კომპანია Samsung საკუთარი სოციალური ქსელის შექმნას გეგმავს. აღნიშნული სოციალური ქსელი Facebook-ის მსგავსი იქნება, მაგრამ შედარებით მრავალფეროვან ფუნქციებსაც შეიძენს.
თავდაპირველად ეს სიახლე ხელმისაწვდომი მხოლოდ მათთვის იქნება, ვინც Samsung-ის ტექნიკას ფლობს, ხოლო მოგვიანებით მისი მოხმარება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
კომპანიას უკვე აქვს Family Story, რომელიც ერთი ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს სასურველი ინფრომაცია ერთმანეთში უსასყიდლოდ გაცვალონ.
კომპანიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალი სოციალური ქსელი სერიოზულ კონკურენციას გაუწევს Facebook-ს და გამოჩენიდან უმოკლეს დროში ლიდერობასაც მოიპოვებს.