x
მეტი
  • 21.06.2024
  • სტატია:135509
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509814
დღემდე ამოუცნობი მოვლენა, რომელიც ვენესუელაში ერთ ოჯახს შეემთხვა
image

ცხელ კვალზე ამ უცნაურ ამბავში ვერ შეძლეს გარკვევა. ახლა მით უმეტეს, წლების შემდეგ, ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია.


მაგრამ მაინც, პარანორმალური სამყაროს თაყვანისმცემლები აგრძელებენ იმის გარკვევას, თუ რა მოხდა 1886 წლის შემოდგომის ერთ ჩვეულებრივ დღეს (24 ოქტომბერს)ვენესუელის დღეს უკვე დიდ ქალაქ მარაკაიბოსთან.


ამ მოვლენებზე მოხსენება ამ ქვეყანაში ამერიკის საკონსულოს წარმომადგენლებმა იმავე წლის დეკემბერში გამოაქვეყნეს.



დასახლებას მოეფინა კაშკაშა შუქი, რომელსაც თან ახლდა გაუგებარი ერთფეროვანი გუგუნი.


გაურკვეველმა ფენომენმა უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა. მაგრამ ყველაზე მეტად ეპიცენტრში მოხვედრილი ერთი ოჯახი დაზარალდა. ოჯახის 9-ვე წევრმა დასხივების შედეგად დამწვრობა მიიღო.. მსხვერპლთა მონათხრობის მიხედვით, ისინი ღამით გუგუნის მაგვარმა ძლიერმა ხმაურმა გააღვიძა, რის შემდეგაც ირგვლივ ყველაფერი კაშკაშა შუქით დაიფარა.


ოჯახი მორწმუნე იყო და ფიქრობდა, რომ ეს იყო სამყაროს დასასრული. კაცები და ქალები მუხლებზე დაემხნენ და ლოცვა დაიწყეს. მაგრამ უზენაეს ძალების მიმართ ლოცვებმა არ გაჭრა: ყველამ თავი ცუდად იგრძნო, დაეწყოთ ღებინება, კანზე მიიღეს დამწვრობა და გაუჩნდათ წყლულები.


დაახლოებით ერთი კვირის თავზე, ამ უბედურებს სხეულებზე დიდი წყლულების გასკდომა დაეწყოთ და თმა გასცვივდათ. აღწერების მიხედვით, თითქოსდა ჩანდა, რომ ოჯახი ატომური ბომბის აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა. მაგრამ ამ საშინელი იარაღის გამოგონებამდე ჯერ კიდევ იყო ათწლეულები იყო დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ნაწილმა მხოლოდ ხმაური გაიგონა, კაშკაშა შუქზე არაფერს ამბობდნენ რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ სხივები კონკრერულ წერტილში იყო მიმართული . ყველაზე ძლიერად კი მხოლოდ ერთი სახლზე, უფრო სწორად ქოხზე.


სახლი უვნებელი დარჩა. შენობის მიმდებარე ხეები გარკვეული პერიოდის შემდეგ გახმა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან ჰგავდა ბირთვულ დარტყმას. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ 1886 წელი იდგა და ბირთვული დარტყმა ვერაფრის დიდებით ვერ იქნებოდა, თუ ამ ინციდენტში არამიწიერი ცივილიზაცია არ იყო ჩარეული, და თუ ასე იყო, დაზარალდებოდა ბევრი და არა მხოლოდ ერთი ოჯახი.


დღემდე ამ მოვლენის ზუსტი ახსნა ვერავინ იპოვა და დარჩა ეს საკითხი ასე ღიად თითქმის 150 წლის მანძილზე

1
354
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
354
  
2023, 2 აპრილი, 22:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1