x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
როგორ იგლოვა ხვიჩა კვარაცხელიას ბებიამ "ბენფიკას" ფეხბურთელი
image

როგორც ცნობილია მწერალი გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნს წერს და შესაბამისად ფეხბურთელზე და მის ოჯახზე საინტერესო ცნობებს და ისტორიებს აგროვებს, ამჯერად კეკელიძე ხვიჩას ბებიაზე გვიყვება საინტერესო ამბავს:




"ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური - ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ. როცა პორტუგალიური ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს. ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგანცდის."



შეგახსენებთ, 2004 წლის 25 იანვარს გიმარაეში "ვიტორიასთან"გამართული მატჩის დროს 59-ე წუთზე "ბენფიკას" უნგრელი ფეხბურთელი მიკლოშ ფეჰერი მოედანზე უეცრად დაეცა, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.



მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად, 29 ნომერი მაისური ხმარებიდან ამოიღეს, ხოლო ლისაბონში "ეშტადიო დე ლუშეს" სტადიონზე ფეხბურთელის ბრინჯაოს ძეგლი დადგეს.

image


6
334
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
334
  
2023, 14 აპრილი, 23:09
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 5 აპრილი, 22:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 31 მარტი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 23 მარტი, 22:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6