საქართველო "როდესმე ერთხელ მაინც თუ გინახავთ "რუსეთის მონების" მიტინგზე რუსული დროშა?" -ბაკურ სვანიძე 2023, 15 მარტი, 17:25 ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გუშინ "კონსერვატიული მოძრობის" მიერ გამართულ აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს: "ალტ -ინფოს" მხარდამჭერი რომ არ ვარ, არაერთხელღიად დამიფიქსირებია! (ზოგადად რადიკალობა არ მომწონს და იმიტომ) მაგრამ ერთ რამეზე მინდა თქვენიყურადღება გავამახვილო - როგორც წესი, პოზიციონირება
ასეთია "დასავლეთის" მომხრეები სპეკულირებენ მუდამ "თავისუფლებით " და "მონობასთან" ბრძოლით, ხოლო "რუსეთუმეებს" მონებს ეძახიან... აბა, დააკვირდით "მედასავლეთეების" მიტინგებზე აუცილებლად ფრიალებს ამერიკის, ზოგჯერ კი სულაც თურქეთის დროშები... როდესმე ერთხელ
მაინც თუ გინახავთ "რუსეთის მონების" მიტინგზე რუსული დროშა? მე არც ერთხელ არ დამინახავს და თუ ვცდები, დამიდეთ შესაბამისი ფოტო!
ჩემთვის ეს რაღაცეებზე მეტყველებს, თქვენთვის?"-წერს ბაკურ სვანიძე. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის წინ, პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიამ დ ამათმა მხარდამჭერებმა გამართეს აქცია, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დაწვეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
აქციაზე რამდენიმე სასულიერო პირიც იმყოფებოდა, რაც გააპროტესტა საპატრიარქომ.
"14 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს... საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა."-ნათქვამია განცხადებაში.
104 2-ს მოსწონს
|