x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:135992
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510277
"როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს! "-რა ვიდეოს ავრცელებს ნათია ბერიძე?
imageჟურნალისტი ნათია ბერიძე ერთბაშად რამდენიმე ქალის მიერ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას სოციალური ქსელით პასუხობს და თათია სამხარაძის და შალვა რამიშვილის ერთობლივ ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს:


"ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული როცა თათია სამხარაძის თქმით შალვა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით რომ არ შემავიწროვოსო. როგორი "მსხვერპლიც" ეს თათია სამხარაძეა ისეთი "მსხვერპლების" პარადს ვხედავთ დღეს! ეს კამპანია სხვათა შორის პოსტივის და შალვას წინააღმდეგ თათია სამხარაძის გუშინდელი პოსტით დაიწყო სადაც თავს ისევ მსხვერპლად ასაღებს."-წერს ნათია ბერიძე.


შეგახსენებთ, დღეს ერთბაშად ორმა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.ესენი არიან მაკო ჯაბუა და გვან­ცა ბუ­და­ღაშ­ვი­ლი, მათ გამოეხმაურა თათია სამხარაძეც და ახალგაზრდებს ასე მიმართა:




"ახალგაზრდებო

ყოველჯერზე, როცა შალვა რამიშვილი მოგმართავთ ახალგაზრდებს და ბავშვებს, და ასე ხშირად აკეთებს პოსტ-ტვის ეთერიდან თავის ორ მარიონეტთან ერთად, მინდა გახსოვდეთ რომ ეს არის კაცი, რომელიც სამსახურის შეთავაზებით იტყუებდა ახალგაზრდა გოგოებს ტელევიზიაში, კეტავდა კაბინეტის კარებს და საკუთარი ბინძური ფანტაზიების დაკმაყოფილებას ცდილობდა."



თავად რამიშვილმა უარყო ბრალდება:

"რაო რა დაწერა?როდის იყო ეგ, ახლახან თუ? წარმოდგენა არ მაქვს ვისზე ლაპარაკობთ, 7-8 წლის წინ რა იყო არ ვიცი, თუ აქვს გზა როგორ მოიქცეს, მე რატომ მაწუხებთ ეგეთ სისულელეზე?არ ვიცი, არ ვიცნობ, უარვყოფ, ან აქამდე სად იყავი-თქო...ეხლა პროფესიად იქცა ჩემი მსხვერპლობა, ხომ არის გზა, ენჯეო თუ Черт его знает, ეგრე დაწერეთ რუსულად".

0
749
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0