x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
10 ფოტო პიკანტური სიუჟეტით, რომელიც სრულიად განსხვავებულ ისტორიას ყვება

image


ფოტო-ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც ისტორიის მნიშვნელოვანი მომენტების დაფიქსირება და მათი თაობებისთვის წლობით შემონახვა შეუძლია. ჩვენ მივეჩვიეთ ისტორიულ კადრებზე მნიშვნელოვანი მოვლენების ხილვას, რომელთა შესახებაც ან გაკვეთილზე მოგვისმენია ან წიგნებში წაგვიკითხავს, თუმცა ისტორიული არქივები სავსეა გაცილებით უფრო საინტერესო კადრებით. ავიღოთ, მაგალითად, ეს წარსულის 10 ფოტო პიკანტური სიუჟეტით. ისინი სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვებიან წარსულისა და იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების შესახებ. რთული დასაჯერებელია რომ ძველად მორალი ასეთი კადრების გადაღების საშუალებას იძლეოდა.


image


თუ ფიქრობთ, რომ თამამი სასცენო კოსტიუმების მოდა მხოლოდ ბოლო წლებში გაჩნდა, ცდებით. აბა, გასული საუკუნის მოცეკვავეთა ჩაცმულობას გადახედეთ, საპირისპიროში მყისიერად დარწმუნდებით.


image


სვირინგებიანი ქალები გარშემომყოფებში დღესაც კი სრულიად არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევენ, და თქვენ წარმოიდგინეთ რა რეაქცია ექნებოდათ ადამიანებს უწინ მათი დანახვისას?


image


ცნობილი სელებრითები საზოგადოებაში ხშირად ჩნდებიან ღრმა დეკოლტით, თუმცა ალბათ, 70-იანი წლების ეს ლამაზმანი დღეს ნებისმიერ მათგანს უპრობლემოდ დაჩრდილავდა. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ თამამი კაბაა.


image


ფოტო რეალურ სასამართლო სხდომაზეა გადაღებული. მოცეკვავეს ბრალს იმაში სდებდნენ რომ მისი ინტიმური ადგილები უცხო თვალისგან სათანადოდ დაფარული არ იყო. გოგონა ფოტოზე მოსამართლეს საპირისპიროს უმტკიცებს.



image


უსაფრთხოება საწარმოში უპირველეს ყოვლისა. ამ ორმა მშვენიერმა გოგონამ მონაწილეობა მიიღო კამპანიაში რომელიც ქარხანში მომუშავე ყველა ქალბატონს სპეციალური ბიუსტჰალტერის ტარებისკენ მოუწოდებდა.


image


პრეზიდენტ ეიზენჰაუერს ტეხასში ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ ასეთი არაბანალური ფორმით შეხვდნენ.



image


წინდები ადრე ძვირი ღირდა, სწრაფად იხეოდა და ყველა გოგონას მისი შეძენის ფუფუნება არ ჰქონდა, ამიტომ ზოგი წინდის იმიტაციას მიმართავდა და შიშველ ფეხებზე წინდისთვის სახასიათო შოვს საგანგებოდ იხატავდა.


image


იმ დროს კაბარეში ძალიან თამამ კოსტიუმებში გამოწყობილი გამორჩეულად თავისუფალი გოგონები ცეკვავდნენ. გასაკვირი არ არის თუ რატომ სტუმრობდნენ მამაკაცები ყოველ საღამოს მსგავსს დაწესებულებებს.


image


ზოგჯერ არქივში შეიძლება ძალიან უცნაურ ფოტოებს წააწყდეთ, რომელთა ახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელია.



image


როკ-ენ-როლის ცეკვა - თქვენ ფეხის ფეხზე გადადება არ გეგონოთ. ზოგიერთი წყვილი ისეთ მოძრაობებს აკეთებდა, რომლის გამეორებასაც დღეს მხოლოდ ტანმოვარჯიშე თუ შეძლებს.







0
894
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
894