სხვა
რატომ არ არის აფრიკელ ქალებში მიღებული გრძელი თმის გაზრდა
2023, 23 მარტი, 17:56
აფრიკაში არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ქალებში გრძელი თმის ტარება მიღებული არ არის. ეს ფენომენი შეიძლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნას, მათ შორის კულტურული, რელიგიური და სოციალურ-ეკონომიკური ასპექტიდაც კი. ბევრ აფრიკულ კულტურაში თმა ადამიანის სიძლიერისა და სულიერი არსის სიმბოლოდ განიხილება, თუმცა ზოგიერთ რეგიონში გრძელი თმა შეიძლება დაკავშირებული იყოს გარკვეულ უარყოფით მახასიათებლებთან, როგორიცაა სიამაყე და ეგოიზმი, ამიტომ ბევრი ქალი მოკლე ვარცხნილობას ირჩევს, რათა ასეთი ცრურწმენები თავიდან აიცილოს.
ქალის ვარცხნილობის სტილზე ასევე რელიგიურმა რწმენამ შეიძლება მოახდინოს გავლენა. მაგალითად, ისლამში ქალებს თმის დაფარვა მოეთხოვებათ, ამიტომ ბევრი თავსაბურავს ატარებს ან თმას შარფით იფარავს.
გარდა ამისა, თმის ვარცხნილობის არჩევაში შესაძლოა როლი სოციალურ -ეკონომიკურმა ფაქტორებმაც შეასრულონ. საიდუმლოს არავისთვის წარმოადენს ის ფაქტი რომ გრძელ თმას მოსავლელად მეტი დრო და ფინანსები სჭირდება, რაც აფრიკის კონტინენტზე საშუალო სტატიკის მქონე ქალს შესაძლო არც ჰქონდეს.
გარდა ამისა, არავის გააუქმებია ასევე მოხერხებულობის ბანალური ფაქტორიც. აფრიკაში თითქმის ყველა ადამიანს დაუმორჩილებელი თმა აქვს, რომელიც "მოურჯულებლად" ითვლება ანუ ძალიან იხვევა, რადგან მისი მთავარი ამოცანა ადამიანის მცხუნვარე მზისგან დაცვაა. ასევე, აფრიკელებს თმა ეზრდებათ არა ქვემოთ, არამედ "ყველა მიმართულებით". ასეთი "ბაბუაწვერას" მოვლა კი დამეთანხმეთ რომ ძალიან ძნელია და თან დიდ ძალისხმევასაც მოითხოვს, ამიტომ როგორც კაცები, ასევე ქალები ძირითადად თმას რაც შეიძლება მოკლედ იჭრიან.
აფრიკაში ბოლო წლებია ტენდენციები თანდათან იცვლება და გრძელი თმის ტარებას სულ უფრო მეტი ქალი ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც ხან სხვადასხვა ვარცხნილობას ატარებენ ხანაც გრძელი თმის ალტერატივად პარიკებს ირჩევენ. ეს კი მოგეხსენებათ რომ გამოწვეულია როგორც სოციალური და კულტურული ნორმების ცვლილებით, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თმის ვარცხნილობის მოდური ტენდენციების გავრცელებით.