x
რატომ იარსება ბიზანტიის იმპერიამ რომის იმპერიაზე უფრო დიდხანს?
image
პირველი მიზეზი–გეოგრაფია

imageდასავლეთ რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვარი უფრო დიდია, ვიდრე აღმოსავლეთ რომის იმპერიის, რის გამოც ბარბაროსთა შემოსევების უმეტესობა ხდებოდა დასავლეთ ნაწილში.

მეორე მიზეზი-სავაჭრო და ურბანული ცენტრები.

imageდასავლეთ რომის ტერიტორიაზე შემოსევების სიხშირემ განაპირობა მდიდარი რეგიონების განადგურება.გალია და ესპანეთი განადგურდა(ესპანეთში ვერცხლის მაღაროები იყო), ხოლო ჩრდილოეთ აფრიკა ბარბაროსებმა დაიპყრეს(სადაც იწარმოებოდა საკვები).მარტივად რომ ვთქვათ, მსგავსი გაპარტახება ნამდვილად არ მომხდარა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში.დიახ, იყო თავდასხმები საბერძნეთში და მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ იმპერიის საუკეთესო პროვინციები:ანატოლია, ეგვიპტე, ლევანტი სრულიად უსაფრთხოდ იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ აღმოსავლეთი საკმარისად მდიდარი იყო ჯარების ფინანსურად უზრუნველსაყოფად და ბარბაროსებისთვის ხარკის მისაცემად მშვიდობის სანაცვლოდ.ბიზანტიის ერთ-ერთი პროვინცია ეგვიპტე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი.იქ წარმოებული მარცვლეული და სიმდიდრე საუკუნეების განმავლობაში აფინანსებდა იმპერიის მთავრობას.


მესამე მიზეზი–გადასახადები და ბიუროკრატია

imageდასავლეთ რომის იმპერიაში პრობლემის მოსაგვარებლად, იმპერატორმა გადასახადის ამკრეფებს უთხრა რა რაოდენობის თანხა უნდა აეღოთ სხვადასხვა რეგიონში, არ აღების შემთხვევაში მათ ქონებას ჩამოართმევდნენ.თუმცა მდიდრებმა შეძლეს გადასახადის ამკრეფების მოქრთამა, რის გამოც, კორუმპირებულები ბევრს თხოვდნენ საშვალო და გაჭირვებულ ფენას, ამან გამოიწვია ხალხის უნდობლობა იმპერიის მთავრობის მიმართ.ამ დროს გადასახადების აკრეფა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში იყო უფრო მარტივი, რადგან ნაკლებად იყვნენ კორუმპირებულები.

მეოთხე მიზეზი–კონსტანტინეპოლი(კონსტანტინეს ქალაქი)

imageკონსტანტინეპოლი აგებულია იმისთვის, რომ ვერავინ აიღოს, ეს მოახერხა ოსმალურმა ჯარმა, მე-15 საუკუნეში არტილერიის გამოყენებით და ჯარისკაცთა სიმრავლით, რომლებიც რვაჯერ მეტნი იყვნენ კონსტანტინეპოლის მცველებზე.მაქამდე ვერავინ შეძლო ქალაქის აღება მათ შორის ჰუნებმაც.ქალაქის დაცულობა განაპირობებდა დასავლეთიდან ანატოლიის დაცვას მომთაბარებისგან(ანატოლია არის დღევანდელი თურქეთი).

მეხუთე მიზეზი–სპარსეთი.

imageბიზანტიის იმპერიას აღმოსავლეთი საზღვრის დიდი ნაწილი გადიოდა სპარსეთთან, რომლემაც 383 წელს დადო სამშვიდობო ზავი, ეს შეთანხმება გრძელდებოდა დასავლეთ რომის იმპერიის დაცემამდე.სპარსეთ-ბიზანტიის ზავი საშვალებას აძლევდა აღმოსავლეთ რომის ხელისუფლებას ჯარის განსაზღვრული ნაწილი ყოლოდა საბერძნეთში, სადაც ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი მომთაბარეთა შემოსევები. ზევით აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობეს ხალხთა დიდი გადასახლებისგან ეფექტური თავდაცვა.

პ.ს თუ მოგწონთ ჩემი სტატიები, გთხოვთ მოიწონოთ სტატია და გადახვიდეთ ჩემს სხვა სტატიებზე და ისინიც დაათვალიეროთ, გისურვებთ წარმატებულ კვირას.

0
116
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0