კინო ცენზურამ გაუშვა: 9 თამამი იმიჯი საბჭოთა ფილმებიდან 2023, 30 მარტი, 12:01 საბჭოთა პერიოდში მოდა იდეოლოგიის ანარეკლი იყო. კავშირის მოქალაქე ყველაფერში წესიერი, მოკრძალებული და უაღრესად მორალური უნდა ყოფილიყო. თამამი ჩაცმულობა დასავლურ ტენდენციებზე მინიშნებად ითვლებოდა, რაც მაშინ ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან სასტიკად იგმობოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ კინო - რეალური სამყარო არ არის, პატარა თავაშვებულობა მაშინაც კი დასაშვებად ითვლებოდა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ საბჭოთა კინემატოგრაფის ყველაზე უჩვეულო "ლუქებს", რომელიც მაშინ ბევრმა ზედმეტად გამომწვევად ჩათვალა, სინამდვილეში კი თითოეული იმიჯი საოცრად მოდური იყო, რაშიც თავადაც დარწმუნდებით."ადამიანი ამფიბია", 1961 წელი![]() 60-იან წლებში ეკრანებზე საცურაო კოსტიუმების ადგილიც იყო. მაგალითად, ანასტასია ვერტინსკაიამ როლისთვის საკმაოდ დახურული ნარინჯისფერი საცურაო კოსტიუმი მოირგო, მაგრამ ეს - საბჭოთა კინოა, ამიტომ მშვენიერი გუტიერეს მონოკინს კიდევ დიდხანს და ცხარედ განიხილავდნენ."ქალბატონი თუთიყუშით", 1988 წელი![]() მსახიობ სვეტლანა სმირნოვას ზოგიერთი იმიჯი ფილმიდან "ქალბატონი თუთიყუშით" თანამედროვე მაყურებელსაც კი შესაძლოა მეტისმეტად თამამად მოეჩვენოს."ბრილიანტის ხელი", 1968 წელი![]() რეჟისორ ლეონიდ გაიდაის კომედიაში "ბრილიანტის ხელი" ანა სერგეევნას როლმა სვეტლანა სვეტლიჩნაია ქვეყნის სექს-სიმბოლოდ აქცია."ბიჭები", 1983 წელი![]() რეჟისორ დინარა ასანოვას სოციალურ დრამაში "ბიჭები" თამამი საცურაო კოსტიუმის მორგება არც მსახიობ მარინა ლევტოვას მორიდებია, და მოდით ვიყოთ გულწრფელები მისი იმიჯი დღესაც კი საკმაოდ ელეგანტურად გამოიყურება."გაჭირვებით ვარსკვლავებამდე", 1981 წელი![]() საბჭოთა კინოში, ნატალია ვარლეისა და სვეტლანა სვეტლიჩნაიას გარდა, საცურაო კოსტიუმებში სხვა მსახიობებიც გამოჩნდნენ, მაგალითად, ლუდმილა ნილსკაია ფილმში "გაჭირვებით ვარსკვლავებამდე"."შავგვრემანი ოცდაათი კაპიკისთვის", 1991 წელი![]() ფილმი მართალია საბჭოურად ითვლება, თუმცა მისი სიუჟეტი უცხოურის წესების მიხედვით იქნა აგებული. ბორდელის შესახებ მოთხრობილ ისტორიაში მსახიობებს შესაბამისი იმიჯის შესაქმნელად გარკეული რისკის გაწევა მოუწიათ."პოკროვსკის კარიბჭე", 1983 წელირა თქმა უნდა, ამ ფილმში ტატიანა დოგილევას ჩაცმულობა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება - განსაკუთრებით მის სხვა "ლუქებთან" შედარებით, თუმცა საბჭოთა კინოში მსახიობებს საცურაო კოსტიუმებში გამოჩენისაც კი ეშინოდათ, დოგილევამ კი ეს - შეძლო."ინტერგოგონა", 1989 წელი![]() ელენა იაკოვლევას მართალია თამამ სცენებში თამაშის ერიდებოდა, თუმცა ეკრანზე საცვლებით გამოჩენის - სულაც არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფილმი მსუბუქი ყოფაქცევის გოგონების ცხოვრების შესახებ საკმაოდ არასრულყოფილი იქნებოდა."ქერა კუთხეში", 1984 წელი![]() ტატიანა დოგილევამ უჩვეულოდ თამამი ჩაცმულობა ორჯერ მოირგო, და თუკი "პოკროვსკის კარიბჭეში" მსახიობის საცურაო კოსტიუმი უკიდურესად მოკრძალებული იყო, ვლადიმირ ბორტკო უმცროსის ნამუშევარში ყველაფერი პირიქით მოხდა.1350 შეფასება არ არის |