სხვა "მოვიდა, მიიღო თავისი და წავიდა": ძველი რომის კურტიზანების და მონების რეალური ცხოვრება, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ! 2023, 17 მარტი, 15:34 ძველ რომში კურტიზანების ცხოვრების შესახებ ბევრმა მხოლოდ ჰოლივუდური ფილმებიდან იცის, სადაც ისინი ფუფუნებითა და ათლეტური აღნაგობის მამაკაცებით გარშემორტყმული მიმზიდველ ქალებად არიან წარმოჩენილი, სინამდვილეში ეს რომანტიკული კადრები სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ასე მხოლოდ უძველესი პროფესიის რჩეული წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. უბრალო კურტიზანების უმეტესობას არსებობა ჯურღმულებში, სუტენიორების მეთვალყურეობის ქვეშ უწევდათ. ასეთ მივარდნილ ადგილებში როგორც წესი, ყველაზე დაბალი რანგის ქალები ცხოვრობდნენ.მათ არსებობა ბინძურ და ჩახუთულ ოთახებში უწევდათ, სადაც საშინელი სუნი იდგა და კედლებზეც უხამსი სურათები იყო გაკრული. ზოგჯერ ამ ადგილებში სუნი იმდენად ძლიერი იყო, რომ კლიენტებს ბორდელში სტუმრობის შემდეგ ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ავიწყდებოდათ. სუტენიორები აკონტროლებდნენ ყველაფერს, მათ შორის კლიენტთა განრიგსაც.როგორც კი ერთი კლიენტი მიდიოდა, მის ადგილს მაშინვე მომდევნო იკავებდა და ასე ხდებოდა მანამ, სანამ გოგონა მიმზიდველობას არ დაკარგავდა, რაც ყველაზე ხშირად ასაკის გამო ხდებოდა. ამასთან, თავად რომაელები მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს "ბინძურად" თვლიდნენ, რომლებიც მათი აზრით, მათ ყურადღებას არ იმსახურებდნენ, თუმცა ცნობილი და მდიდარი ადამიანები მათ აფასებდნენ.სწორედ ამ მიზეზით, პატივცემული მამაკაცები ხანდახან თავიანთ მოზარდ ვაჟებს "ღამის პეპლებთან" თავადვე უშვებდნენ. ამგვარად, ისინი საკუთარ შვილებს ღირსეული ქალების პატივისცემას ასწავლიდნენ, კურტიზანებით კი მხოლოდ სარგებლობას. ისინი თვლიდნენ რომ ასეთი საქციელით თავიანთი მეუღლეების პატივს და ღირსებას იცავდნენ, რასაც საროსკიპოდან გამოსულები ერთმანეთს ულოცავდნენ კიდეც. დაქორწინებულ მამაკაცებს მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მონახულება ასევე არ ეკრძალებოდათ, რადგან ეს "ქორწინებას აჯანსაღებდა". ამრიგად, კურტიზანების საქმიანობა საზოგადოების ცხოვრებაზე სასარგებლო გავლენას ახდენდა, თუმცა პირადად მათზე არა.მეძავები ასეთ ცუდ გზას თავად იშვიათად ირჩევდნენ. როგორც წესი, ყველაზე ხშირად ისინი ამ საქმიანობას ან მონობის ან სიღარიბის გამო ირჩევდნენ. რომის ღარიბ უბნებში ზოგჯერ ქმრები საკუთარ ცოლებს სახსრების ნაკლებობის გამო მამაკაცებს თავადვე სთავაზობდნენ. თავად კოპულაციის აქტი საკმაოდ პრიმიტიული იყო და არანაირ მომზადებას არ გულისხმობდა, ითვლებოდა რომ კაცები ბორდელებში უნდა მისულიყვნენ, თავისი მიეღოთ და მალევე წასულიყვნენ.კურტიზანებს შორის ასევე სოციალური სტრატიფიკაციაც არსებობდა: ელიტურ ფენას მოვლილი ქალები წარმოადგენდნენ. მათ დახვეწილი მანერები ჰქონდათ, ძვირადღირებულ სუნამოებს იყენებდნენ და ზოგჯერ ურთიერთობაში მუდმივ პარტნიორებთანაც იყვნენ, თუმცა ასეთი ქალები უმცირესობაში იყვნენ. "სიყვარულის ქურუმების" უმეტესობა ღარიბი იყო, ისინი მუდამ მკვეთრად შეღებილები და მყვირალა ფერის სამოსში იყვნენ გამოწყობილები, რათა პატივცემულ ადამიანებს ისინი წესიერ ქალბატონებში არ არეოდათ.419 შეფასება არ არის |