x
image
მარიამმ პაიჭაძე
„პარტია, რომელიც ქვეყნის წარსულს ვერ იაზრებს... ამორალურია 9 აპრილს პოლიტიკური აქცია"- რას წერს ამირან სალუქვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე"
ამირან სალუქვაძე



„ნაციონალური მოძრაობა" 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციას აანონსებს. აღნიშნულ ფაქტს ექპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ხაბეიშვილმა 9 აპრილს დააანონსა აქცია. 26 მაისს დაგენიშნათ, მთელი თბილისი რუსთაველზე იქნება?!


ბევრი იმსჯელეს, ალბათ, რომელი დღე ავარჩიოთ, მეტი ადამიანი რომ მოვიდესო. გოცირიძეს 31 მარტის იდეაც ჰქონდა. თავი ისევ ნაცმოძრაობაში ჰგონია.



ხან 7 ნოემბერს ატარებენ აქციას, ხან სანდრო გირგვლიანის დაბადების დღეს, ახლა 9 აპრილს...


პარტია, რომელიც ვერც ქვეყნის წარსულს იაზრებს, ვერც საკუთარი პარტიისას, ევროპელობას ან ევროპულობას იბრალებს.


7 ნოემბერს, ან გირგვლიანის დაბადების ან გარდაცვალების დღეს, ნაცმოძრაობა აქციას რომ არ უნდა ატარებდეს, ახსნა სჭირდება? თუმცა, ახლა ასეთი მიდგომა აქვთ: არც ერთი მომხდარა, არც მეორე.


9 აპრილი რომ მთელი ერის დღეა და აქციებით კი არა, მემორიალთან დუმილით და ერთად დგომით უნდა აღვნიშნოთ, თურმე ამასაც ახსნა სჭირდება. ამორალურია ამ დღეს პოლიტიკური აქცია.


ის რომ 9 აპრილს ბზობაა, ასევე საქართველოში მცხოვრები სომხები აღდგომას აღნიშნავენ, ეს ცალკე თემაა. 10 აპრილს ვერ „აიძულებდნენ" 12 პუნქტის შესრულებას?!


რაც შეეხება განცხადებას, 12 პუნქტის შესრულებას ვაიძულებთო, ზუსტად მისი შესრულების საბოტაჟის გაგრძელებაა. თავიდანვე საბოტაჟით იყო ოპოზიცია დაკავებული, რადგან ყველაფერს აკეთებდნენ და გააკეთებენ სტატუსის მიღების ჩასაგდებად.


ასე რომ არ იყოს, ოპოზიციისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა რომ იდგეს, მაშინ სხვა განცხადებებს გააკეთებდნენ აქაც და ბრიუსელშიც.


P.S. კომენტარი დამიწერეს, 9 აპრილი დამოუკიდებლობის აქტის მიღების დღეაო. ვიცი. რას ცვლის ამ პოსტში? ანუ, შეიძლება საპროტესტო აქციების მოწყობა ამ დღეს?" - წერს ამირან სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე სქრინი




0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0