საზოგადოება
"ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების!!” - რას წერს კესარია აბრამიძე
2023, 18 მარტი, 22:49
ცნობილი ტრანსგენდერი მოდელი კესარია აბრამიძე, რომელიც დიდ დოღომში მოკლული 12 წლის მოზარდის დედის მეგობარია სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"რა მაკარონი და რა ჩიფსი, ახლა მოვდივარ სამძიმრიდან
ხალხნო ნუ გჯერათ ამ პრიმიტიული სისულელეების!!
ბავშვზე იყო ძალადობის მცდელობა, საქანელიდან სიბნელეში რატომ წავიდოდა თუ ცუდად გახდა?!!
სავარაუდოდ, მოძალადემ ცადა ძალადობა და გაიქცა, ბავშვს ქონდა გეტრი გადახეული მუხლებზე, ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც მხოლოდ ძალადობაზე მიანიშნებს.
შიშის ნიადაგზე, ბავშვს დაემართა პირღებინება, რამაც გამოიწვია გაგუდვა.
ხოლო მოძალადე გაიქცა!!!
P.s. ეს არის გარდაცვლილი ბავშვის დედის (ჩემი მეგობრის) ვერსია. დიდი იმედია, გამოძიება უფრო ზუსტად დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს .
ამ ეტაპზე ეს არის ყველაზე რეალური ვერსია ."- ვკითხულობთ კესარია აბრამიძის ფეისბუქპოსტში.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, დიდ დიღომში, კერძოდ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან საღამოს 12 წლის გოგონა დაიკარგა, რომელიც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს მოზარდი პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში, საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
ცნობისთვის, საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა საგამოძიებო უწყება ახლა კიდევ ერთ ვერსიაზე - სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეულ ასფიქსიაზე მუშაობს.