რელიგია მსოფლიოს უდიდესი საიდუმლო - რაბინი იცხაკ კადური და მისი ხელნაწერი 2023, 3 აპრილი, 2:31 მსოფლიოს უდიდესი საიდუმლო, მესიის სახელი! რაბინი იცხაკ კადური გავლენიანი რაბინი გახლდათ, რომელიც მე-19 საუკუნეში (სავარაუდოდ, 1898 წელს) დაიბადა და გარდაიცვალა 2006 წელს. ის იყო, ალბათ, ერთადერთი, ვინც იცოდა თალმუდის მრავალტომეული ზეპირად. ასევე ზეპირად იცოდა იუდეველთა სხვა რელიგიური წიგნებიც, თორაც. მან ზეპირად იცოდა ბიბლიის ტექსტი სრულად. ის გახლდათ სემინარიის ხელმძღვანელიც. ის პირადად იცნობდა გასული საუკუნის იმ ძველ ებრაელ „ბრძენ" მამებს, რომლებიც წმინდა მიწაზე ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე და მათგან იცოდა ებრაელთა „ჭეშმარიტი" სწავლებებიც. მას ყველა რაბინი მორჩილებით უყურებდა და ათასობით ადამიანი მიდიოდა რჩევისთვის, ეს ის ადამიანი გახლდათ, რომლის სიტყვასაც, მართლაც რომ ღმერთის სიტყვის ფასი ჰქონდა ებრაელთა სამყაროში. სავარაუდოდ, ის 118 წლის გარდაიცვალა... როგორც იუწყებოდნენ, იერუსალიმის ქუჩებში ორასი ათასი კაცი გამოვიდა მის გასაცილებლად... მოგეხსენებათ, რომ ებრაელი ხალხი მოშიახის ანუ მესიის გამოჩენას ელოდება და არაერთი ისტორია გვახსოვს, როდესაც რაბინებს თხოვდნენ მესიის დასახელებას. მესიის გამოჩენა არის საკვანძო საკითხი ამ ერისა და ისინი თავისი არსებობის მანძილზე ელოდებიან მას! სწორედ ასეთ ვითარებაში კადურმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბრძანა, რომ მან იცოდა მესიის სახელი. ამას დიდი ამბავი მოჰყვა, რადგან გაჩნდა შანსი და შესაძლებლობა ებრაელ ხალხს გაეგოთ მესიის სახელი. ეს იყო გადამწყვეტი მოვლენა, თუმცა კადური სახელს არ ამბობდა. ძალიან ბევრს სთხოვდნენ და იყო უამრავი მცდელობა, რომ კადურს მესიის სახელი ეთქვა, მაგრამ ეს არ გააკეთა. რადგან მოთხოვნა დიდი იყო, მან განაცხადა, რომ მესიის სახელს დაწერდა და დალუქავდა კონვერტში და მისი გახსნის უფლება ექნებოდათ გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. კადურის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს გახსნეს კონვერტი მესიის სახელით, კონვერტი, რომლის გახსნასაც ასე ელოდა მთელი ებრაელი ერი. კონვერტში ერთადერთი სახელი ეწერა, ი ე ს ო ❗ ეს იყო სრული მოულოდნელობა და შოკი‼️ იმ წამს უზარმაზარი სამყარო დაინგრა. ახლა გასაგები იყო, თუ რატომ დატოვა ანდერძი კადურმა, რომ კონვერტი მხოლოდ გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ გახსნილიყო. არსებობს ამ ხელნაწერის ასლებიც, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოგვიანებით თქვეს, რომ სახელის ამოკითხვა ვერ მოხერხდა. ეს ისტორია მიიჩქმალა და ღმერთკაცის სახელიც ნელნელა დავიწყებას მიეცა. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „Facebook"-ში გვერდი „დედოფალი" ავრცელებს. ფოტოზე: იცხაკ კადური და მისი საიდუმლო ხელნაწერის ფოტოასლი - იესო არის მესია! 1471 2-ს მოსწონს
|