მსოფლიო ამერიკელი ოფიცერი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა უნდათ საქართველოში 2023, 13 მარტი, 13:33 აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილმა დაზვერვის ოფიცერმა სკოტ რიტერმა განაცხადა, რომ საქართველოში საპროტესტო აქციების შედეგად ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან YouTube არხის U.S.-ის Tour of Duty ეთერში ისაუბრა. 2023 წლის მარტის დასაწყისში საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო პარლამენტში წარდგენილი უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის გამო. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხოური აგენტების რეესტრის შექმნას, რომელიც მოიცავს არაკომერციულ ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც 20 პროცენტზე მეტით ფინანსდებიან საზღვარგარეთიდან. პროტესტის ფონზე, კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვიეს. რიტერმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მოთხოვნები, რომლის მიღებაც მათ სურდათ საქართველოში, ემთხვევა „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს“ კანონს რომელიც მოქმედებს შეერთებულ შტატებში 1938 წლიდან, ( (FARA კანონი მოითხოვს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური ან კვაზიპოლიტიკური შესაძლებლობების“ მქონე უცხოურ ძალებს, გამჟღავნდნენ ). რიტერის თქმით, აშშ ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს უგზავნის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საქართველოში „რბილი გადატრიალების“ მოსაწყობად. „მათი მიზანია ამჟამინდელი ხელისუფლების ჩანაცვლება ამერიკული ამოცანების შესაბამისი ძალებით, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ შექმნა.“ - ხაზგასმით აღნიშნა ყოფილმა ოფიცერმა. მან საქართველოს უწოდა "უკრაინის უფრო მცირე ვერსია" და კიდევ ერთი ამერიკული სარტყელის არასტაბილურობის ხრახნი. 522 1-ს მოსწონს
|