x
image
ჯონ დო
ფანტომური ვიბრაციის სინდრომი

image

ალბათ უმეტესობას გამოგიცდიას შეგრძნება, როდესაც ჯიბეში მობილური ტელეფონი ვიბრირებს, მაგრამ სინამდვილეში ტელეფონი საერთოდ არ გირეკავთ, ან სულაც არ გაქვთ ჯიბეში და ვიბრირების შეგრძნება მაინც გაქვთ..

ეს არის ფანტომური ვიბრეციის სინდრომი...

ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფანტომური ვიბრაციის სინდრომი არის უჩვეულო აქტივობა, რომელიც აჩვენებს ღრმა კავშირს ჩვენს ტელეფონთან. ეს არის რეფლექსი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი გონების გადაწყვეტილებაზე, ისევე როგორც გამოტოვებული ზარების შემოწმება, რა დროსაც ჩვენი გონება სისტემატიურად ამოწმებს ტელეფონს.


სინდრომის თავიდან აცილება შესაძლებელია!!

დავიწყოთ იმით, რომ მობილურ ტელეფონს გაუთიშოთ ვიბრაცია. ამრიგად, პირველ ჯერზე როდესაც იგრძნობთ ვიბრაციას, გეცოდინებათ, რომ ეს მობილური არ არის და შემდეგ ჯერზე დაიწყოთ ამ შეგრძნებების განეიტრალება.

ეცადეთ, რომ ტელეფონი ჩაიდოთ ჩანთაში, ან ზურგჩანთის ჯიბეში. ეცადეთ არ გამოიყენოთ ტელეფონი კვების დროს, ასევე შეეცადეთ დადოთ ტელეფონო მოშორებით, როდესაც გძინავთ. შეეცადეთ დააყენოთ გარკვეული განრიგი ტელეფონის გამოყენებისთვის.

დადგება დრო, როდესაც მიხვდებით, რომ მისგან შორს ყოფნა არაუშავს და სხვანაირად უყურებთ ყველაფერს.!!!

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0