x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134741
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509081
ცნობილი მსახიობები, რომლებიც თამამ სცენებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ

image
მსახიობის პროფესია მარტივი სულაც არაა, ყველას აქვს რაღაც საკუთარი საზღვრები, რომლებსაც არ სცდებიან, ცნობილ მსახიობებს, რომლებიც უკვე აღიარებული არიან ჰოლივდში, აქვთ იმის პრივილეგია, რომ პროექტები თავად აირჩიონ, დათანხმდნენ თამამ სცენებში მონაწილეობაზე ან დუბლიორი მოითხოვონ. წარმოგიდგენთ ცნობილ ვარსკვლავებს, რომლებიც მსგავს სცენებში გამოჩენაზე უარს აცხადებენ:

1. მეგან ფოქსი

მსახიობი უარს ამბობს თამამ სცენებზე შვილების გამო. ”მე ვკითხულობდი რამდენიმე კარგი პროექტის სცენარს ნიჭიერ ადამიანებთან, ნიჭიერ რეჟისორებთან ერთად, მაგრამ ის, რაც ქალებს უნდა გაეკეთებინათ ამ ფილმებში, არის ის, რაც არ მინდა ვანახო ჩემს შვილებს.” ამ მიზეზით, HBO-ს ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობაზე, სადაც მეძავის როლი უნდა ეთამაშა უარი თქვა.: „ეს არის დამამცირებელი რამ ქალისთვის, რომელიც თამაშობს"image

2. სამუელ ლ. ჯეკსონი

მსახიობი 150 - ზე მეტ ფილმშია გადაღებული და თამამი სცენები არ აქვს. ერთ-ერთ გადაცემაში იხუმრა კიდეც, რომ სასქესო ორგანოს დუბლიორის გამოყენება მოითხოვა ერთ ფილმში.image

3. პენ ბედჯლი

სერიალ “შენ"-ის მსახიობი პროექტში თამამი სცენების მაქსიმალურად შემცირებას მოითხოვს ოჯახის გამო. მსახიობმა განმარტა, რომ მას სურდა "[მისი პერსონაჟის] სექსუალური სურვილი 100-დან ნულამდე გადასულიყო", მაგრამ მზად იყო კომპრომისზე წასულიყო სცენარისტებთან. “ ჩემი ურთიერთობები, მათ შორის ჩემი ქორწინება მნიშვნელოვანია, საქმე იქამდე მივიდა, რომ ამის გაკეთება აღარ მინდა“. მან ასევე დაამატა, რომ სერიალის ბუნებიდან გამომდინარე, ესმოდა, რომ ინტიმური სცენების სრული არარსებობა შეუძლებელი იყო. „ამ კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ვიცი რაც გავაკეთე. ამ ასპექტის ამოღება შეუძლებელია კონცეფციის დნმ-დან, ამიტომ ჩემი თხოვნა იყო მათთან: "რამდენად შეგიძლიათ ასეთი სცენების შემცირება?". თუმცა, მსახიობს პროდიუსერებისგან არანაირი წინააღმდეგობა არ მიუღია.
image

4. კირა ნაითლი

2015 წელს მსახიობი დედა გახდა და მას შემდეგ უარს ამბობს მამაკაცი რეჟისორების ფილმებში თამამ სცენებში მონაწილეობაზე. მან განმარტა: ”მე არ მაქვს აბსოლუტური აკრძალვა, მაგრამ მამაკაცებისთვის ეს არის. ეს ნაწილობრივ განპირობებულია სიამაყით, ნაწილობრივ კი "მამაკაცის ხედვით". მან დაამატა, რომ ესმის, რომ სექსი ხანდახან მართავს სიუჟეტს, მაგრამ უფრო კომფორტულად იქნებოდა თუ დუბლიორი ითამაშებდა ამ სცენებში". „გამოიყენეთ სხვა. ზედმეტად ამაყი ვარ და ამ სხეულმა ორი შვილი გააჩინა, უბრალოდ არ მინდა შიშველი დავდგე კაცების წინაშე“.image

5. ნილ მაკდონაფი

ნილ მაკდონაფი ცოლის გარდა ვინმეს კოცნაზე უარს ამბობს და ამიტომ თამამ სცენებში მონაწილეობას არ იღებს. ამის გამო მსახიობმა სერიალ „scoundrels“-ში როლიც კი დაკარგა. „საშინელი სიტუაცია იყო ჩემთვის. ამის შემდეგ ვერ ვშოულობდი სამსახურს, რადგან ყველა ფიქრობდა, რომ რელიგიური ფანატიკოსი ვიყავი, განუცხადა ნილმა Closer Weekly-ს. - მე ძალიან რელიგიური ვარ. პირველ რიგში ღმერთს და ოჯახს ვაყენებ, მეორეზე კი საკუთარ თავს. ამით ვცხოვრობ. რამდენიმე წელი რთული იყო. შემდეგ გრეჰემ იოსტმა დამირეკა და მითხრა: „ჰეი, მე მინდა, რომ ცუდ ბიჭს ითამაშო სერიალში “სამართლიანობა"“. ვიცოდი, რომ ეს იყო ტიტულის დაბრუნების შანსი."image

6. რებელ უილსონი

მსახიობი სპეციალურად ამატებს თავის კონტრაქტებში მკაცრ პუნქტს სიშიშვლის შესახებ. რებელმა განუცხადა Marie Claire UK-ს, რომ “ძმები გრიმბსები"-ს პროდიუსერებს სურდათ, რომ იგი სრულიად შიშველი ყოფილიყო. მსახიობს კონტრაქტში ამის აკრძალვა ჰქონდა, ამიტომ დუბლიორი მოიყვანეს.image

7. ანა კენდრიკი

მან The Telegraph-თან ინტერვიუში თქვა: ”მე ამას არ გავაკეთებ... არ ვაკრიტიკებ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებენ [შიშვლდებიან პროექტში], მაგრამ ვაპირებ გავაგრძელო ის, რასაც ვაკეთებ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება."image

8. ჯულია რობერტსი

როდესაც მსახიობს ჰკითხეს, რას ფიქრობდა თამამ სცენებზე, უპასუხა: “იცით, მე ნამდვილად არ ვაკეთებ მსგავს რამეს, ასე რომ, თუ მთხოვთ ამის გაკეთებას, მაშინ მოემზადეთ სცენის „დამრბილებისთვის“. სამი შვილის დედა ვარ, ჩემი დამოკიდებულება ასეთია“.image

9. სარა ჯესიკა პარკერი

მსახიობი უარს ამბობს თამამ სცენებზე და ერთადერთია “სექსი დიდ ქალაქში"-ს მსახიობებიდან, შოუში შიშველი არ გამოჩენილა. ”მე აბსოლუტურად არ განვსჯი მათ, ვინც ამას ირჩევს. ვფიქრობ, გასაოცარია, რომ ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ და მონაწილეობენ ასეთ სცენებში. ეს არ არის ჩემი პრინციპული პოზიცია, არც რელიგიური თუ იდეოლოგიური“.image

10. ჯესიკა ალბა

მსახიობს ასევე აქვს სპეციალური პუნქტი კონტრაქტში სიშიშვლის შესახებ, რადგან არ სურს ოჯახმა მსგავს სცენაში იხილოს. „არ მინდა ბებია-ბაბუამ დაინახოს ჩემი მკერდი. Სულ ეს არის. შობა უხერხული იქნებოდა. და, გულწრფელად რომ გითხრათ, თუ გადავხედავთ ფილმებს, რომლებშიც მე ვმონაწილეობდი, ყველას დახვეწილი სცენა აქვს".image

11. ბლეიკ ლაივლი

მსახიობის თქმით, სიშიშვლე ფილმში მეტ ყურადღებას იპყრობს და ამიტომ ცდილობს, მსგავსი სცენები თავიდან აირიდოს. „როცა ფილმებში სიშიშვლეს ვხედავ, ყოველთვის მაფანტავს ყურადღებას. ვიცი, რომ როდესაც სცენას ვუყურებ და ვიღაცას მკერდი უჩანს, ესაა ყველაფერი რასაც ვუყურებ, თავს ვერაფერს ვუხერხებ".image












1
511
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
511
  
2023, 18 მარტი, 22:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1