია, მარტო მე ვარ, ვისაც ფული აქვს“. 2011 წელს ზუსტად ეს ეწერა ბიძინა ივანიშვილის იმ ცნობილ წერილში. დღეს ამ კაცს [დავით კეზერაშვილს] რომ ვუყურებდი, ეს იყო კაცი, რომელიც ჩაცინებებით გველაპარაკებოდა და გვეუბნებოდა, რომ ის არის ერთადერთი, არავის არ ეძებს. გვითხრა, რომ მას ადამიანები არ აინტერესებს, ვინმე თუ მათხოვრად მომადგება, აუცილებლად დავეხმარებიო. ივანიშვილს სხვათა შორის ეს არ უთქვამს, ივანიშვილმა ხალხს დაუძახა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.162 შეფასება არ არის |