x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
„გარდაუვალია საომარი მოქმედებების გამწვავება! ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ საქართველო და მოლდოვა დგას!" - რას წერს სანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე


ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. აღნიშნულ ფაქტს „ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჰააგის ტრიბუნალის მიერ ვლადიმირ პუტინზე დაპატიმრების სანქციის გაცემის შემდეგ გარდაუვალია საომარი მოქმედებების განვრცობა და გამწვავება!


მსოფლიოში არავის სჯერა (ქართველი ლიბერალების და ნაცების გარდა), რომ ეს რეალური სასჯელია და არავინაა ისეთი გულუბრყვილო, დაიჯეროს, რომ პუტინს ვინმე დააპატიმრებს. თუმცა, ეს აქტი, აუცილებლად, კიდევ უფრო გაამწვავებს პოლიტიკურ და სამხედრო ვითარებას!



ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ საქართველო და მოლდოვა დგას!


საფრთხე იმაზე ბევრად რეალურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს!


დიდი ალბათობით, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, სააკაშვილის და სხვა ე.წ. ლიდერების მიერ უცილობლად განხორციელდება პროვოკაციების სერია - რაც გამოიწვევს რუსეთის მიერ ახალი ოკუპაციის განვრცობას!


ღმერთმა ნუ ქნას და თუ ეს ასე მოხდა (ამის ალბათობა ძალზედ დიდია) - ერთი ის ხალხი არ მინახავს ფრონტის წინა ხაზზე (გინდა ძველგაზრდა და გინდაც ახალგაზრდა), სანგრებში, ავტომატით ხელში, რომლებიც იძახიან „სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო" და საკუთარი ხელით დავაჭედებ ტყვიას!


ამ უმძიმეს ჟამს ყველა პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, მოქალაქის ერთადერთი - უმთავრესი ამოცანა უნდა გახდეს - საომარი მოქმედებები ავაცილოთ ჩვენს დალოცვილ სამშობლოს", - წერს სანდრო ბრეგაძე.


სანდრო ბრეგაძე სქრინი





0
190
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0