x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
გემოვნება აქვთ, სინდისი არა: 10 ვარსკვლავი, რომელიც ვულგარულად იმოსება
image


ჩვენი ბებია-ბაბუებისთვის თანამედროვე მოდა ალბათ საკმაოდ ვულგარულად გამოიყურება, ვინაიდან ადრე მუხლის გამოჩენასაც კი ერიდებოდნენ, დღეს კი ქუჩაში ნახევრად შიშველი გასვლა სრულიად ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ცნობილმა სელებრითებმა დიდი ხანია გადაწყვიტეს: რაც უფრო შილიფად ეცმებათ მით უკეთესი მათთვის. შესაძლოა, ჩვენი დღევანდელი გმირების კოსტიუმები 20-30 წლის შემდეგ მომავალ თაობას სრულიად მიამიტადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ ჯერჯერობით ისინი ყველა პარამეტრით აშკარად "მეტისმეტია".




ბელა ჰადიდი

image

ლატექსის სამოსი ხაზს არა მხოლოდ ღირსებებს უსვამს თუმცა, მოდელებს როგორც წესი, დასამალი არც არაფერი აქვთ, ამიტომ ისინი ასეთ მჭიდრო კაბებს იდეალურ სხეულზე სიამოვნებით ირგებენ. აი, მაგალითად, ბელა ჰადიდიც ზუსტად ასევე ფიქრობს.




ქარდი ბი


image


ქარდი ბის თავისი მადისაღმძვრელი ფორმების საჯაროდ დემონსტრირება განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს. ლატექსი კი- ასეთ შემთხვევაში მისი მთავარი დამხმარე ხდება, რაც რეპ - შემსრულებლის თამამ კოსტიუმებს კიდევ უფრო მეტ პროვოკაციულობას ანიჭებს.





დოჯა ქეთი


image


2021 წელს "გრემის" ცერემონიაზე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება დაფიქსირდა - ამერიკელმა რეპ- მომღერალმა დოჯა ქეთიმ ცეცხლი თავისი ღრმა დეკოლტით დაანთო. გასაკვირი სწორედ ის არის, რომ ვარსკვლავმა მოახერხა ასეთი დეკოლტითაც კი უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო.





რიტა ორა



image


ალბანელი წარმოშობის ბრიტანელმა მომღერალმა რიტა ორამ წვეულებისთვის ხორცისფერი ლატექსის კაბა შეარჩია, რომელიც შორიდან ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა გეგონებოდათ მომღერალი საერთოდ დედიშობილა იყო. ისე მისგან მსგავსი საქციელი ალბათ, არც არავის გაუკვირდებოდა.





ნიკი მინაჟი


image


ალბათ, უცნაური იქნებოდა მოულოდნელად ნიკი დახურულ კაბებსა და მკაცრ სტილზე გადასულიყო. ასეთი სტილი რეპერის შემოქმედებას ნამდვილად არ მოუხდებოდა, აი, "შიშველი" კაბები კი - ნამდვილად მისი სტიქიაა.





კენდალ ჯენერი


image


ტოპ-მოდელი კენდალ ჯენერი პრესტიჟულ ღონიძიებებზე დასასწრებად უპირატესობას ყოველთვის თამამ სამოსს ანიჭებს, მოდელისთვის გამონაკლისად არც 2022 წლის "მეტ გალა" იქცა, სადაც კარდაშიანების ოჯახის წევრი საკმაოდ პროვოკაციული "ლუქით" გამოჩნდა.





ტალია სტორმი


image


მაგრამ ბრიტანელ მომღერალ ტალია სტორმამდე კენდალს კიდევ ბევრი უკლია. მომღერალი "კანის" კინოფესტივალსაც ნახევრად შიშველი სტუმრობს და სცენაზეც ისეთი სამოსით გადის, რომ ადამიანს ენა ვერ მოგიტრიალდება მათ "კაბები" უწოდო.





სელმა ჰაიეკი


image


ამ ჩაცმულობისთვის 56 წლის სელმა მწვავედ გააკრიტიკეს. მართალია, მას მშვენიერი სხეული აქვს, თუმცა ზოგჯერ ქალს მეტი თავშეკავებულობა მართებს. ასეთი დონის მსახიობისგან ყველა ქალურობას და ესთეტიკას ელის, და არა ღია სექსს.





ჰოლზი


image


ცნობილი ამერიკელი მომღერალი "შიშველ" კაბებზე ნელა და ფრთხილად გადავიდა. მან ჯერ ნიადაგი მოსინჯა, როცა თაყვანისმცემლების წინაშე რამდენჯერმე მაცდუნებელი სამოსით წარსდგა, შემდეგ კი "შიშველი" კაბების მოყვარულ ქალბატონთა რიგებსაც შეურთდა. დღეს, უკვე ჰოლზის დახურულ, მოკრძალებულ სამოსში წარმოდგენაც კი უბრალოდ შეუძლებელია.





ნოა საირუსი


image


მართალია, ადრე ყველა მაილი საირუსზე და მის "შიშველ" კაბებზე საუბრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომღერალი დაჭკვიანდა, ​​სამაგიეროდ ახლა თავი მისმა უმცროსმა დამ აიწყვიტა, როგორც ჩანს, მათ ოჯახში ამ პერიოდს ყველა გადის.







0
945
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
945