x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი კინოწყვილები, რომლებიც ცხოვრებაში ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ

image


მსახიობის პროფესია ისეთია, რომ პირადი ანტიპათიის მიუხედავად ზოგჯერ მსახიობებს ერთმანეთზე შეყვარებული წყვილების განსახიერება უწევთ. ხანდახან შეიძლება მათ ცხოვრებაში ერთმანეთი დასანახავადაც კი სძულდეთ, თუმცა ფილმებში შეყვარებული წყვილები ისე ითამაშონ რომ მათ პირად დამოკიდებულებას ვერავინ მიხვდეს. დღეს, სწორედ იმ ცნობილ ეკრანულ წყვილებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ერთმანეთი რეალურ ცხოვრებაში დასანახავად სძულთ.





ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი


image


ფილმ "რომეო და ჯულიეტას" გადაღებების დროს ლეო 21 წლის იყო, 16 წლის კლერი კი სამსახიობო კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა. დიკაპრიო საკუთარ პარტნიორს მეტისმეტად შებოჭილ, ერთ დაკომპლექსებულ გოგოდ თვლიდა, რომელსაც გამუდმებით დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. კლერს ის ხუმრობები არ ესმოდა, რომელსაც დიკაპრიო მისი მისამართით სისტემატურად წარმოთქვამდა, ლეოს კი თავს მხრივ პარტნიორის ზედმეტი თავშეუკავებლობა აღიზიანებდა. კოლეგის ასეთმა დამოკიდებულებამ ახალგაზრდა მსახიობის აღშფოთება და უკმაყოფილება გამოიწვია, ამიტომ კლერი ყველანაირად ცდილობდა რომეოსთან პირისპირ მხოლოდ გადასაღებ მოედანზე დარჩენილიყო.


image


საქმე იქამდე მივიდა, რომ როდესაც გადაღებები სრულდებოდა ისინი საუბარს ერთმანეთთან პრაქტიკულად წყვეტდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ ერთად გადაღება კვლავ შესთავაზეს, თუმცა შეთავაზებაზე ორივემ უარი განაცხადა. არც ერთს არ სურდა იმ დისკომფორტისა და დაძაბულობის თავიდან განცდა, რაც მათ ერთმანეთთან მუშაობისას განიცადეს.





რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი


image


ფილმის გადაღების პროცესში რაიან გოსლინგსა და რეიჩელ მაკადამს შორის ურთიერთობა იდეალური არ ყოფილა. ისინი ერთმანეთს გამუდმეით ლანძღავდნენ, ეკამათებოდნენ და საქმეებს ურჩევდნენ. წყვილს იმდენად სძულდა ერთმანეთი, რომ ჩხუბის გარეშე ვერცერთ სცენას ვერ იღებდა, ყოველ ჯერზე, როცა სკანდალი იწყებოდა გადამღები ჯგუფის წევრებს კოლეგების დამშვიდება უწევდათ, რადგან მათ შორის ნამდვილი, ბობოქარი ვნება იღვიძებდა.


image


მეტიც, გოსლინგი ფილმის რეჟისორს ახალი პარტნიორის პოვნას სთხოვდა, თუმცა ვინ იცის, მოგვეცემოდა კი ამ შესანიშნავი, რომანტიკული ფილმის - "უბის წიგნაკის" ხილვის საშუალება, ერთ მშვენიერ დღეს მსახიობებს შორის სიყვარულის ნაპერწკალი რომ არ გაჩენილიყო, თუმცა როგორც ამბობენ, სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. ფილმის დასრულების შემდეგ რეიჩელი და რაიანი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ, თუმცა წყვილი ერთმანეთს საბოლოოდ, მაინც დაშორდა.





პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი


image


სუეიზისა და გრეის მიერ განსახიერებული ეკრანული ვნებები ფილმ "ბინძური ცეკვების" კადრს მიღმაც მძვინვარებდა. საქმე იმაშია, რომ მსახიობები, რომლებიც ფილმში მთავარ როლს ასრულებდნენ, ერთმანეთის ატანა არ ჰქონდათ. ჯენიფერი იმ დროისთვის ძალიან ახალგაზრდა, და პატრიკის აზრით საკმაოდ არაპროფესიონალიც იყო. როგორც ცნობილია, ფრენსის ჰაუსმანის როლის შემსრულებელი, გადამღებ ჯგუფს ერთსა და იმავე სცენის გადაღებას რამდენჯერმე აიძულებდა, ხოლო თუკი ვინმე მის კრიტიკას ოდნავ მაინც შეეცდებოდა, მსახიობი ან ტირილს იწყებდა ან გადასაღები მოედნიდან გარბოდა, მის ამგვარ საქციელს კი მისი პარტნიორი ყოველ ჯერზე წყობიდან გამოჰყავდა.


image


თავის წიგნში პატრიკმა აღნიშნა კიდეც თუ როგორ აღიზიანებდა მას გრეი. მისივე თქმით, ჯენიფერი იმდენად არაპროფესიონალი იყო, რომ გადასაღებ მოედანზე ის თავს ძლივს იკავებდა, ხოლო პარტნიორისთვის შემჩნევის მიცემის შემთხვევაში "ბინძური ცეკვების" ვარსკვლავი ბრაზდებოდა და ტირილს იწყებდა, რაც მსახიობს კიდევ უფრო აღიზიანებდა. ალბათ, წარმოდგენაც კი რთულია როგორი პროფესიონალი უნდა იყო ადამიანი, რომ ოსტატურად გამოხატო სიყვარული იმ პიროვნების მიმართ, რომელიც გულზე დიდად არ გეხატება, და უნდა აღინიშნოს რომ ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმა ეს ხუთიანზე შეძლეს.









0
265
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
265