x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
საბჭოთა წარმოების რუსული ბუქსირებადი ჰაუბიცის "Д-20"-ის ლულა ვარდის ფურცელივით "გაიფურჩქნა" გასროლის შემდეგ
image
რუსეთი ბირთვული ქობინების გარდა ყველა საბრძოლო საშუალებას იყენებს უკრაინაში, შდარებით ახალსაც და ლამის საუკუნეს მიღწეულ ტექნიკასაც, მათ შორისაა 1953 წელს გამოშვებული ბუქსირებადი, 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცა "Д-20".


ეს ბუქსირებადი ჰაუბიცა მართალია საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ხანდაზმულობის გამო წესით რუსეთის არმიიდან უნდა ამოეღოთ, როგორც საბრძოლოდ უვარგისი.


ნებისმიერ ტექნიკას, მათ შორის ჰაუბიცის ლულასაც აქვს რესურსი, რომლის ამოწურვის შემდეგ ის უნდა შეიცვალოს ახალი ლულით ან უნდა მოიხსნას შეიარაღებიდან.


ბუქსირებადი არტილერიის ეს "ბებერი" წარმომადგენელი არ წარმოადგენს თუნდაც სანახევროდ ავტომატურ, თბითდამტენ ჰაუბიცას, მას დამტენად ემსახურება რამდენიმე არტილერისტი.



სავარაუდოდ, ინტენსიური სროლის შემდეგ არ მოხდა ლულის გაწმენდა, რამაც გამოიწვია ჰაუბიცის ლულის გასკდომა გასროლისას.


ჰაუბიცა, როგორც ბრძოლისათვის უვარგისი ადგილზევე მიატოვეს რუსებმა. უკრაინელმა გლეხებმა კი მას საბურავები მოხსნეს პირადი ან სამხედროების საჭიროებისათვის.


მიუხედავად ხანდაზმულობისა "Д-20" დღემდე იმყოფება 13 ქვეყნის შეიარაღებაში, ჰაუბიცას ლიცენზიით აწარმოებდა ასევე ჩინეთი.



ზოგადად ძველი ჰაუბიცებიდან ინტენსიური სროლისას მსგავსი რამ ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდება. არც ახალ ჰაუბიცებზეა ლულის გასკდომა უცხო როცა ტექნიკური პერსონალი მას სათანადოდ არ უვლის.

2015 წელს უკრაინელების 55-ე საარტილერიო ბრიგადის სწავლებაზე, პრაქტიკულად აფეთქდა საბჭოთა წარმოების, უკრაიული ბუქსირებადი ჰაუბიცა «Мста-Б», საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.

0
134
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
134