x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რატომ არის სახელისუფლებო ლოზუნგი “ღირსებით ევროპისკენ” პრორუსული?
ქართულ საზოგადოებაში გაჩენილი უმძაფრესი პროტესტის საპასუხოდ, რაც “ქართული ოცნების” ღიად მოღალატეობრივ ნაბიჯებს და რუსული კანონის მიღების მცდელობას მოჰყვა, რამაც 7 და 8 მარტს მრავალი ათასი ადამიანი ქუჩაში გაიყვანა, ხელისუფლებამ ახალი პრორუსული ლოზუნგი გამოაცხო - “ღირსებით ევროპისკენ, ” რომელსაც ამ დღეებში წინ და უკან ისტერიულად ატრიალებენ ოლიგარქ ივანიშვილის პროპაგანდისტული საშუალებები.


ერთი შეხედვით, თითქოს ცუდი ამ ლოზუნგში არაფერია: აბა რომელ ადამიანს სურს ღირსების დაკარგვა რაიმეს სანაცვლოდ? ქუჩაში ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერო, ყველა გეტყვის, რომ მას კი, ევროპა სურს მხოლოდ ღირსების შენარჩუნებასთან ერთად და ამაში არაფერია არც გასაოცარი და არც მიუღებელი. მაგრამ საქმეც იმაში გახლავთ, რომ ევროპაში ჩვენ ღირსებას არავინ გვართმევს. არ დგას საკითხი იმგვარად, რომ ევროინტეგრაციის საფასურად სასწორის მეორე პინაზე ღირსება უნდა დავდოთ. ეს ასე არ არის და ამიტომ სრულიად წარმოუდგენელი იყო მსგავსი ლოზუნგის გაჩენის საჭიროება. ეს პროვოკაცია ბნელ ოთახში შავი კატის ძებნას ჰგავს, მითუმეტეს, როცა კატა იქ არ არის. “ღირსებაზე” აქცენტის დასმა ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას აფიქრებინებს, რომ ვიღაც ემუქრება ჩვენს ღირსებას, რაც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება.


ჰოდა, სიტყვა “ღირსებაში” მაინც რას გულისხმობს მმართველი პრორუსული ძალა?


ამაში უპირველეს ყოვლისა უდავოდ იგულისხმება ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტი. მმართველი ძალის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ევროკავშირი ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს. მაგრამ ასეა თუ არა ეს?



მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ევროკავშირი არის სახელმწიფოთა გაერთიანება. ნებისმიერი გაერთიანების წევრობა კი ავტომატურად იმას გულისხმობს, რომ შენ თმობ საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილს. ანუ დიახ, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრად გახდომა ნიშნავს იმას, რომ საკითხების მთელი წყება გადაწყდება არა თბილისში, არამედ ბრიუსელში. ეს ძალიან კარგად იცის საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია სურს, ხოლო ასეთი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, 82 %-ია. შეუძლებელია, გახდე რაიმე გაერთიანების წევრი და საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი არ დათმო. გაერთიანება, სადაც იმყოფები და სადაც არავინ არაფერს თმობს, მკვდრადშობილი და უფუნქციო გაერთიანებაა.


და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული: ოლიგარქ ივანიშვილს არ სურს საკუთარი პრაქტიკულად შეუზღუდავი ძალაუფლების გაყოფა არავისთვის. ევროკავშირში კი მას ეს არათუ მოუწევს, არამედ ბრიუსელიდან ჩვენ პირდაპირ განგვიცხადეს, რომ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სანამ პრორუსი ოლიგარქი კულისებიდან მართავს ჩვენს მთავრობას და პარლამენტს. ამიტომ გაჩნდა ლოზუნგი “ღირსებით ევროპისკენ.” ის ივანიშვილის უღირს ხელისუფლებას იცავს. ის იცავს ივანიშვილს ძალაუფლების დაკარგვისგან. თორემ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა გადავცეთ. ამის საწინააღმდეგო კი ევროკავშირის არცერთ მხარდამჭერს არაფერი გააჩნია.


სწორედ ევროკავშირთან ურთიერთობის დროს “ღირსების” და “სუვერენიტეტის” შენარჩუნებაა ის მთავარი პროპაგანდისტული ნარატივები, რასაც პუტინი დღემდე გაჰკივის. პუტინი, როცა მასზე, როგორც ავტოკრატ მმართველსა და დიქტატორზე იწყებენ ბრიუსელში საუბარს, უპირველეს ყოვლისა ყოველთვის “ღირსებას” და “სუვერენიტეტს” იშველიებს ხოლმე ფარად. ის ცდილობს, რუსეთის მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ევროპას სურს, რუსებს ღირსება და სუვერენიტეტი წაართვას.


სინამდვილეში კი რუს დიქტატორს მხოლოდ ის სურს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, რათა ხელის შეშლის გარეშე ატეროროს, ძარცვოს და ყვლიფოს საკუთარი მოსახლეობა.


“ქართული ოცნება” წყლის ორი წვეთივით ჰგავს რუსეთის ხელისუფლებას. მაგრამ აქვე არსებობს ერთი უზარმაზარი განსხვავებაც: ქართველი ხალხი, რომელიც რუს ხალხს არაფრით ჰგავს. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლების მცდელობები ჩანასახშივე მარცხისთვის არის განწირული.


ევრო

0
57
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0