x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
კრიმინალი, რომელიც 17 წლის ასაკში ჩამოახრჩვეს და 82 წლის გარდაიცვალა

1740 წლის 24 ნოემბერს 17 წლის უილიამ დიუელი ლონდონში ჩამოახრჩვეს. ხოლო, 65 წლის შემდეგ, ის 82 წლის ასაკში, ბოსტონში გარდაიცვალა...


image


საქმე იმაშია, რომ დიდი ბრიტანეთში XVIII საუკუნეში ძალიან მკაცრი კანონები იყო. ამიტომ, სარა გრიფინის გატაცების და მასზე სექსუალური ძალადობის თანამონაწილეობის გამო, დიუელისს სასჯელის უმაღლესი ზომა — სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიიღო აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა 4 პირმაც. 5 დამნაშავე ერთად ჩამოახრჩვეს და მისი სხეული თოკზე, თითქმის, 20 წუთის მანძილზე ეკიდა. ამის შემდეგ, ის ჩამოხსნეს და მაშინ არსებული წესის თანახმად, გვამი ანატომიის ლაბორატორიაში, სამედიცინო ცოდნის მიღების მიზნით, გასაკვეთად გადაიტანეს.

უილიამს ტანსაცმელი გახადეს და დაფაზე დააწვინეს. თუმცა, ერთ-ერთმა მსახურმა მისი სუსტი სუნთქვა შენიშნა, რომელიც თანდათან, უფრო სწრაფი და ძლიერი გახდა. გაოცებულმა ექიმებმა ბიჭის სიცოცხლისკენ მობრუნება სცადეს... და უკვე ორი საათის შემდეგ, ის სკამზე დამოუკიდებლად იჯდა. იმავე ღამეს, უილიამ დიუელი ციხეში დააბრუნეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მას, სიკვდილით დასჯის მომენტში, საშინელი ციებ–ცხელება ჰქონდა და არც სასამართლო ახსოვდა და არც დასჯის პროცესი.

მომდევნო დღეს პატიმარი სრულიად გამოჯანმრთელდა და შეიძლება მეორედ ჩამოეხრჩოთ... მაგრამ, საზოგადოებაში ინფორმაცია გავრცელდა, ახალგაზრდა კაცის გაუგონარი აღდგომის შესახებ, რაც დიდი მღელვარების მიზეზი გახდა. ამიტომ, ხელისუფლებამ, მას სიკვდილით დასჯა, გადასახლებით შეუცვალა და ის ჩრდ. ამერიკაში გაგზავნეს, სადაც 65 წელის შემდეგ გარდაიცვალა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რაზე შეთანხმდნენ უცხოპლანეტელები და ამერიკის პრეზიდენტი 1954 წელს?

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (III ნაწილი)

* ჩვენი გარემო და მასთან ურთიერთობის 3 შესაძლო შედეგი



2
2326
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2326
  
2023, 14 აპრილი, 23:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 აპრილი, 21:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 2