სხვა საეჭვო ჰიგიენა და "გაყიდული" ბალერინები: 7 შოკისმომგვრელი ფაქტი ისტორიიდან 2023, 13 მარტი, 20:57 ისტორია, რომელიც დღეს სკოლებში ისწავლება უმეტესწილად მნიშვნელოვანი თარიღებისა და უბრალო მოკვდავების ცხოვრების მხოლოდ მწირი აღწერაა. ის, თუ როგორი იყო უწინ ჩვენი წინაპრების ცხოვრება, ძირითადად უფრო ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ვგებულობთ, თუმცა ამის შესახებ ბევრი დოკუმენტი მოიპოვება. უბრალოდ, პედაგოგები ასეთ ნიუანსებზე ყურადღებას არ ამახვილებენ, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მაშინ ისტორიის შესწავლა ბევრად უფრო საინტერესო და სახალისო იქნებოდა. ამ 7 შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტის შესახებ ეჭვი მაქვს ვინმეს გაკვეთილზე მოეთხრო, თუმცა ეს საინტერესო ფაქტები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.1. ოდესღაც სილამაზე სახიფათო იყოდეპილაციის შესახებ პირველი ცნობები ძველი ეგვიპტისა და რომის იმპერიის დროიდან გხვდება, მაშინ სხეულიდან არასასურველი თმის მოსაცილებლად სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა - ქალები აქტიურად იყენებდნენ როგორც შუგარინგს, ასევე თანამედროვე საპარსის მსგავსს წვეტიან ქვას, ხოლო ისეთი მეცნიერების განვითარებით, როგორიცაა ქიმია გოგონებმა ისეთი საშუალების გამოყენება დაიწყეს, რომელიც დარიშხანს შეიცავდა. ნაერთის კანზე მითითებულ დროზე მეტხანს გაჩერების შემთხვევაში მოწამვლა გარანტირებული იყო.2. ჩანგლით ჭამა - მკრეხელობად ითვლებოდადიდი ხნის განმავლობაში ჩანგლის გამოყენება მორწმუნეებისთვის შეურაცხმყოფელად ითვლებოდა. ის სატანისტურ ხელსაწყოდ მიიჩნეოდა, რომელიც ადამიანს ხელებს უცვლიდა.3. შუა საუკუნეებში თეთრეულის რეცხვა მხოლოდ მდიდრებს შეეძლოთთუ სოფლად გლეხები საკუთარი სახლებისა და ტანსაცმლის სისუფთავეს ასე თუ ისე ყურადღებას აქცევდნენ, ქალაქის პირობებში თეთრეულის რეცხვა საკმაოდ პრობლემატური იყო, ამასთან ადამიანებს არც გამოსაცვლელი, მეორე ხელი ტანისამოსი ჰქონდათ, ამიტომ ბევრი ტანსაცმელს საერთოდ არ რეცხავდა. შეძლებულ ადამიანებს კი მრეცხავის მომსახურებით სარგებლობის საშუალება ჰქონდა.4. სარეცხი ფხვნილისა და საპნის ნაცვლად ნაცარს და შარდს იყენებდნენშუა საუკუნეებში სამრეცხაოების სამუშაო საკმაოდ რთული იყო, რადგან ლაქების ამოყვანა დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ქსოვილზე ღრმად ჩამჯდარი ნივთიერების ამოსაყვანად საჭირო იყო ნაცრის ან შარდის მეშვეობით უხეშ ზედაპირზე თეთრეულის დიდი ხნის განმავლობაში ხეხვა. შარდი არა ახალი, არამედ ფერმენტირებული იყო, თუმცა თანამედროვე პირობებშიც კი ამ პროცესის წარმოდგენა უბრალოდ წარმოუდგენელია.5. ვიკინგები ჭიებისგან იტანჯებოდნენეს საკმაოდ ლოგიკურია, რადგან ისინი უმ ხორცს ჭამდნენ, და თან ცხოველებთან ახლოს ცხოვრობდნენ. ამ პარაზიტებისგან ბევრი იღუპებოდა, თუმცა ახლა სკანდინავიელები ამ მავნებლების მიმართ ყველაზე ამტანებად ითვლებიან.6. კლეოპატრა ლამაზი არ ყოფილაისტორიკოსებმა მამაკაცების ნამდვილი გულთამპყრობელის გარეგნობა თავიდან შექმნეს და აღმოჩნდა, რომ ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი პტოლომეების მაკედონური დინასტიიდან გარეგნულად ბევრს არაფერს წარმოადგენდა, თუმცა ის მამაკაცებს საკუთარი თავის სწორად წარმოჩენის უნარით, წარმოუდგენელი ინტელექტითა და ეშმაკობით ხიბლავდა.7. ბალერინები მდიდარ თაყვანისმცემლებზე ოცნებობდნენსწორედ ასეთს შეეძლო მოცეკვავისთვის კომფორტული ცხოვრების შექმნა, ამიტომ გოგონები მდიდარ მფარველზე ოცნებას ჯერ კიდევ საბალეტო სკოლიდანვე იწყებდნენ. სხვათა შორის, კეთილშობილი და შეძლებული კაცებისთვის კულისებში შესასვლელი კარი ღია იყო. სწორედ შუა ვარჯიშისა და რეპეტიციების დროს არჩევდნენ ისინი თავიანთ ვნების ობიექტებს.1764 შეფასება არ არის |