x
"ადიდასის განვითარების ისტორია"

image
ადიდასი არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ფეხსაცმელებს, ტანსაცმელებს და აქსესუარებს.ის არის უმსხვილესი სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელი ევროპაში და სიდიდით მეორე მსოფლიოში, (ნაიკის)Nike-ის შემდეგ.2018 წლის მონაცემებით კომპანიის შემოსავალია 21 მილარდ ევროზე მეტი.
ბიზნესი დაიწყო ადოლფ დასლერმა დედის სახლში;მას შეუერთდა მისი ძმა რუდოლფი.დასლერმა დაარწმუნა ამერიკელი სპრინტერი ჯესი ოუენსი, გამოეყენებინა მისი ხელნაკეთი შპიკები 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.1949 წელს მოხდა ძმებს შორის კამათი და ადოლფმა შექმნა ადიდასი, ხოლო რუდოლფმა დაარსა პუმა, რომელიც გახდა ადიდასის ბიზნეს კონკურენტი.ადიდასმა 1952 წელს თავისი ბრენდის ნიშანი სამი ზოლი იყიდა ფინური სპორტული კომპანიისგან 1, 600 ევროდ.ძმებს წარმატების მისაღწევად დიდი შრომა მოუწიათ, დასლერი სპორტულ ფეხსაცმელს ამზადებდა დედამისის სკამზე ან სამრეცხაო ოთახში.რუდოლფი ძმას მაშინ შეუერთდა, როცა პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნდა.ძმები, სადაც ცხოვრობდნენ ელექტროენერგია არ იყო, ამიტომ ძმებს ზოგჯერ უწევდათ ველოსიპედის პედლების დენის გამოყენება მათი აღჭურვილობის ასამუშავებლად.დასლერი ფეხსაცმლის დამზადებაში იყენებდა რეზინას, ხოლო მის მიერ მოფიქრებულმა გეგმამ გაჭრა, სპრინტერმა(სპრცმენი, რომელიც დაარწმუნა დასლერმა ჩაეცვა მისი დამზადებული ფეხსაცმლები)გაიმარჯვა, რამაც გაზარდა ინტერესი და მოთხოვნა ძმების ფეხსაცმლებზე, ისინი მეორე მსოფლიო ომამდე ყიდნენ 200, 000 (ათას) წყვილ ფეხსაცმელს.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძმები შეუერთდნენ ნაცისტურ პარტიას, მსოფლიო ომის დროს მათი საწარმო ამარაგებდა ვერმახტის(გერმანული ჯარის) ნაწილებს ფეხსაცმლებით.შემდეგ მუშახელი გადაისროლეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღის დასამზადებლად, როცა გერმანიისთვის ვითარება დამძიმდა.დასლერის კომპანიის თანაშრომლობამ ნაცისტურ პარტიასთან გამოიწვია მოკავშირეების ავიაციის სამიზნედ ქცევა, თუმცა მსოფლიო ომის შემდეგ, დასლერის მეუღლემ დაარწმუნა აშშ-ს სამხედროები, რომ დასლერის კომპანია იყო სპორტული ფეხსაცმლების დამამზადებელი, შემდეგ ამერიკული საოკუპაციო ჯარი იქცა დასლერის ფეხსაცმლების მსხვილ მყიდველად .ძმებს შორის განხეთქილებამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ ძმები თავიანთი კომპანიებით ერთმანეთთან ეკონომიკურ მეტოქეობაში შევიდნენ, მათ ქალაქში ერთი საფეხბურთო გუნდი ადიდას უჭერდა მხარს, მეორე პუმას.ქალაქს, სადაც ძმები ცხოვრობნდენ უწოდებდნენ "მოხრილი კისრის" ქალაქს, რადგან ხალხს აინტერესებდა ნებისმიერ ადამიანს, რომელი ფეხსაცმელი ეცვა.გავიდა დრო, გარდაიცვალნენ ძმები და დაკრძალული არიან ერთი და იმავე სასაფლაოზე, თუმცა რაც შეიძლება შორს ერთმანეთისგან.უახლოეს პერიოდში, ადოლფ დასლერის ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, კომპანია იყიდა მილარდ ნახევარ ევროდ ბერნარ ტაპიმ, რომელიც ცნობილია იმით, რომ გაკოტრებასთან ახლოს არსებულ კომპანიებს ყიდულობდა და აძლიერებდა, რაშიც მდიდრდებოდა კიდეც.ტაპიმ საწარმო გადაიტანა აზიაში, ასევე ბრენდი ცდილობს საკუთარი თავის პოპულარიზაციას სპორტის დახმარებით, როგორც ამას აკეთებდა თავის დროზე დასლერი.

0
48
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0