x
ვინ აღიარეს 10 ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად მსოფლიოში?

image
გემოვნებაზე არ დაობენო ყველას გაგვიგია ეს ფრაზა, ყველა ადამიანს საკუთარი შეფასების კრიტერიუმები აქვს და მიუხედავად იმის რომ ეს მამაკაცები მსოფლიო ქალების უმეტესობას მოსწონს, თქვენი გემოვნებისთვის შესაძლოა არცერთი არ იყოს მისაღები.ასევე უნდა აღინიშნოს რომ ამ სიებს კონკრეტულ კომპანიები და გამოცემლები საკუთარი გამოკითხვების შედეგად ადგენენ, ამ სტატიაში კი მოცემულია 2023 წლის 10 ყველაზე სიმპათიური მამაკაცის სია Buzzfeed-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით.


1. დევიდ ბექჰემი

ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც დაიბადა ინგლისში 1975 წელს. იგი ითვლება თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. თავისი კარიერის მანძილზე მან მოახერხა ფეხბურთის სამყაროში დიდი წარმატებისთვის მიეღწია, კარიერისადმი მისი თავდადება, საზოგადოების თვალში კიდევ უფრო სასურველ ფიგურად აქცევს.


2. ჰენრი კავილი

ჩვენს სიაში მომდევნო პოზიციას სუპერმენი იკავებს. ჰენრი კავილი პირველად გამოჩნდა ფილმში "ფოლადის კაცი" 2013 წელს, ჰენრი კავილმა ასევე ითამაშა The Witcher-ში. მისმა ერთგულებამ თავისი საქმისადმი კიდევ უფრო სასურველი გახადა, რაც აშკარად ჩანს მის შემოქმედებაში.


3. კრის ჰემსვორტი

კრის ჰემსვორთი, რომელმაც მარველის სამყაროში ოდინის შვილის, თორის როლი შეასრულა, მესამე ადგილზეა 2023 წლის ყველაზე მიმზიდველ მამაკაცთა სიაში. მიუხედავად იმისა, რომ წვერისა და გრძელი თმის გარეშეც კარგად გამოიყურება, უდავოა, რომ მისი THOR –ის იერი სუპერ მიმზიდველია. მარველის ფილმების გარდა, მან ასევე ითამაშა რამდენიმე მთავარ ბლოკბასტერში, როგორიცაა Extraction.


4. ჯონი დეპი

კარიბის ზღვის მეკობრეებში თავისი როლით ცნობილ ჯონი დეპს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამ სიაში. გარეგნობის გარდა, ჯონი დეპი ასევე ძალიან კეთილი და თავმდაბალი ადამიანია. მიუხედავად მისი ბოლოდროინდელი სასამართლო დაპირისპირებებისა, ის კვლავ ფანების ფავორიტია და როგორც კაპიტანი ჯეკ ბეღურა სამუდამოდ დარჩება გულშემატკივართა ფავორიტად. მისი უბრალოება და სამსახიობო ოსტატობა არის ის, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად აქცევს.

5. ჯორჯ კლუნი

61 წლის ასაკშიც კი ჯორჯ კლუნის გარეგნობა ძალზე მიმზიდველია და წარსული წარმატებები მის მიმზიდველობას კიდევ უფრო მატებს. მისი ხმა არის ის, რაც ხალხს ყველაზე მეტად უყვართ მასში.


6. ბრედ პიტი

იყო დრო, როდესაც ბრედ პიტი ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე სიმპატიურ მამაკაცად.გავიდა დრო, შეიცვალა სილამაზის აღქმის კრიტერიუმები, მაგრამ წელს ბეტ პიტი ჯერ ისევ ამ სიაშია.


7. რაიან გოსლინგი

რაიან გოსლინგს შთამბეჭდავი სამსახიობო კარიერა აქვს. მისმა ნამუშევრებმა როგორც ფილმებში, ასევე სატელევიზო შოუებში, დიდი აღიარება დაიმსახურა.


8. ტომ კრუზი

კიდევ ვინ იმსახურებს 2023 წლის ყველაზე სიმპათიური მამაკაცების სიაში მოხვედრას, თუ არა Mission Impossible-ის ვარსკვლავი, ტომ კრუზი. ტომ კრუზი მისი სამსახიობო კარიერის გარდა ცნობილია იმითაც, რომ თავისი ტრიუკების უმეტესობას დამოუკიდებლად დუბლიორის გარეშე აკეთებს, რაც მას უფრო "კაცურს" და მიმზიდველს ხდის.


9. ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერი ასევე ითვლება 2023 წლის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მამაკაცად მისი “რბილი“ გარეგნობის გამო.


10. ჰიუ ჯეკმანი

ჰიუ ჯეკმანი არის ავსტრალიელი მსახიობი, რომელიც ცნობილია Wolverine-ში შესრულებული როლით.

0
229
შეფასება არ არის
ავტორი:ტაბატაძე ლიკუნა
ტაბატაძე ლიკუნა
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0