x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცნობილი სელებრითების ამაზრზენი ჩვევები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ცნობილი სახეები ხშირად უნაკლოდ მოვლილნი ჩანან - ფოტოებიდან შეუძლებელია გავიგოთ ვის როგორი სუნი აქვს ან რამდენად სუფთა აქვს თავი. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავები მართლაც რომ უნაკლოდ გამოიყურებიან, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ბევრი მათგანი ჰიგიენის ელემენტარულ წესებსაც კი არ იცავს. იცოდით, ბრედ პიტი დაბანას სველ ხელსახოცს რომ ამჯობინებს? ან ის თუ იცით "ტრანსფორმერების" ვარსკვლავი საპირფარეშოთი სარგებლობისას ტუალეტს რომ არასდროს წმენდს? დღეს მოგიყვებით ცნობილი ადამიანების ყველაზე ამაზრზენი ჩვევების შესახებ, რომელთა შესახებაც აქამდე შესაძლოა არაფერი იცოდით. გპირდებით, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენს კერპებზე აზრი სამუდამოდ შეგეცვლებათ.




ბრედ პიტი


image


ბრედ პიტი - პატივსაცემი მსახიობი და რეჟისორია, მაგრამ როგორც ჩანს, მას სისუფთავე დიდად არ მოსწონს. ინსაიდერების თქმით, საპნის ნაცვლად პიტი უპირატესობას სველ ხელსახოცებს ანიჭებს. ჰოლივუდში ბევრი ვარსკვლავია, რომლებსაც ბანაობა არ უყვართ, თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა სრულიად გამაოგნებელია.




კამერონ დიასი


image


ეფექტური ქერა ყველას არწმუნებს, რომ სიგარეტის მოწევა ჯერ კიდევ 2003 წელს მიატოვა, მაგრამ სინამდვილეში პაპარაცებმა მსახიობი სიგარეტით ხელში არაერთხელ "გამოიჭირეს". მანქანის საჭესთანაც კი, კამერონი საკუთარ დამოკიდებულებას ვერ ელევა. ამავდროულად, ვარსკვლავს საკმაოდ ეშინია დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების. საქმე იმაშია, რომ ისინი ალუმინს შეიცავენ, რაც დიასის თქმით, უკიდურესად კანცეროგენულია. ოფლი და თამბაქოს საშინელი სუნი ერთმანეთში ერთ "არომატად" ირევა, რაც მსახიობთან მიახლოებას პრაქტიკულად წარმოუდგენელს ხდის.




მეგან მარკლი


image


მეგანი მზად არის ნებისმიერი დადგენილი ნორმის წინააღმდეგ გაილაშქროს. ამბობენ, რომ ჰერცოგინიას გინება განსაკუთრებით უყვარს, ან ვის აქვს უფლება მას ბილწსიტყვაობა აუკრძალოს? ასევე მარკლი დიდი ხანია იკვნეტს ფრჩხილებს, რაც სავარაუდოდ მისი რეაქციაა სტრესზე.



კიმ კარდაშიანი


image


მაკიაჟით ძილი კანისთვის მავნეა - ვინაიდან კოსმეტიკა ხურავს ფორებს და პროვოცირებს აკნეს წარმოქმნას, და ამის შესახებ პირველ რიგში სხვა ვინ თუ არა სილამაზის ბრენდის მფლობელმა უნდა იცოდეს? თუმცა კიმს კანის მოვლის საბაზისო წესები სულ არ აინტერესებს. მას მიაჩნია, რომ მაკიაჟით დაძინება დილის დროს ზოგავს. თან ვარსკვლავის გრაფიკი იმდენად გადატვირთულია, რომ ძილის წინ კანის გაწმენდის დრო მას საერთოდ არ რჩება.




კორტნი კოქსი

image


თუ მონიკა გელერი "მეგობრებიდან" სისუფთავის დიდი მოყვარული გახლდათ, კორტნი კოქსი მისი სრული ანტიპოდია. მსახიობი შხაპს იშვიათად იღებს, შესაძლოა ამით ის გარემოს დახმარებას ცდილობს. მისმა ყოფილმა ქმარმა დევიდ არკეტმა ერთხელ აღიარა, რომ კორტნის სატვირთოს მძღოლის სუნი ასდის.





ოლივია მუნი

image


ოლივია მუნი სტრესს თავისებურად უმკლავდება. მისი საიდუმლო ვიზაჟისტებმა აღმოაჩინეს: როგორც გაირკვა, მსახიობი ნერვიულობის დროს წამწამების და წარბების წვალებას იწყებს. ჩვევის შედეგებს კი შეღებილი წარბები და დასაკრობი წამწამები მალავს.




კეტი პერი


image


კეტი პერი სისუფთავის დიდი მოყვარული გახლავთ. გასტროლების დროს მომღერალს მუდამ თან აქვს ათამდე ახალი კბილის ჯაგრისი და კბილებს დღეში 5-6-ჯერ იხეხავს, რადგან პანიკურად ეშინია კბილებზე შავი ნადების გაჩენის. პოპ-ვარსკვლავი საკუთარი კბილების მდგომარეობით სერიოზულად არის შეპყრობილი - ის არაერთხლ "გამოიჭირეს" სარკეში პირის ღრუს თვალიერებისას.




მეგან ფოქსი

image


მეგან ფოქსს ჭირივით სძულს დალაგება და ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად მიალაგოს სახლი. ამას ჩვევას ნაკლებად ვუწოდებთ - მსახიობმა ის უკვე თავის ცხოვრების წესადაც კი აქცია. ის არ ალაგებს გარდერობს და დროდადრო ტუალეტის ჩარეცხვაც კი ავიწყდება.




ლინდსი ლოჰანი


image


მომხიბვლელი ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი - ცხვირის ქექვის დიდი მოყვარული გახლავთ. სელებრითი საყვარელი საქმიანობის დროს დროს პაპარაცებმა არაერთხელ დააფიქსირეს.




კრისტინა აგილერა


image


კრისტინა აგილერა ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელებს არასოდეს იბანს, კიდევ ერთი მავნე ჩვევა, რომლისგანაც მშობლები ბავშვებს ბავშვობიდან იცავენ, თუმცა მომღერალი ვერ ხვდება რისთვის აკრიტიკებს მას ამის გამო ყველა: "გრემის" ექვსგზის მფლობელი პოპ - დივა ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში რომ რესტორნის საზოგადოებრივი საპირფარეშოდან ხელების დაბანის გარეშე გამოსული პირდაპირ მაგიდისკენ გაემართოს. ამის შემდეგ გარისკავდით მისგან ავტოგრაფის აღებას?










0
395
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
395