x
როგორ ეპყრობოდა ნაპოლეონი დაპყრობილ ქვეყნებს.
imageნაპოლეონი სხვადასხვა მართვის გზას ირჩევდა დაპყრობილ ქვეყნებში.უმეტეს შემთხვევაში, ის აარსებდა ახალ მთავრობას, რომელიც იყო ნაპოლეონის ერთგული, თუმცა შესაძლოა შეერთებინა საფრანგეთისთვის.

იტალია

რესპუბლიკის დღეებში ნაპოლეონი ხშირად ცდილობდა შეექმნა დაძმობილებული რესპუბლიკები, რომლებიც დარჩებოდნენ საფრანგეთის ერთგული.მან დაარსა ცისალპიური რესპუბლიკა.1799 წელს ნაპოლეონმა დაარსა იტალიის რესპუბლიკა.იტალიელები მას შეხვდნენ, როგორც მხსნელს, რადგან ნაპოლეონმა იტალიიდან განდევნა ავსტრიული ჯარი, აგრეთვე ბონაპარტმა შექმნა კოდექსი იტალიისთვის, თუმცა გახდა თუ არა საფრანგეთის იმპერატორი, იტალიის რესპუბლიკა სამეფოდ აქცია.იტალიაში სახელმწიფოს ხელმძღვანელი იყო ნაპოლეონის ძმა ჟოსეფი, ხოლო მისი ესპანეთში წასვლის შემდეგ ბონაპარტის მთავარსარდალი მიურატი.

ეგვიპტე და სირია


ადგილობრივ ხალხს ნაპოლეონი ცუდად არ ექცეოდა, თუმცა ის მაინც უცხო იყო.ბონაპარტს ყურანის წაკითხვაც სურდა.ამ ტერიტორიებიის დაკავებით ნაპოლეონს უნდოდა ბრიტანეთის საზღვაო გემები არ გაეშვა ინდოეთისკენ.ფრანგთა კონსულის მიდრეკილება დაეცვა ადგილობრივები და მოეპოვა მათი გული იქიდანაც ჩანს, რომ მან დასაჯა ის ფრანგი ჯარისკაცები, რომლებმაც გაძარცვეს ადგილობრივები.ყველა ღონისძიება იყო უშედეგო ქალაქ კაიროში იფეთქა აჯანყებამ და მისი სასტიკად ჩახშობა მოუწია ნაპოლეონს.

ესპანეთი

imageსაფრანგეთის იმპერატორმა უპრობლემოდ შეძლო ამ ქვეყნის აღება, მაგრამ მისი შენარჩუნება ძალიან რთული იყო.ნაპოლეონი ესპანეთის შემდეგ, პორტუგალიაში შეიჭრა, რომელიც ბრიტანეთის მოკავშრე იყო.ესპაენთის მეფედ დაჯდა ბონაპარტის ძმა ჟოზეფი.ესპანეთში ქაოსი იყო, ერთ მხარეს სურდა კარლ მეოთხე ასულიყო ტახტზე, მეორე მხარს ფერდინანდ მეშვიდეს უჭერდა, ამ დროს გარეშე ძალამ უცხო მეფე დასვა ესპანეთის ტახტზე.საფრანგეთს უწევდა დიდი ჯარით ესპანეთის შენარჩუნება 1808-1813 წლებში.ესპანელების უკმაყოფილება პარტიზანულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის გამოც ფრანგულ დეპეშას 100 სამხედრო მიყვებოდა, რათა მისულიყი დანიშნულ ადგილამდე.ნაპოლეონს ესპანეთისთვის აღარ ეცალა, როცა რუსეთის დაპყრობის კამპანია დაიწყო, მან გასცა არაეფექტური ბრძანებები, რამაც გააუარესა ფრანგების მდგომარეობა ესპანეთში.

ჰოლანდია

ნაპოლეონმა პირველად დააყენა ფრანგი ხელმძღვანელები ბატავიანის რესპუბლიკაში, მაგრამ როდესაც ის გამეფდა, მისი ძმა ლუი ასევე გაამეფა ჰოლანდიაში.ნაპლეონის ძმა ლუი მეტად ემსახურებოდა ჰოლანდიის ინტერესებს, ვიდრე საფრანგეთისას.მან ისწავლა ჰოლანდიური და თვალს ხუჭავდა ბრიტანული სავაჭრო საქონლის ბაზარზე შეტანაზე.მთლიანობაში ჰოლანდია საფრანგეთის გავლენას განიცდიდა.

imageგერმანია და პოლონეთი

პოლონეთი დაპყრობილი იყო რუსეთის იმპერიის მიერ.მათ სურდათ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ნაპოლეონი იყო თავიანთი მიზნის მიღწევის საშვალება.მიუხედავად ამისა, ნაპოლეონი დამრცხდა რუსეთის კაპანიის დროს.გერმანია არ იყო ერთიანი და შედგებოდა სხვადასხვა საჰერცოგოსგოებისგან.ნაპოლეონმა პატარა სახელმწიფოები გააერთიანა 39 მოზრდილ სახელმწიფოებად, მათ შორის 16 იყო რაინის კონფედერაციაში.ამ ერთეულებს ჰყავდათ საფრანგეთის ერთგული ხელძღვანელები.პოლონელები იბრძოდნენ ნაპოლეონისთვის ესპანეთშიც, თუმცა მან არ მისცა დამოუკიდებლობა პოლონეთს, რის გამოც პოლონელებს დამოკიდებულება შეიცვალა.

საბოლოო სიტყვა

ნაპოლეონი იყო სასტიკი თავისი მიზნების მისაღწევად, თუმცა მანიაკალურობაში არ გადადიოდა.ბონაპარტმა საკუთარი კოდექსი შეიტანა ყველგან და გააუქმა ბევრი ფეოდალური ჩვევა, ის არ ანადგურებდა ერებს, მხოლოდ ითხოვდა გადსახადებს, რომელიც იყო დიდი.

0
159
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0