x
image
მარიამმ პაიჭაძე
„მიკვირს, ამ ერთუჯრედიან ცრუ აჟიოტაჟზე ვინმე რომ „ბოლდება" - რას წერს ამირან სალუქვაძე
ამირან სალუქვაძე ვლადიმერ პუტინი


ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გლავკანალზე ერთი ამბავია, ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა და ხელისუფლებას განცხადება არ გაუკეთებიაო.


ხაბემ საუკუნის ანეკდოტი მოხია: ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი იმიტომ გასცა, რომ ივანიშვილს გზავნილი გაუგზავნესო.



გგონიათ, არ იციან სისულელეს რომ ამბობენ?! მაგრამ ასეთი წიოკით აბოლებენ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ასეთ თემაზე ბრიფინგი უნდა ჩატარდეს.


გყშინ ყველა ტელევიზიამ გააშუქა. სხვას რას ელით?!


ამ მთავრობამ, სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ჰააგაში რომ უჩივლა, იქნებ მიაწოდოთ ინფო თქვენი დაბალრეიტინგიანი ტელევიზიებიდანაც?!


აგვისტოს ომის შემდეგ პუტინისთვის სასურველ #1633 რეზოლუციას კენჭი რომ უყარეთ და დღემდე კბილებით იცავთ, თუ მაგარი რეზოლუცია იყო, რატომ არ მოაწყვეთ ბრიფინგი იმავე დღესვე და რატომ დაუმალეთ ხალხს?


მიკვირს, ამ ერთუჯრედიან ცრუ აჟიოტაჟზე ვინმე რომ „ბოლდება", - წერს სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი






0
245
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0