x
image
მარიამმ პაიჭაძე
„აი, ამიტომ ჩავიდა ამხანაგი სი პუტინთან" - რას წერს გიორგი გიგაური ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტზე

გიორგი გიგაური


ჟურნალისტი გიორგი გიგაური ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩინეთი პუტინის გადასარჩენად კი არა, პუტინის მიერ დასაშლელად განწირული რუსული ურდოს მსუყე ნაჭრების დასათრევად ვირეშმაკობს!


როგორ ხარობენ და როგორი სიხარულის ყიჟინა აქვთ პუტლერასტ შადიმანებს, აი, ჩინეთმა ფეხზე დაიკიდა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის საერთაშორისო დამნაშავედ გამოცხადებაო და მოსკოვში ჩავიდა სი ძინ-პინიო!



ჯერ ერთი, თუ სამშობლოს გამყიდველი იუდა არა ხარ, რატომ გულშემატკივრობ ქართველთა სისხლით ვერგამძღარ ამ პათოლოგ პუტინს და მის ბარბაროსულ ურდოს - საქართველოს ისტორიულ და უპირობო ჯალათს?!


მეორეც, ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერი უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომლითაც პუტინი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩაირეცხა და მეტიც, ეს მაშველი რგოლია მისი გარემოცვისთვის, თუ რუსეთისა და პირადად საკუთარი თავის გადარჩენა გსურთ, თქვენ თვითონ მოაშთეთ ეგ ჯოჯოო!


და ბოლოს, როგორი უწიგნური და პოლიტიკურად უმეცარი უნდა იყო, ვერ ხვდებოდე:


ჩინეთის ლიდერის ვიზიტი მოსკოვში - ეს იყო ხორცის გამყიდველის ჩასვლა ღორის ფერმაში, საუკეთესო საქონლის დასაპატრონებლად!


ჩინეთი იქცევა იმ მევახშესავით, რომელიც ბანკში ჩადებული სახლის პატრონთან მიდის, რომ განწირულისაგან მისი ქონება იაფად ჩაიგდოს ხელში!


ჩინეთმა იცის, რომ რუსეთი განწირულია და პუტინი თავისივე ქვეყნის მესაფლავეა!


ამიტომ, სანამ საქმე მოსწრებაზეა, ჩინეთი ამ გაფარჩაკებულ პუტინს უფრო მეტ და მეტ პოზიციებს დაათმობინებს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ოც მილიონამდე ჩინელია ჩასახლებული და იქ, პრაქტულად, უკვე, ჩინურული ფინანსურ-ეკონომიკური დომინაციაა!


სულ რაღაც ოციოდე წლის შემდეგ, ურალს იქით, უფრო მეტი ჩინელი იცხოვრებს, ვიდრე გარდაუვალი დემოგრაფიული სიკვდილის პროცესში მყოფი რუსი ერის წარმომადგენელი და ჩინეთი ამ ტერიტორიის საბოლოო კოლონიზაციისთვის იღვწის!


აი, ამიტომ ჩავიდა ამხანაგი სი ჩმორ პუტინთან...


თუმცა, ჩინეთი რომ ამერიკა-ევროპასთან ღია დაპირისპირებას ვერ შეძლებს და დასავლეთთან მისი სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის თანაფარდობა ერთი ათის წინააღმდეგაა და ეს თანაფარდობა კიდევ დიდხანს არ შეიცვლება, ეს კიდევ, სხვა, ცალკე საუბრის თემაა!


მხოლოდ ერთ ნიუანსს შეგახსენებთ:
ბევრი პუტლერასტი რომ ხარობდა, ავღანელმა თალიბებმა ამერიკა გააბუნძულესო, გაიხსენეთ, როგორ დაუტოვა ამერიკამ მილიარდობით დოლარის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა თალიბებს, როდესაც ავღანეთიდან ევაკუაციას თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და თავისუფლად შეეძლოთ, ეს ყველაფერი გამოეტანათ ანდა, საერთოდ, აეფეთქებინათ და გაენადურებინათ!


ვინც არ იცის, ავღანეთი ჩინეთს ესაზღვრება - იმ ჩინეთს, სადაც ათობით მილიონი ჩინეთის მოძულე და ჩინეთის მიერ რეპრესირებული, ჩაგრული მუსლიმი უიგური ცხოვრობს და ნელი მოქმედების ნაღმია ჩინეთის ასაფეთქებლად...


/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/", - წერს გიორგი გიგაური.


გიორგი გიგაური სქრინ






0
362
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0