კაბები მონიკა ბელუჩის 15 შავი კაბა, ანუ ვნება იტალიურად 2023, 17 მარტი, 13:47 მონიკა ბელუჩის ჩაცმის სტილი, ტყუილად არ ასოცირდება შავ კაბებთან. მსახიობს ძალიან ბევრი, სხვადასხვა სტილის შავი კაბა აქვს: დაწყებული კლასიკური კაბა–ფუტლარიდან – მაცდუნებელი დეკოლტეთი დამთავრებული. როგორც ჩანს, იტალიელმა მსახიობმა დიდი კოკო შანელის სიტყვები სახელმძღვანელოდ მიიღო და გარდერობი მხოლოდ პატარა შავი კაბით არ შეავსო. მონიკა ბელუჩის არსენალში არის, ატლასის, გამჭვირვალე, შიფონის და ნაქსოვი კაბებიც კი. შავი კაბები იტალიელი მსახიობისთვის სავიზიტო ბარათად იქცა. ზუსტად ისე, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, სქელი პლატფორმები, პატარა ჩანთა და ყოველთვის დაფარული მუხლები. მონიკა ბელუჩმა იცის კაბის ტარება, თუნდ ის საღამოს გრძელი კაბა იყოს და თუნდაც, ყოველდღიური – კაბა–ფუტლარი. აღსანიშნავია, რომ იტალიური კინოს კერპი თამამად ატარებს ექსპერიმენტებს როგორც სტილზე, ისე ქსოვილის ტექსტურაზე და ამავდროულად, შავი ფერის ერთგული რჩება. წარმოუდგენელია, მაგრამ მსახიობი ერთნაირად თანამედროვედ გამოიყურება, როგორც რეტრო სტილის კვადრატულ დეკოლტეიან სამოსში, ისე ბურთულებიან კაბაში. პრესა ხშირად ახდენს მონიკა ბელუჩის გამონათქვამის ციტირებას, ქალის მიმზიდველობის შესახებ: არხის სხვა სიახლეები:* მეგალითური ნაგებობები, ცივილიზაციის კატეგორიები და ჩვენი ადგილი რეიტინგში, განვითარების დონის მიხედვით* რას ნანობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ალბერტ აინშტაინი?* დედამიწაზე ჩვენამდე გოლიათები ცხოვრობდნენ* ერთხელ ღმერთებმა გართობა გადაწყვიტეს... რა წაგვართვეს და სად დამალეს?* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?* 12 ფოტო-ფაქტი: ვარსკვლავები რეალობაში და ჟურნალის ყდებზე* ყველაზე სახიფათო ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში637 2-ს მოსწონს
|