x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ჩვენს ბაბუებს - გაუმართლათ! წარსულის წარმოუდგენელი სილამაზის ქალბატონები

image


სილამაზე და ქალურობა - მნიშვნელოვანი თვისებებია, რომლებიც ქალისგან დიდ შრომას მოითხოვს. ბევრი ქალი ცდილობს ყოველთვის ელეგანტურად და მოდურად გამოიყურებოდეს და ამასთან ქალურობაც შეინარჩუნოს. თითოეული ეპოქა ხასიათდება თავისი უნიკალური სტილითა და კულტურით, რომელმაც მოდის, კინოსა და მუსიკის სამყაროში თავისი წარუშლელი კვალი დატოვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ყურადღების ყველაზე საყვარელ ობიექტებად მაინც ყოველთვის ლამაზი ქალები რჩებოდნენ და დღემდე რჩებიან. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდენთ წარსულის მშვენიერი ქალბატონების ფოტოებს, რომლებსაც თვალს ვერ მოწყვეტთ.



სილამაზის კონკურსზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლა


image


1989 წელს საბჭოთა კავშირში სილამაზის პირველი კონკურსი ჩატარდა. საუკეთესო სამეულში მოხვდა ეკატერინა მეშჩერიაკოვა ქალაქ პერმიდან. ფოტოზე გახლავთ ტური, რომელშიც გოგონა ჟიურის წინაშე საკმაოდ თამამი საცურაო კოსტიუმით გამოდის.



საცურაო კოსტიუმები

image


1995 წელს სსრკ-ს ნიჭიერი მოდის დიზაინერების ჩვენებაზე საცურაო კოსტიუმები იქნა წარმოდგენილი, სადაც მონაწილეობას ალექსანდრე ოვჩინიკოვიც იღებდა, რომლის კოლექციაც დანარჩენებისგან ერთმნიშვნელოვნად გამოირჩეოდა.



გაჯეტი ლოყებზე პატარა "ღრმულების" წარმოსაქმნელად


image


1936 წელს იზაბელა გილბერტმა ლოყებზე "ღრმულების" წარმოსაქმნელად სპეციალური მოწყობილობა გამოიგონა. გაჯეტს ზამბარა და ორი პატარა გამონაშვერი ჰქონდა, რომლებიც ლოყებს აწვებოდა, რის შედეგადაც "ღრმულები" წარმოიქმნებოდა.



კონკურსი "რუსეთის მარგალიტი"


image


ფოტოზე გამოსახულია ილმირა შამსუტდინოვა ქალაქ სარატოვიდან. გოგონა 1991 წელს კონკურსის - "რუსეთის მარგალიტის" გამარჯვებულად დასახელდა.




სპაგეტის ჭამის კონკურსი


image


ამ კონკურსში მონაწილეები ერთმანეთს სპაგეტის ყველაზე სწრაფად ჭამაში ეჯიბრებიან. ეს შეჯიბრება ერთი შეხედვით სილამაზის კონკურსს წააგავს, მხოლოდ აქ მონაწილეები არა გარეგნობით, არამედ სწრაფი და ეფექტური ჭამის უნარით ფასდებიან.



ხის საცურაო კოსტიუმები


image


მე-20 საუკუნის შუა ხანებში გაგიკვირდებათ და გოგონები ხის საცურაო კოსტიუმებს ატარებდნენ, რომლებიც სავარაუდოდ საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა, მაგრამ ფოტო კი მართლაც საოცარი გამოვიდა!



პორტატული საუნა


image


დღეს, პორტატული საუნის ანალოგი - მობილური კასრებია, რომლებიც პორტატულთან შედარებით გაცილებით უფრო მოსახერხებელი და კომპაქტურია. მობილური კასრების გამოყენება როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთაც არის შესაძლებელი.



შინამოსამსახურე

image


ეს ფოტო უფრო მამაკაცის ჟურნალებისთვის არის შესაფერისი. თუ წარსულში ცდუნება ასე გამოიყურებოდა, მაშინ საინტერესოა რა რეაქცია ექნებოდათ იმდროინდელ მამაკაცებს ჟურნალ "Maxim"-ისა და "Playboy"-ის თანამედროვე ფოტოების ნახვისას?





"მის ბიკინის" სამართლიანი კონკურსი


image


შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ რომ კონკურსანტებს თავზე ტომრები იმიტომ ჰქონდათ ჩამოცმული რომ ჟიურის წევრებს მათი სახეები არ დაენახათ და კონცენტრირებულები მხოლოდ ფიგურაზე ყოფილიყვნენ. ეს მართლაც კარგი იდეაა!





" Dior"- ის მოდელები სსრკ-ში


image


1956 წელს საბჭოთა კავშირში "Dior"-ის მოდელები ჩავიდნენ. ბევრი ადამიანი ქუჩებში შეიკრიბა, რათა მაღალი მოდის სამყაროს შეხებოდა.




მერლინ მონროს "ორეული"


image


შესაძლოა, ეს გოგონა მერლინ მონროს იმიჯის გამეორებას ცდილობდა, თუმცა ფოტოს განწყობა მეტისმეტად თამამი გამოვიდა.. უცნობ ქალბატონს სავარაუდოდ დაავიწყდა რომ ცნობილ ფოტოზე მსოფლიო ლეგენდას კაბის კალთა ხელით ეჭირა.




"ფლეიბოის" მოდელები


image


ბევრი ქალი ჟურნალ "Playboy"-ში ცნობილ ბაჭიად გახდომაზე ოცნებობდა, ვინაიდან ამ გამოცემის ყველა გოგონა ძალიან მიმზიდველი და პოპულარული იყო. მეტიც, ისინი ფოტოსიებისთვის კარგ ჰონორარს იღებდნენ და მსოფლიოს გარშემო ბევრსაც მოგზაურობდნენ.




0
1008
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1008