x
მეტი
  • 27.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
ადამიანი წინა ცხოვრებიდან - არის თუ არა თქვენი საყვარელი ადამიანი თქვენი კარმული მეწყვილე?

image

კარმული კანონების მიხედვით ქვეცნობიერში წინა ცხოვრებების გამოცდილება გვაქვს, სულსაც აქვს ტრავმული მეხსიერება და ერთმანეთსაც დაუმთავრებელი საქმეების დასამთავრებლად, ვალების გასასტუმრებლად ვხვდებით. ნებისმიერი ურთიერთობის მიზანი წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებაა.


კარმული ურთიერთობა შეიძლება იყოს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საქმიან პარტნიორებსა და შეყვარებულებს შორის.


სასიყვარულო ურთიერთობა კარმულია თუ შემდეგი ნიშნები ახასიათებს:


"მე მას ვიცნობ" - შეგრძნება პირველივე ნახვისას. თითქოს სადღაც უკვე გაიცანით, თითქოს მასთან ადრე დაიწყეთ ურთიერთობა (ეს ასეცაა, თქვენ მას წინა ცხოვრებაში იცნობდით და საკმაოდ ახლოსაც)!



ძლიერი მიზიდულობა, რომელიც მიჯაჭვულობად იქცევა - პირველი ნახვიდან მასზე ფიქრს ვერ იშორებ. დღითიდღე იზრდება მის გვერდით ყოფნის აუცილებლობა. მის გარეშე ყოფნა იწვევს ემოციურ არასტაბილურობას, დაძაბულობას. თუ ურთიერთობა ჩიხში შედის, ვერ ახერხებთ მის მიტოვებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ტკივილს გაყენებთ.


მოულედნელობა - შეხვედრა დაუგეგმავია, უცნაურ ადგილას ან შეუფერებ დროს. ვიღაც თითქოს კარების შემონგრევით შემოვიდა თქვენს ცხოვრებაში.


არასტაბილური გარემო - წყვილის ცხოვრებაში იწყება ემოციების ზღვა. ჩხუბი, ბრაზი, ცრემლი, განშორება, შერიგება, შემდეგ ისევ განშორება და ასე შემდეგ. ასევე, ხშირია სასიყვარულო სამკუთხედი.


ასაკობრივი განსხვავება - ხშირად ამ ადამიანებს შორის ასაკობრივი სხვაობა 8-10 წელს და მეტს შეადგენს.


გაშვება არ შეიგიძლიათ - მიუხედავად უამრავი უთანხმოებისა თუ ტკივილისა, მასთან დაშორება და უარის თქმა არ შეგიძლიათ.



4
414
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
414
  
2023, 25 მარტი, 22:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 21 მარტი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 18 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 მარტი, 22:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4