x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ცნობილი ქართველი ქალები, რომლებმაც უცხოელ მამაკაცებზე იქორწინეს

გაგაცნობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც მეუღლეებად უცხოელი მამაკაცები აირჩიეს.

ქეთა თოფურია - ქეთა თოფურია 2005 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. ამიტომ ალბათ მისი უცხოელთან ქორწინებაც არავის გაკვირვებია. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული და მასთან 1 შვილი ჰყავს. ამჟამად დაქორწინებულია რუს-ბელორუს ბიზნესმენ ლენ დენგოვზე, რომელთანაც ასევე 1 საერთო შვილი ჰყავს.

image

თაკო გაჩეჩილაძე - მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ვენაში ცხოვრობს და ორი შვილი ჰყავთ.

image

ნუკი კოშკელიშვილი - ის დაქორწინებულია ამერიკელ ექიმზე ბენ ჩეიმზე. ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, მოგვიანებით ნუკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს უკვე შვილიც ჰყავთ.

image

ქეთი მელუა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2012 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ ყოფილ მოტომრბოლელ და ამჟამად მომღერალსა და მუსიკოს James Toseland-ს, რომელსაც 2019 წელს დაშორდა. მისი ახალი რჩეულიც ასევე ბრიტანელია, რომელთანაც უკვე შვილიც ჰყავს.

ნინო მაჩაიძე - ცნობილი ქართველი სოპრანო ცხოვრობს და მოღვაწეობს მილანში. დაქორწინებულია ბარიტონ Guido Loconsolo-ზე.

image

3
655
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
655
  
2023, 6 აპრილი, 21:57
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 5 აპრილი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 4 აპრილი, 23:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3