x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
როგორ იხსენებენ ერთანეთს თინა კანდელაკი და შალვა რამიშვილი?
image

ახლა როცა პოსტივის ჟურნალისტი შალვა რამიშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია იმ ერთბაშად რამდენიმე ქალის მიერ წამოყენებული ბრალდების გამო სექსუალურ შევიწროებაზე, უპრიანი იქნება გავიხსენოთ შალვა რამიშვილის და თინა კანდელაკის ურთიერთობის ისტორია, მათი კარიერის გარიჟრაჟზე.


პირველად ამის შესახებ თინა კანდელაკი ალაპარაკდა, როდესაც რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ჩამოსული და დაბადების დღეც გადაიხადა.


აი რა ასეთი მინაწერი გაუკეთა თინამ მაშინ შალვასთან ერთად გადაღებულ ფოტოს:



"-პირველ სიყვარულთან ერთად! შალვა რამიშვილი. ერთმანეთი გავიცანით 5 ნოემბერს, როცა მე 19 წლის ვიყავი...მაგრამ ჩვენი ქორწინება არ შედგა..."

image

შალვამ თინაზე პოსტი მაშინ დაწერა, როდესაც 2021 წელს თბილისში რუსი პროპაგანდისტი ვლადიმერ პოზნერი ჩამოვიდა და რომელსაც 1 აპრილს დაბადების დღის აღნიშვნა აქ სურდა, მაშინ პოზნერს 50 კაციანი მეგობრების ჯგუფი ჩამოყვა, თუმცა ოპოზიციურმა ძალებმა მას ამის საშუალება არ მისცეს.



"თიკა კანდელაკი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. 1994 წელს მოვიყვანე 105 ში. "სკურპულოზულად" ვიცნობთ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გოგო ჩემი ცხოვრების ნაწილია... ჩემი ახალგაზრდობის ნათელი ფერი.
ყოველ წელს ჩამოდის ოჯახთან ერთად და აქ აღნიშნავს დაბადების დღეს. მეც ვმასპინძლობ.
წარმოვიდგინე რესტორანთან უჯიშო მიშას უჯიშო ზონდერების ბრბო რომ დახვდეს და შეურაცხყოფა მიაყენოს მას ან მის ქმარ-შვილს.
ყველაზე შავი დღე იქნება ჩემს ცხოვრებაში რადგან უძლურებისგან შეიძლება ბავშივით ავტირდე.
ერთია როცა შენ გაგინებენ და გიჭერენ ... ამას კაცი აიტან. ხურდას დაუბრუნებ და თავს გადადებ.
აი როცა შენს სტუმარს ექცევიან ასე, შენ კი ვერაფერს ვერ შვები (იმავე სტუმრის უსაფრთხოების გამო) ეს ენით აუწერელი შეურაცხყოფაა.
ამ სიგიჟემდე ჩვენი ქვეყანა მიიყვანა შლეგი ადამიანების ისტერიამ. მანქურთებისა, რომლებიც ფარად ხან "პატრიოტიზმს" ხან "დემოკრატიას" ხან "თავისუფლებას იყენებენ.
პოზნერს აგინებენ მაგრამ ბურჯანაძეს ტაშს უკრავენ მიტინგებზე.
პოზნერს აგინებენ და ეფესბესთან მოთანამშრომლე ოქრუაშვილს თავისი გუნდის წევრად თვლიან
პოზნერს აგინებენ და დუმაში "პაკლონზე" მისულ ნატო ჩხეიძეს ემეგობრებიან.
აი ასეთი საქართველო მივიღეთ ჩვენ.
უძლური ვარ და ძალიან ძალიან მტიკვა გული"-წერდა მაშინ შალვა რამიშვილი.

0
498
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0