გრიმიორები, რომლებმაც ფილმებში იმდენად კარგად შეასრულეს თავიანთი საქმე, რომ ცალკე ჯილდოს იმსახურებენ
პლასტიკური მაკიაჟი სასწაულებს ახდენს. მოცულობითი ნაოჭები, ნაწიბურები, ყბის ან ცხვირის ტრანსფორმაცია მსახიობებს სხვა ადამიანებად ან ფანტასტიურ არსებებად აქცევს. წარმოგიდგენთ მსახიობებს, რომლებიც ფილმებში იმდენად გარდაისახნენ სწორედ ასეთი გრიმის წყალობით, რომ მათი ცნობა შეუძლებელი გახდა:
1. მარგო რობი - “ტონია ყველას წინააღმდეგ", 2017 წელი
ფილმში მარგო რობი მოციგურავე ტონია ჰარდინგის როლს თამაშობდა. მსახიობს ყველაზე რთული მაკიაჟი გაუკეთეს იმ სცენებისთვის, სადაც 44 წლის სპორტსმენი თავის დაძაბულ ცხოვრებას ყვება. რობის ნიკაპზე, ლოყებზე, ცხვირზე, თვალების ქვეშ და კისერზეც კი ეკეთა კოსმეტიკური პროთეზები. როგორც რეჟისორმა თქვა, მარგოს გარკვეული დრო დასჭირდა მაკიაჟთან შეგუებისთვის და სახის გამომეტყველების გაკონტროლებისთვის.
2. ოსტინ ბატლერი- “ელვისი" 2022 წელი
ფილმის ვიზაჟისტებს ნამდვილად რთული დავალება ჰქონდათ - მათ ოსტინ ბატლერი არა მხოლოდ დაამსგავსეს გრიმის საშუალებით ელვისს, არამედ მუსიკოსის ცვლილებების დემონსტრირებაც გვიჩვენეს სამი ათწლეულის განმავლობაში. სპეციალური კოსმეტიკური პროთეზების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა პრესლის ტრანსფორმაციის ჩვენება. ფილმის ბოლოს ბევრმა მაყურებელმა ძლივს გაიგო, ვინ იყო ეკრანზე - ბატლერი თუ თავად ელვისი.
3. რენე ზელვეგერი- “ჯუდი" 2019
იმისათვის, რომ მსხიობი ეკრანების ლეგენდას, ჯუდი გარლანდს დამსგავსებოდა, მას დაუმაგრეს პატარა ცხვირის პროთეზი, კბილის ფიქსატორები ყბის ტრანსფორმაციისთვის და პარიკი. ვიზაჟისტმა და სტილისტმა ჯერემი ვუდჰედმა გადაწყვიტა მთავარი გმირის გამოსახულება კოსმეტიკური პროთეზებით არ გადაეტვირთა და ამიტომ მათი რაოდენობა აუცილებელ მინიმუმამდე შეამცირა. თავად რენემ და მისმა სამსახიობო ნიჭმა დაასრულეს გარდასახვის პროცესი.
4. ჯოზეფ გორდონ ლევიტი- “დროის მარყუჟი" 2012
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი არაფრით ჰგავდა ახალგაზრდა ბრიუს უილისს, რომელიც ფილმში უნდა ეთამაშა.გრიმიორთან რამდენიმე საათის შემდეგ, აუცილებელი ძლივს შესამჩნევი მსგავსება გამოჩნდა. ფერადი კონტაქტური ლინზები, ყალბი ტუჩები, ცხვირი და წარბები ნამდვილად დაეხხმარა მას გარდასახვაში.
5. კოლინ ფარელი- “ბეტმენი" 2022
კოლინ ფარელმა ითამაშა ოსვალდ კობლპოტი, ასევე ცნობილი როგორც პინგვინი ბეტმენში. მაგრამ პერსონაჟში მსახიობის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. ტრანსფორმაცია ადვილი არ იყო. სახის პროთეზის გადაფარვას ყოველდღიურად 3-4 საათი სჭირდებოდა.
6. ელიზაბეტ ბენქსი- “ყოვლისშემძლე რეინჯერები" 2017
ყველამ არ იცის, რომ ელიზაბეტ ბენკსმა ითამაშა “ყოვლისშემძლე რეინჯერებში". მსახიობმა ბოროტმოქმედი რიტა რეპულსას როლი შეასრულა. ვიზაჟისტებს ამ სურათის შესაქმნელად დღეში 4 საათი სჭირდებოდათ. სახის პროთეზებმა, ყალბმა კბილებმა და დაჭიმულმა მწვანე კოსტუმმა მშვენივრად შეასრულა საქმე: ელიზაბეტის შვილებმაც კი არ იცნეს იგი მაკიაჟში და კოსტუმში.
7. ტომ ჰენქსი- “ელვისი" 2022
ტომ ჰენკსმა ითამაშა ელვის პრესლის მენეჯერის, პოლკოვნიკი ტომ პარკერის როლი. იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიცვალა გმირის გარეგნობა 50-იანი წლებიდან 70-იან წლებამდე, ვიზაჟისტები და პროთეზის სპეციალისტები ჰენქსთან 3, 5 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ასაკოვანი პარკერის იმიჯის შექმნას გუნდისგან დამატებითი ორი საათი დასჭირდა.
8. პოლ ბეტანი- “შურისმაძიებლები:ულტრონის ეპოქა"- 2015
პოლ ბეტანიმ, რომელიც თამაშობდა ვიჟენის როლს, განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. მსახიობის სახეზე მაკიაჟის შთამბეჭდავი ფენა დაადეს. ყოველ ჯერზე მისი მოცილება ბეტანის კანს ნამდვილად აზიანებდა. მაკიაჟის უსაფრთხოდ მოსაშორებლად ერთადერთი გზა იყო მობილური საუნა, რომელიც სპეციალურად ბეტანისთვის მოაწყეს გადასაღებ მოედანზე.
9. იდრის ელბა - “ვარსკვლავური გზა: უსასრულობა", 2016 წელიფილმის მე-3 ნაწილში ელბა მთავარ ანტაგონისტს, უცხოპლანეტელ კროლის როლს თამაშობს. ვიზაჟისტების გუნდს ჰქონდა დავალება, რომ მსახიობის სახის მიმიკები სქელი სილიკკონის პროთეზების ქვეშაც გამოჩენილიყო. ისინი ატარებდნენ ტესტებს, ცვლიდნენ ხელსაწყოებს და ბოლოს მოიძებნა საჭირო ხერხებიც.
10. რენე ზელვეგერი- “რაღაც პემის შესახებ" - 2022 წელირენე ზელვეგერის ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია. ამჯერად მსახიობს წონაში არ მოუმატებია, ამის ნაცვლად მას სახეზე მხოლოდ სილიკონის პროთეზები ჰქონდა დაწებებული .