x
image
ინტერ-გოგონა
დაკარგული ცხოვრება 4
image
ისევ თოჯინასავით გამოეწყო ლილე და არასასურველ შეკრებაზე წავიდა...



ლევანის ყოველი სიტყვა, ღიმილი, შეხება საშინლად აღიზიანებდა ლილეს ეზიზღებოდა ლევანიც და საკუთარი თავიც..თავში მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა როგორ დაესრულებინა ეს თამაში, მოსვენებას არ აძლევდა ანიკას სიტყვები შენ ლევანთან მარტო ვერაფერს გახდები...



"ლილე უკვე ვნერვულობ..."




"მაპატიე, ვერ გიპასუხე...კარგად ვარ უბრალოდ მარტო არასდროს ვარ.."





"როდის დამთავრდება ეს ყველაფერი? მენატრები"



"მალე"



"მეტს არაფერს მეტყვი?"



"რა გითხრა? ის რომ შენი ჩახუტება ეხლა ცხოვრების ხალის დამიბრუნებს?"



"შენ ოღონდ ინატრე და არასდროს დაგტოვებ ჩემს გარეშე"



ლევანს არ გამოპარვია ლილეს სახეზე შეპარული ღიმილი ისიც ძალიან კარგად იცოდა თუ ვინ იყო მისი ღიმილის მიზეზი..ხასიათი გაუფუჭდა მეგობრებს საჩქაროდ დაემშვიდობა და ლილე ფაქტურად ძალიათ გამოიყვანა რესტორნიდან.ხელზე ხელი ისე ძალიერად ქონდა ჩაჭერილი ცოტაც და თითებს მოსტეხდა ლილეს...



-ხელი გამიშვი, მეტკინა...



-მაპატიე, ჩავფიქრდი ვერ მოვზომე...



-ბრაზის ბრალია, მაგრამ იქნებ დროა მაგ ბრაზს მოერიო?ორივე ვიტანჯებით ვერ ხედავ?



-გადავლახავთ ამ პრობლემას..ყველაფერი კარგად იქნება..



-ჩემებთან გამიყვანე ... მანქანაში ჩაჯდა ლილე



-კარგი, მაგრამ როდემდე აპირებ ასე მოქცევას, სადამდე აპირებ უარყო ჩემი არსებობა?



-შენ როდემდე აპირებ თამაშს რომ ყველაფერი კარგად არის?ლევან შეიგნე არ შემიძლია...არ მინდა რომ დავქორწინდეთ..აღარ მიყვარხარ, ძველებურად არაფერი იქნება თუ ამაზე არ ვისაუბრებთ რა შეიცვლება?



-მე მიყვარხარ, არ შემიძლია ვერ გაგიშვებ შეიგნე მე შენ მთელი ცხოვრებაა მიყვარხარ...



- მეც მიყვარდი... მთელი ცხოვრება მიყვარდი, მაგრამ შეცდომა დავუშვით ორივემ...ამიტომ იმ სიყვარულის ხათრით დავშორდეთ ერთმანეთს...ნუ დავტანჯავთ და შევიძულებთ ერთმანეთს..



-გაჩუმდი ლილე აღარ გაიმეორო...



-ჩემზე თუ არ ფიქრობ შენს მომავალ შვილზე იფიქრე..



-არავინ არ მინდა თუ ჩემს ცხოვრებაში შენ არ იქნები...



-გაჩუმდი, ღმერთს ნუ სცოდავ შენ ცოდვებს არდაბადებულ შვილს ნუ აკიდებ, ბავშვს ოჯახი სჭირდება..ოჯახი კი ვერ იქნება თუ იმ ოჯახში მამა არ იქნება...



-კარგი მამა ვიქნები ვიზრუნებ მასზე, მაგრამ მთელი ცხოვრების გატარება მე მხოლოდ შენთან მინდა...



-ლევან შეიგნე მე არ ვარ, დაასრულე ეს თამაში რაც უფრო შორს წავალთ უფრო მეტად ეტკინება ჩვენი ოჯახის წევრებს გული...



-მოვკლავ და შენს თავს არ დაუთმობ...



-შენ როგორ ფიქრობ იმიტომ აღარ მიყვარხარ რომ სხვა შევიყვარე?არავის გამო არ გტოვებ უბრალოდ შენგან განსხვავებით მე საღად ვაზროვნებ, შენ მთელი ცხოვრება ჩემი ღალატის ამბავი დაგტანჯავს და მე ბავშვი რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდება, არასდროს ვეყვარები რადგან მე ვიქნები ის ქალი რომლის გამოც მას ოჯახი არასდროს ეყოლება... არ მინდა ერთმანეთი შევიძულოთ...



-ლილე ჩვენ ვერ დავშორდებით..



-რატომ? ჭირსაც წაუღია ჩვენი ოჯახების სტატუსი, არ მაინტერესებს რას დაწერენ ჟურნალისტები მაინც დაწერენ ხომ იცი? ...ვის რაში ადარდებს სტატუსი სახელი თუ ჩვენ არ ვიქნებით ბედნიერები?



-ასე მარტივია შენთვის ყველაფერი?



-შენთვის არა?არ მაინტერესებს რას იტყვის ხალხი, თუ გინდა მე დამაბრალე ყველაფერი ოღონდ ნუ გავწირავთ ერთმანეთს უსიყვარულო ცხოვრებისთვის...



-გაჩუმდი არაფრის გაგონება არ მინდა..ხვალ დასავლეთში მიწევს მივლინებით წასვლა შენ კი ეცადე ამ ორ დღეში ეგ ფიქრები თავიდან ამოიგდო..ქორწილის შემდეგ ერთი თვით აქედან წავალთ და შენც დამშვიდდები...



-მაიძულებ?



-არა ...



-როგორ ფიქრობ ქვეყნიდან თუ წავალთ ერთი თვით აქ რამე შეიცვლება?



-თუ საჭირო იქნება აღარც დავბრუნდებით...



-პრობლემა აქ ცხოვრება კი არაა ჩვენი შეცდომებია...და აქედან გაქცევა ამ შეცდომას ვერ გამოასწორებს და მითუმეტეს ვერ დაგვავიწყებს.



-ყველაფერი კარგად იქნება ჩვენი სიყვარული ყველაფერს გადალახავს...



-შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შენც იფიქრე ეს ორი დღე და რომ ჩამოხვალ ჩვენი დაშორების ამბავი ვუთხრათ ჩვენებს...



-გადადი ლილე.ტკბილი ძილი ეცადე ეგ აზრები თავიდან ამოიგდო დაგირეკავ ხვალ...



ლილეს არაფერი უთქვამს უხმოდ გადმოვიდა მანქანიდან და ეზოში უკანმოუხედავად გაუჩინარდა..



როგორ მონატრებია სახლი დადებითი ენერგიით შეივსო, დედის ალერსმა საფიქრალი თითქოს დაავიწყაო....როცა ყველას დაეძინა სამზარეულოს მიაშურა სადაც დედის გამომცხვარი მარწყვის ტორტი ეგულებოდა ყავა დაისხა და ძალიან დიდი ნაჭერი მარწყვის ტორტიც მოიპარა მაცივრიდან...ის იყო ოთახში უნდა ასულიყო რომ ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა...



"ბაღში გელოდები, გამოხვალ თუ ვიყო აქ დილამდე"



როგორ მომაგენი?შენ რა გაგიჟდი აქ რა გინდა? საყვედურებით აავსო ბაღში მდგარი გეგა ლილემ მისვლისთანავე...



გეგას არაფერი უთქვამს ლილე მისკენ მიიზიდა და გულში მაგრად ჩაიკრა...გეგას მკლავებში მოქცეულმა ლილემ თავი სახლში იგრძნო.ყველა ფიქრი და დარდი სადღაც გაქრა...



-რატომ მოხვედი?



-მომენატრე, მინდოდა ჩაგხუტებოდი...



-გეგა წადი გთხოვ, არ მინდა ვინმემ დაგვინახოს..



-კარგი მზე გოგო ლილე...არასდროს მოიწყინო, გახსოვდეს რომ როცა მოგინდება ეს ბიჭი სულ შენთან იქნება..



ნელი ნაბიჯით მიმავალ გეგას უყურებდა ლილე "გეგა" მისდა უნებურად წამოცდა ლილეს ბაგეს, გეგაც თითქოს ელოდა ამ დაძახებასო შეჩერდა და სწრაფად მობრუნდა ლილესკენ, ლილე ადგილს მოწყდა და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეწება...



ჩუმად ფეხაკრებით შეიპარა ლილე სახლში ეგონა გადავრჩიო რომ მისაღებში ნიკა შეეფეთა...



-სად დაიპარები? სად იყავი ასე ჩაცმული?



-სად ვიქნებოდი?კითხვითვე უპასუხა ძმას ლილემ



-ეგ მე გკითხე და შენ პასუხი უნდა გამცე..



-არ მეძინებოდა და აივანზე გავედი...კარგი გავიქეცი დავწვები წამში აირბინა კიბეები ლილემ რათა ძმას კიდევ რამე არ ეკითხა მისთვის..



ჯერ გახარებულმა იხტუნა ოთახში მაგრამ ბოლოს გამოფხიზლდა...



მარტო ვერაფერს გახდები ისევ ჩასძახოდა ანიკას ხმა



მართალია გაიფიქრა და ძმის ოთახს მიაშურა...



ოთახში ფეხაკრებით შევიდა ლოგინზე ჩამოჯდა და ნიკა ფრთხილად შეაღვიძა...



-ლილე, რახდება შეშინებული წამოჯდა საწოლზე ნიკა..



-ნუ გეშინია შენთან საუბარი მინდა...



-გიჟი ხარ გოგო, ხვალამდე ვერ მოითმენდი...



-ვერა..



–შემეშვი...



-ძმაო, არ დაიძინო...



-კარგი, მღვიძავს...გისმენ



უსმენდნენ მაგრამ ლილე ხმას მაინც ვერ იღებდა ის იყო ნიკა ისევ ძილში უნდა წასულიყო რომ ლილემ ამოილუღლუღა...



-ლევანთან დაშორება მინდა...



-მოდი ერთი კარგად შეგათვალიერო, შენ ჩემი და ხარ თუ უცხოპლანეტელი ჩაგისახლდა ....ლილეს სახე ხელებში მოიქცია ნიკამ უნდოდა ლოყები მაგრად დაეწელა ამ დროს ლილეს სახეზე თმა გადაეწია..



ეს რა არის?შემომხედე, შემომხედე მეთკი სახეს ნუ მარიდებ...



-დავეცი..



-მატყუებ... ხელებს დავამტვრევ საწოლიდან წამოხდა ნიკა და შარვალი თვალის დახემხამებაში ამოიცვა მაისურს ხელი დავლო და ოთახიდან გავარდა...ლილეც დაედევნა მაგრამ ნიკას უკვე არაფერი აღარ ესმოდა გიჟივით ჩახტა მანქანაში...ლილე მიხვდა რომ მას ვერ შეაჩერებდა და თავადაც ჩახტა მანქანაში საღამურებით და ჩუსტებით...




-გადადი მანქანიდან...



-მომისმინე, ლევანს არაფერი დაუშავებია



-მატყუებ, მოდიხარ ჩემთან წარბი გახეთქილი გაქვს, მეუბნები რომ ქორწილის ჩაშლა გინდა და დებილს ვგავარ რომ დაგიჯერო ლევანი არაფერშუაშია?



-ხო, უნდა დაიჯერო რადგან მართლა არაფერი დაუშავებია ლევანს, დავეცი...



-კარგი...მაშინ წავიდეთ ორვე ერთად ამიხსნით რახდება...ნიკამ გასაღები გადაატრიალა და მანქანა ადგილს მოსწყდა..



-ნიკა გაჩერდი .... ლევანს არაფერი გაუკეთებია დავეცი მართლა დავეცი გესმის, ცუდად გავხდი და მაგიდის კუთხეს ჩამოვარტყი...



-იტყუები..რადგან იცი რომ მოვკლავ მას ვინც ჩემ დას შეეხება და ამიტომ იცავ მას...ქორწილის ჩაშლაც მაგიტომ გინდა...




-ძმაო ქორწილის ჩაშლა მინდა მაგრამ იმიტომ არა რომ მან რამე დააშავა...



-სხვა რა მიზეზი შეიძლება იყოს ბოლო წუთს ქორწილის ჩაშლის?



-სხვა შემიყვარდა...



-რა....ნიკამ მანქანა გაჩერა...არ მჯერა...



-მაპატიე ძმაო..შენ ხომ მაინც იცი რომ გული არ გვეკითხება ვინ შევიყვაროთ და ვინ არა..



-ვინ არის?



-არ იცნობ..



-რატომ დათანხმდი მის ცოლობას თუ სხვა გიყვარდა?



-მაშინ მეც მეგონა რომ ლევანი მიყვარდა...



-მას უყვარხარ?



-კი..



-ლევანმა ეს ყველაფერი იცის?



-კი..



-მისი ნახვა მინდა



-ვისი? დაიბნა ლილე



-იმის ვინც გიყვარს...



-კარგი...



-დანიშნულ გოგოსთან რა ესაქმებოდა მოუწევს ამიხსნას...



-არ იცოდა...



-ლილე ვერ გცნობ რას აკეთებ?



-ძმაო, მას არაფერი დაუძალებია ჩემთვის უბრალოდ მე არ შემიძლია გავყვე ცოლად კაცს რომელმაც იცის რომ სხვა მიყვარს და მაინც არ მშორდება... მგონია რომ მასაც არ ვუყვარვა უბრალოდ ახირება ვარ მისთვის და ეს ქორწინება კარგს არცერთს არ მოგვიტანს..



-რას ამბობ ლილე ლევანს უყვარხარ და ეს შენც ძალიან კარგად იცი..



-კარგი დაუშვათ მე ვცდები და ლევანს ვუყვარვარ ხომ იცი რომ მარტო ერთის სიყვარული არ არის საკმარისი თორემ ეხლა შენზე ბედნიერი ადამიანი ამ ქვეყნად არ იარსებებდა..ორი დღე მივეცი ლევანს იმედია გაიაზრებს ამ ყველაფერს და ჩვენი დაშორების ამბავსაც ვიტყვით...



-აუ, გაგიჟდებიან ჩვენები..



-გთხოვ რაც არ უნდა მოხდეს ჩემს გვერდით იყავი...



-სხვაგვარად შემიძლია..



-მიყვარხარ ძმაო..



-ნუ მეხები, გაბრაზებული ვარ შენზე...



-მაპატიე...



-მისი ნახვა მინდა...მინდა გავიგო რა უნდა ჩემი დისგან..



-ჯერ არ მინდა რომ ერთმანეთი გაიცნოთ ... მე არ ვიცი როგორ გაგრძელდება ან გაგრძელდება თუ არა ჩვენი ურთიერთობა მაგრამ ლევანთან დარჩენა არ შემიძლია... მე ლევანს მის გამო არ ვშორდები არც ის ვიცი მასთან შემიძლია თუ არა ვიყო ბედნიერი..უბრალოდ ვგრძნობ რომ მე და ლევან ვერ ვიქნებით ერთად ბედნიერი..მარტო ერთს გეტყვი ზედმეტად კარგი ადამიანიც კი არის..



-ლილეეე, სიმართლეს მეუბნები ხომ? ნამდვილად დაეცი?...



-გეფიცები, უცებ წონასწორობა დავკარგე, დავეცი და მაგიდის კუთხეს ჩამოვარტყი...



-ცუდად რატო გახდი?ხვალ ექიმთან წავიდეთ..



-ძმაო კარგად ვარ, უბრალოდ ფრენა, მერე მგზავრობა, საღამოს კიდე სუფრა და გადავიღალე...ეხლა კარგად ვარ არ მინდა ექიმთან...



-გტკივა...



-არ მტკივა ძმაო...გთხოვ დავბრუნდეთ.



სახლში მათი გასვლა არ გაუგიათ ისევ ფეხაკრებით შეიპარენ ოთახებში მაგრამ იმ ღამეს არც ნიკას და არც ლილეს არ უძინიათ...დილით როცა ნიკა ლილეს ოთახში შევიდა ლილემ თავი მოიმძინარა.ნიკამ დას შუბლზე აკოცა და სამსახურში წავიდა.. საშინლად გაიწელა ეს ორი დღე...როგორც იქნა მოვიდა საღამო რომელსაც ასე ელოდა ლილე...ორივე ოჯახი ლილეს მშობლების სახლში იყვნენ შეკრებილები და ლევანს ელოდნენ აი, ისიც გამოჩნდა ...



-ჩემო ძვირფასებო თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს ძალიან კარგი რომ ყველა ერთად ვართ შეკრებილნი...



-შვილო იმედია კარგი ამბავია...



-ძალიან კარგი დედა, ეს ლილესთვისაც სიურპრიზია...შემოთავაზება მივიღე გერმანიაში კარგ თანამდებობას მთავაზობენ იქ ცხოვრება მომიწევს ორი წლით..ვინაიდან ხუთი დღეში იქ უნდა ვიყო შაბათს ჯვარს დავიწერთ, მოკლე წრეში ავღნიშნავთ და კვირას გამთენიას გავფრინდებით ...



ლილე გაშეშებული იდგა...ოთახს თვალი მოავლო მზერა ნიკას თვალებთან შეაჩერა თვალებით სთხოვა დამეხმარეო.... ისევ დატრიალდა ოთახში ყველაფერი თვალები დახუჭა და როცა გახილა სავადმყოფოს პალატაში იყო დედას მისი ხელი ეჭირა იქვე სავარძელში ლევანის დედა იჯდა...



თვალი გაახილა თუ არა ორივე ლილეს მივარდა



-შვილო როგორ შეგვაშინე? ეხლა როგორ ხარ?



-კარგად ეთერი დეიდა...რა დამემართა?



-გონება დაკარგე შვილო, საჭმელს შენ არ ჭამ ცუდად გახდები აბა რა იქნება..



-ვჭამ დედა ვჭამ.კარგად ვარ გთხოვ წავიდეთ სახლში...წამოდგომა სცადა ლილემ მაგრამ იგრძნო რომ ისევ დატრიალდა ყველაფერი და დაწოლა ამჯობინა..პალატაში ექიმი შემოვიდა..



-ექიმო, რა სჭირს ჩემს შვილს?სერიოზული ხომ არაფერია?



-სერიოზული და თან სასიხარულო...



-სასიხარულო? სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში ლევანი ლილეს საწოლთან ჩამოჯდა და ლილეს ხელი მის ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა..საყვარელო ძალიან შემაშინე ეხლა ხომ კარგად ხარ?



-არა ლევან ცუდად ვარ ძალიან ცუდად ვარ.. ასე რატომ მოიქეცი? უჩურჩულა ლილემ



-დიახ სასიხარულო, ანალიზებმა აჩვენა რომ ლილე მალე დედა გახდება, ამ დროს კი გულის წასვლა, წონასწოობის დაკარგვა ჩვეულებრივი მოვლენა...



ცოტა გაუკვირდათ მაგრამ ახალმა ამბავმა ძალიან გააბედნიერა ბებიები...



ლევანი თვალებში უყურებდა ლილეს და ხელზე ხელს მთელი ძალით უჭერდა...



ლილეს კი სიხარულის და სიმწრის ცრემლები მოდიოდა თვალებიდან...


ბევრი ეცადა ლილე მაგრამ ექიმი სახლში გაშვებაზე ვერ დაითანხმა ბოლოს დაემორჩილა..ექიმის გასვლის მერე როგორც იქნა ლევანმა ძალა მოიკრიბა და ისე რომ ლილესთვის ხელი არ გაუშვია ახალი ამბისგან გაოცებულ და გაბედნიერებულ ბებიებს მიმართა..



-დედა, ნიკა ქვემოთ მოსაცდელშია თქვენ ჩადით ის გაგიყვანთ სახლში მე კი ჩემს ცოლთან დავრჩები...



-მეც დავრჩები შვილო სახლში რა მომასვენებს, მე მივხედავ ჩემს შვილს სუბარში ჩაერია ლილეს დედა მაგრამ ლევანმა წინადადება არც კი დაასრულებინა



-არ მენდობით? დამიჯერეთ თვალის ჩინივით გაუფრთხილდები თქვენს შვილს და ჩემი შვილის დედას..თან ლილეს ისეთი თვალებით გადახედა ლილემ მხოლოდ "წადი დეს " თქმა მოახერხა...




-კარგი ეთო წავიდეთ ბავშვებს მარტო ყოფნა უნდათ, ჩვენ კი დროა ბაბუები გავახაროთ..



როგორც კი ოთახში მარტო დარჩნენ ლევანმა ლილეს ხელი ცივად გაუშვა და დიდხანს სცემდა ბოლთას ოთახში...ლილე კი გაუჩერებლად ტიროდა...



-გაჩუმდი ნუ ტირი თორემ გავგიჟდები...ბედნიერი ხარ?ეს უკვე მეტისმეტია ასეთი სასჯელი არ დამიმსახურებია...ხმა ამოიღე, ნუ ხარ ჩუმად...



-რას ამბობ შენ იდიოტი ხარ? გგონია ეს ყველაფერი შეგნებულად გავაკეთე?ყველაფერი დამთავრდა ლევან, გთხოვ შეიგნე..



- კი შეგნებულად დაწექი მასთან, შეგნებულად გესმის მე რომ გაგემწარებინე, მოვკლავ, მოვკლავ და მასთან არ გაგიშვებ...



-ძალით დამტოვებ შენთან?



-თუ საჭირო იქნება კი..



-შენ სულ გაგიჟდი..



-სამაგიერო გადახდილია ხო, არც მე ვიქნები მაგ ბავშვის მამა ..



-მოკეტე, არ გაბედო..არ გაბედო გესმის...შეეშვი ჯერ არდაბადებულ ბავშვებს...რა გგონია ეხლა მე კარგად ვარ?დროა გაგვიშვა...



-შენს გამო ტყუილი ვთქვი, ვთქვი რომ ჩემი შვილია და შენ კიდევ გაშვებას მთხოვ? ვისთან გაგიშვა იმ ნაბ ....?



-ნუ ყვირი... სავადმყოფოში ვართ? იტყუები და მეც მაიძულებ ტყუილში ცხოვრებას, ძველი წლების საპატივცემულოდ ნუ გავაკეთებთ ისე რომ ერთმანეთი შევიძულოთ...მე არ მითხოვია ტყუილი გეთქვა ... რამდენი გევედრე ეს ყველაფერი დაგესრულებინა მაგრამ შენ მარტო შენს ავტორიტეტზე ფიქრობ და ნუ ამოფარებულხარ შეყვარებული კაცის ნიღაბს შენ რომ გყვარებოდი ჩვენი ნიშნობის ღამეს შენ სახლში ქალს არ დამახვედრებდი, ქალს რომელიც მალე შენი შვილის დედა გახდება...



-რით ვეღარ მაპატიე ერთი ღალატი, როცა მზად ვარ შენს გამო მოვკვდე...



-ნუ მოკვდები, ნუ მოკვდები ჩემს გამო ლევან იცოცხლე და მეც მომეცი ნება ვიცოცხლო..



-არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ...



-გამიშვი ლევან, მე და შენ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებით...



-მე ვცდილობ შენს სახელს ჩირქი არ მოეცხოს, თანახმა ვარ სხვის შვილს მამობა გავუწიო შენთვის ეს არაფერია...



-ეს უკვე სიყვარული არ არის ლევან ეს ავადმყოფობაა, აკვიტბა..ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი მართლა ძალიან გვიყვარდა...შენ არ გაუფრთხილდი ჩვენ სიყვარულს მეც გაბრაზებულ გულზე საშინელება გაგიკეთე იმსახურებდი თუ არ იმსახურებდი ეს არ უნდა გამეკეთებია, მაგრამ სამწუხაროდ ეს მოხდა დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია...როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ცხოვრება ერთად? შეიგნე მე შენ აღარ მიყვარხარ...



-უკვე არც მე...



-ხოდა თავს რატომ იტანჯავ? იმ წლების იმ სიყვარულის საპატივცემულოდ რაც ჩვენ გვაკავშირებდა ჩუმად და უხმოდ დავასრულოთ ეს ფარსი...



-უკვე გვიანია... ამ სამ დღესაც გაუძლებთ მერე აქედან წავალთ, წავალთ და არასდროს დავბრუნებით, ვერავინ გაიგებს სიმართლეს.. მე, მე ვიქნება მაგ ბავშვის მამა და სიმართლეს ვერასდროს გაიგებს ვერც ის და ვერც ვერავინ...



-ლევან გაგიჟდი? ჩემს შვილს აუცილებლად ეცოდინება მამის ვინაობა...



-არ გაბედო გაგრძლება..ზურგს უკან უკან არავის ვაჭორავებ ჩემზე საცოლემ ქორწილამდე უღალატა სხვისგან დაფეხმძიმდა და მიატოვაო..



-მეზიზღები, საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ხარ...



-როგორ აპირებ შენ საქციელი ვინმეს აუხსნა?



-მე შენგან განსხვავებით საკუთარ შეცდომებზე პასუხისგებისთვის მზად ვარ...



-მართლა? და ამ ყველაფერს შენ ძმას და მამაშენს როგორ ეტყვი?



-რა უნდა გვითხას ლილემ? ვერც გაიგეს ჩხუბში გართულებმა როგორ შემოვიდა პალატაში ნიკა..როცა დედამ სასიხარულო ამბავი შეატყობინა დაიბნა ხმა ვერ ამოიღო ლილესთან საუბარი გახსენდა დილამდე ვერ მოითმინა დედა სახლში მიიყვანა და ლილესთან წავიდა სავადმყოფოში...



-უმჯობესია ჩემმა უმშვენიერესმა საცოლემ თავად გითხრას..ლილესკენ დაიხარა "ნუ მაიძულებ" ჩუმად ძლივს გასაგონად უჩურჩულა ლილეს და ჯერ ლოყაზე შემდეგ კი ყელში ნაზად აკოცა ლილეს...




-არაფერი ძმაო...



-როგორ თუ არაფერი რას ვერ გვეუბნები მე და მამას...



-ლილეს ბავშვის გამო სწავლის მიტოვება უნდა მე კი წინაღმდეგი ვარ და ვეუბნები რომ თქვენც გეწყინებათ...



-მე არ მინდა გერმანიაში წასვლა, ლევანს შეუძლია წავიდეს ჩვენ აქ დაველოდებით და ჩამოვა ხოლმე ჩვენთან..



-გაგიჟდა, თითქოს თქვენი დატოვება შემიძლია, მაგაზე სახლში ვისაუბრებთ..



-ლევან შეიძლება ჩემს დას ვესაუბრი?



-რათქმუნდა ძმაო, მე გარეთ გავალ...



-ლელე ჩემი გაგიჟება გინდათ? გუშინ მითხარი ლევანი არ მიყვარს მასთან დაშორება მინდაო, მთხოვე და მე დაგპირდი რომ შენს გვერდით ვიქნებოდი.. საღამოს ლევანის სიტყვები იმდენად მძიმე იყო შენთვის გონება დაკარგე, ლილე ლევანი რამეს გაიძულებს?



-ძმაო, დედა გავხდები... ამწუთას ლილეს მხოლოდ ერთი რამ სურდა ეს ბედნიერება საყვარელი ადამიანისთვის გაეზიარებინა ამჯერად ბედნიერებისგან ატირდა, ახლა ჩემთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი...ნიკა საწოლზე ჩამოჯდა და ლილე გულში ჩაიკრა..



-ჩემი პატარა დაიკო ... ჩემი ბიჭი აქ ზის? ვერ გადმოგცემ ეხლა რას ვგრძნობ...ნიკამ ლილეს მუცელზე დაადო ხელი ექიმმაა რა თქვა ხომ ყველაფერი კარგად არის გონება რომ დაკარგე მას ამით ხომ არაფერი დაუშავდება..



-ბიჭი? რატო გადაწყვიტე იქნებ გოგო...



-არაფერიც, ბიჭია ბიძიამ უნდა გათამამოს ..



-ბიძიას გოგო იქნება მგონია, მაგრამ იცოდე ჩემს შვილს არ გაგატუტუცებიებ..



-ყველა ოცნებას შეუსრულებ, პრინცესაც ეყოლება ბიძიას მაგრამ ეს ვიცი რომ ბიჭია...



-ეჭვიც არ მეპარება რომ უზომოდ გეყვარება, ჩემს ბიჭს ძალიან გაუმართლა ბიძიას ძალიან ეყვარება...ძმაო, ძალიან მიყვარხარ..



-ლილე, თავს არაფერი აიძულო იმის გამო რომ მე ან მამას რამე გვეწყინება კიდევ ბევრი რამის თქმას აპირებდა ნიკა დისთვის მაგრამ ამ დროს ოთახში ანიკა შემოვარდა ჩვეული სტილით ქარიშხალივით...



-არაჩვულებრივი დეიდა მოვიდა ჩვეულებრივი ბიძა მიდის..



-ახლოსც არ გაგაკარებ, შენი ჩვევები რომ არ გადაიღოს..



-ერთი გაბედე, მე რას მიწუნებ?დეიდასავით ლამაზი, მხიარული და ჭკვიანი გოგო იქნება...



-ენაჭარტალა გამოგრჩა...მე წავედი ბიძიას ბიჭს მიხედეთ..



ნიკა პალატიდან გამოვიდა მისაღებში ჩაფიქრებული ლევანი დაინახა და მისკენ წავიდა ისე ჩამოჯდა სკამზე მის გვერდით ლევანს არც შეუმჩნევია...



-ლევან, კარგად ხარ?



-კი, კი კარგად ვარ...უბრალოდ ძალიან აღელვებული ვარ...



-ვიცი, მესმის მეც არ ვარ ჭკუაზე სიხარულისგან და შენ წარმომიდგენია, გილოცავ ...



-მადლობა...ლევანმა ნიკას ბეჭზე ხელი დაარტყა და ორივენი გაჩუმდნენ თუმცა ნიკამ მაინც ვერ მოითმინა



-ლევან რა პრობლემა გაქვთ?



-რას ამბობ, უბრალოდ ახალი ამბის გაგებამ ამაღელვა, დაბნეული ვარ ...



-ლევან, არ გინდა, ორი დღის წინ მე და ლილემ ვისაუბრეთ მან მითხრა რომ არ უნდა შენზე დაქორწინება მიზეზიც მითხრა მაგრამ მე მგონია რომ კიდევ რაღაც არის და ეს შენგან მინდა გავიგო...



-და რა გითხრა მან მიზეზად?



-რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ...ძლივს ამოთქვა ნიკამ სათმელი და ლევანს მზერა მოარიდა, რადგანაც ნიკა იყო ის ადამიანი რომელმაც ძალიან კარგად იცოდა თუ რა დიდი ტკივილია როცა გეუბნებინ რომ შენ საყვარელ ქალს სხვა უყვარს...ლევანმა ძალიან კარგად იცოდა თუ რამდენად სერიოზულად უდგებოდა ნიკა სიყვარული თემას და იცოდა თუ ის იგრძნობდა რომ ლილეს სხვა შეუყვარდა პირველი ის წავიდოდა ამ ქორწილის წინააღმდეგი, ამიტომ სტრატეგიულად თამაში ამჯობინა..



- როგორ შეიძლება მე ლილე არ მიყვარდეს... სისულელეა



- მე ვფიქრობ რომ იმაზე მეტი ხდება ვიდრე მე მითხრა და ამიტომ გეკითხები შენ არის რამე რაც მე უნდა ვიცოდე ... მე ამ კითხვას გისვავ როოგორც მეგობარი და არა როგორც ლილეს ძმა..



-არის, ლილე ტყუილს ამბობს, მე მას ვუყვარვარ უბრალოდ ვაწყენინე, არც პატიება შეუძლია მაგრამ არც ის უნდა რომ მე ცუდი გამოვჩნდე, ამიტომ ცდილობს რომ თავად დაიბრალოს ყველაფერი..



-ანუ? შენ ამბობ რომ ჩემი და იტყუება?



- ნიკა, ერთი გოგოა რა ჩვენთან მუშაობს სამი თვის წინ მივლინებით ვიყავით წასულები კახეთში სამინისტროს რამოდენიმე თანამშრომელი ეს გოგოც იქ იყო იმ საღამოს ბევრი დავლიეთ მერე რაც მოხდა მაგაზე საუბარი არ მინდა მეგონა რაც მოხდა ყველაფერს იქ დავტოვბდი მაგრამ ეს გოგო სამი თვის მერე გამომეცხადა და მითხრა რომ ჩემგან შვილს ელოდება



-და ეს ყველაფერი ჩემმა დამ იცის?



-იცის სამწუხაროდ და არ მპატიობს..



-არ ვიცი რა გითხრა..ვფიქრობ რომ მართალიც არის



-არაფერი მითხრა ძმაო, თავადაც ვიცი რომ საზიზღრად მოვიქეცი მაგრამ გეფიცები ლილე სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შენ წარმოგიდგენია, მის გამო ყველაფრის დათმობა შემიძლია, საკუთარ სიამაყესაც კი გადავალ მის გამო..მარტო ერთს გთხოვ უბრალოდ მომეცი უფლება რომ ჩემი სიყვარულისთვის ვიბრძოლო და მისი პატიება დავიმსახურო?



-არ არის მარტივი ლევან, მე ვიცნობ ჩემს დას, არ მინდა ჩემი და უბედური იყოს..



-არ იქნება გპირდები, წლებია შენი და მიყვარს, ამდენი წლის განმავლობაში არაფერი გამიკეთებია ისეთი რაც მას გულს ატკენდა..



-ვიცი ლევან ... მე ორივეს ბედნიერება მინდა..თუ ეს შეუძლებელია ერთად ცალცალკე იყავით ბედნიერები...



-მე ლილეს გარეშე ვერ ვიქნები ბედნიერი, მომეცი უფლება ძმაო რომ ჩემ ცოლშვილს ხელი მოვკიდო და აქედან წავიდეთ, გპირდები შენს დას გულს აღარასდროს ვატკენ...



-იბრძოლე, გააკეთე შენი ოჯახისთვის ყველაფერი ოღონდ ჩემ დას არაფერი აიძულო, მის გარდა არავინ მყავს მის თვალზე ოდესმე ცრემლს თუ შევამჩნევ ეს ბედნიერების ცრემლები უნდა იყოს წინაღმდეგ შემთხვევაში არაფერს და არავის დავზოგავ...



-გპირდები, როგორც აქამდე ვაბედნიერებდი ისევ ისე გავაგრძელებთ ჩვენს ცხოვრებას, ამ დღეებს დავავიწყებ..



-რადგანაც ასე ამბობ მე აუცლებლად დაველაპარაკები ჩემს დას და თუ მიზეზი მხოლოდ ეს არის თუ მეტყვის რომ უყვარხარ მაგრამ ვერ გპატიობს მე გაძლევ უფლებას იბრძოლო შენი ოჯახისთვის მისი ნდობა და პატიება მოიპოვო..



-დავიბრუნებ...



-მაშინ მე რა მეთქმის ჩემს დას და ჩემს დისშვილს შენ გაბარებ..ლილეს დავხედავ..



ნიკა პალატაში შევიდა ლევანმა კი რაც ძალა ქონდა მუჭები კედელს დაუშინა და მხოლოდ მაშინ გაჩერდა როცა ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებიდან სისხლმა იფეთქა...



ნიკამ ლილეს მოუყვა მისი და ლევანის საუბრის შესახებ ლილეს უნდოდა ძმისთვის ყველაფერი დაწრვილებით მოეყოლა მაგრამ ვერ შეძლო, ანდა როგორი სათქმელი იყო ძმისთვის რომ იწვა ბიჭთან რომელიც ცხოვრებაში პირველად ნახა, მარტო ეგ როდია მასთან ორი კვირა გაატარა და სიგიჟემდე შეუყვარდა... ქორწილამდე სამი დღით ადრე იგებს რომ მისგან შვილს ელოდება და ამწუთს მზად არის მას ხელი ჩასჭიდოს და მასთან ერთად გაიქცეს სადაც ის წაიყვანს ოღონდ ამ ცხოვრებიდან შორს...ისევ დუმილი ამჯობინა...ნიკამ დას შუბლზე აკოცა ანიკას ჯერ ლოყები დაუწელა მერე თმები აუჩეჩა აბა მე წავედიო გოგონებს მიაძახა და პალატიდან გავიდა..



-ლილე ეხლავე დაურეკე გეგას და უთხარი რომ მამა გახდება, მარტო ვერაფერს გახდებ ხომ ხედავ ნიკაც კი დააჯერა..



-შევძლებ, მასთან თავისუფალი მივალთ მე და ჩვენი შვილი..



-ნუ იბრძვი მარტო და ნუ იტანჯავ თავს..



-აუ ნაყინი მინდა მგონი...



-კარგი ჩემო პატარა თქვენ ოღონდ ინატრეთ, ლუკაპოლარე აქვეა 20 წუთში აქ ვარ..



-მარწყვის..



ანიკამ ჩანთა აიღო და პალატიდან გავიდა ის იყო ნაყინები იყიდა და სავადმყოფოში დაბრუნდა მისაღებში ლევანი შეამჩნია სავარძელში თვალებდახუჭული იჯდა ხელი საზელურზე გადმოეკიდა სისხლის წვეთები კი იატაკზე ეცემოდა“წამში რა არ გაიფიქრა გიჟივით მივარდა ლევანს, შეშინებული ლევანიც წამში გამოფხიზლდა..



-რას აკეთებ? გაგიჟდი მე კიდევ რა არ ვიფიქრე ...



-ნუ გეშინია ვენებს არ გადავიჭრი..



-მანდ იჯექი, ბინტს მოვიტან ხელს გადაგიხვევ..



-შეეშვი იყოს, ნეტავ მხოლოდ ხელი იყოს ჩემი პრობლემა... ანიკას არაფერი უთქვამს მიმღებში გავიდა..



-ხელი მომეცი, სიკვდილს თუ აპირებ ასე ვერ შეძლებ, უბრალოდ ჩემს დას განერვიულებ..



-ალბათ ყველასთვის აჯობებდა...



-ჩემთან ეგეთები არ ჭრის, ხომ მიცნობ?



-შენც ხომ მიცნობ ანიკა, ხომ იცი რომ ლილეს გარეშე მოვკვდები?



-არაფერი მოგივა..



-შენც მიღალატე... მომატყუე რომ შენთან იყო..შენ ყველაფერი იცი...



-ვიცი, და ეს ყველაფერი უნდა დაასრულოთ..



-არ შემიძლია..



-ლევან ნურც საკუთარ თავს და ნურც ლილეს გაწირავ...



-სახლში წადი ანიკა ხვალ ბევრი საქმე გვაქვს..



-დავრჩები, იქნებ რამე დაგჭირდეთ...



-წადი ანიკა ლილეზე მე ვიზრუნებ, ნაყინსაც მე აუვტან... ნაყინი აიღო და ლილეს პალატისკენ გაეშურ ანიკა მიხვდა რომ გაჯიუტებას აზრი არ ქონდა...



კარის გაღების ხმაზე ლილეს შეეღვიძა და საწოლზე წამოჯდა..ლევანმა ნაყინი გაუწოდა..



-ანიკა..



-სახლში წავიდა, შენც დაისვენე...



-ლევან დავილაპარაკოთ..



-სალაპარაკო არაფერია, ახლა თუ ვისაუბრებთ მე კარგს არაფერს გეტყვი სჯობს დაიძინო.. საწოლთან მდგომ სავარძელში ჩაესვენა ლევანი, ნატკენი ხელს მთელი ძალით უჭერდა კრემისფერ კონვერტს უცხო თავლიც მიხვდებოდა რომ ამ კონვერტში იდო რაღაც რაც მას გულს ძალიან ტკენდა..



-ჩემი ძმა დააჯერე, მაგრამ მე როგორ დამაჯერებ?



-დაგაჯერებ..ლილეს კონვერტი გაუწოდა



ლილემ ხელების კანკალით გახსნა კონვერტი შიგნით კი მისი და გეგას ფოტობი იყო..



-მაშანტაჟებ?



-შენ მაიძულებ...



-არა ასე ვერ მოიქცევი, ასეთი საზიზღარი ვერ იქნები...



-ნუ მაიძულებ..



-და თუ ჩემები ამ ფოტოებს ნახავენ რა შეიცვლება..



-შენ არ დაუშვებ რომ ეს ფოტოები შენმა ძმამ და მამაშენმა ნახონ...



- ეს არ გაკეთო..



-დარჩით ჩემთან...



-მეზიზღები..



-ყველაფერს დაგავიწყებ, გაგახსენებ რამდენად კარგია ჩემი სიყვარული ამ ცუდ დღეებს წავშლით ჩვენი მეხსიერებიდან, ვიცი რომ შენც გიყვარვარ...



-გაჩუმდი გთხოვ...



-მე შენ გაპატიე ღალატი, მოვა დრო და შენც მაპატიებ..



-ნუ მაპატიებ არაფერი არ მაპატიო...ლილემ სურათები მთელ ოთახში მიყარ მოყარა..ლევანმა მისი დამშვიდება სცადა მაგრამ ლილემ ამის საშვალებ არ მისცა...



-არ მომეკარო..



-კარგი, დამშვიდი, მაპატიე..გინდა წყალი მოგიტანო?



-მარტო დამტოვე...



-კარგი...ოღონდ შენ დამშვიდდი მისაღებში ვიქნები თუ რამე დაგჭირდება დამირეკე..



-გადი..



ლევანმა ფოტოები მოაგროვა და ოთახიდან გავიდა...



ლილემ ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო გეგასგან შვიდი გამოტოვებული ზარი და ამდენივე სმს დახვდა, საათს დახედა პირვლი სრულდებოდა.გვიანა მაგრამ იქნე ხვალ ამის გამბედაობა აღარ მქონდეს...გეგას ხმის ამოღება არ აცადა პირდაპირ მიახალა



-სამ დღეში ქორწილი მაქვს..



-რა? წამში გამოფხიზლდა გეგა



-გეგა, დავიღალე, ვცადე მაგრმ ვერ შევზელი...ვერ გავთავისუფლდი ჩემი წარსულიდან...


-სად ხარ? შენი ნახვა მინდა...


-გვიქცეთ, თუ შენც გინდა რათქმაუნდა...



-სულელო, მაგას რა კითხვა უნდა? რათქმაუნდა



-მართლა?



-კიდევ რას მეკითება, ეხლა ვბრაზდები...



-კარგი, არაფერს ვამბობ..



-ნურაფერს იტყვი, შენ მთავარი თქვი უკვე...



-გავთიშავ,



-მოიცა არ გათიშო..



-გისმენ



-მე შენ მიყვარხარ ლილე



-მგონი მეც... ლილემ ტელეფონი გათიშა და ბედნიერი მიესვენა ლოგინზე...



ჩემო პატარა მალე შენს მამიკოს გაგაცნობ...



როცა აქედან წაგვიყვანს შენს არსებობასაც მაშინ გაიგებს ვერც კი ხვდება რა დიდი ბედნიერება ხდება მის თავს..




დილით პალატაში ჯერ ყვავილების უზარმაზარი თაიგული და შემდეგ კი ლევანი შემოვიდა, ლილემ მზერა აარიდა...
-დილამშვიდობის როგორ ხარ?
-კარგად..
-გარეთ გავედი, შენი საყვარელი სიმითები და ყავა მოგიტანე, ექიმმა შეიძლებაო, დილის საათებში მხოლოდ ერთი ჭიქა ყავა შეგიძლია დალიო..
-მადლობა, ყავას დავლევ ჭამა არ მინდა..
-ექიმმა ისიც მითხრა რომ კარგად იკვებო, ჯერ სიმითი მერე ყავა..
-კარგი, ვჭამ..და ეს ყვავილები? ესეც ექიმმა გითხრა?
-მაპატიე, გუშინ ზედმეტი მომივიდა...
-კარგი..გაპატიე...
-ლილე, ჩვენ ამ ყველაფერს გადავლახავთ, ჩვენი სიყვარული ამ პრობლემებზე ძლიერია...
-მეც მინდა შენსავით მჯეროდეს...შეგვეძლო ბედნიერები ვყოფილიყავით მაგრამ შენ ჯიუტობ, კარგი, როგორც იტყვი დავტანჯოთ ერთმანეთი სიცოცხლის ბოლომდე..
-ერთ შანს ყველა იმსახურებს, მეც შენც და ჩვენი სიყვარულიც... მიირთვი, მალე ნიკა და ანიკაც მოვლენ და წავალთ..
-აქ ყოფნა აღარ შემიძლია.სახლში მინდა...
-დედაშენს დავპირდი რომ სახლში მიგიყვანდი ასე მეც მშვიდად ვიქნები რადგან მეცოდინება რომ შენზე და ბავშვზე კარგად იზრუნებენ..
-როგორ შეგიძლია?
-რაზე ამბობ?
-ასე მშვიდად იზრუნო ჩემს შვილზე?
-ლილე მისმინე, ჩემი შენდამი სიყვარული იმდენად ძლიერია მე შემიძლია მიყვარდეს ის უცოდველი ბავშვი რომელიც ეხლა შენი სხეულის ნაწილია...
-როცა მაშ შეხედავ ჩემი ღალატი გაგახსენდება..
-მიყვარხარ და ეს სიყვარული ყველაფერს დამავიწყებს..
-ლევან გაჩუმდი გთხოვ, ნუ ზრუნვ ჩვენზე მე ეს არ დამიმსახურებია, რაც უფრო კარგად მექცევი მე მით უფრო ცუდად ვგრძნობ თავს...არ შეიძლება, ვერ შევძლებთ ჩვენ ერთად ცხოვრებას, ნურც მე მტანჯავ და ნურც საკუთარ თავს...
-ლილე, ეხლა კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე, რადგან მეტჯერ აღარ გავიმეორებ, შენ მე მიღალატე მაგრამ ამ ღალატისთვის არ ვაპირებ პასუხი შენ ან შენს სხეულში მყოფ პატარას მოვთხოვო, შენ თუ სწორ არჩევანს გააკეთებ მე გავხდები შენი შვილისთვის იდიალური მამა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ბედნიერი ცხოვრება გვქონდეს...მაგრამ თუ მე შენ დაგკარგავ ყველაფერი ფერს დაკარგავს აი მაშინ კი ამ ღალატისთვის პასუხს იმას მოვთხოვ ვინც შენი დაბნეულობით ისარგებლა..
-შენ ისევ სხვისი სიცოცხლით მაშანტაჟებ, ჩემთვის არავის არაფერი დაუძალებია...
-არასდროს გაბედო ჩემთან მისი დაცვა, ვინ არის ის რომ მისი სიცოცხლე შენთვის მნიშვნელოვანია...იმედია იმდენი ჭკუა მაინც აქვს რომ შენს მოძებნას არ ეცდება..
-ჩემი შვილის მამა...
-შენი შვილის მამა მე ვიქნები..
ლილეს აღარ სურდა ლევანთან კამათი რადგან მიხვდა რომ მას ლევანი საკუთარი სურვილით არასდროს დათმობდა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რომ თავი ისე დაეჭირა თითქოს და ამ მდგომარეობას შეეგუა..ახლა კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში...
სახლში მისულ ლილეს საქორწილო სამზადისი დახვდა, ყველა ფუსფუსებდა...
საქორწილო კაბაც კი ოთახში დახვდა... საწოლზე ჩამოჯდა და უმზერდა მანეკენს რომელსაც ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა...რამდენი წელი ოცნებობდა ამ დღეზე, ეხლა კი აღარ სურს...ოცნება აუხდა მაგრამ ვეღარ მიხდინა, ვერ მოირგო, მისი აღარ იყო.. ფიქრებიდან ტელეფონი ზარმა გამოიყვანა..
-ჩემი მზე გოგო როგორ არის?
-კარგად...შენ?
-შენი ნახვა მინდა...
-მეც მაგრამ ჯერ უნდა მოვიფიქრო როგორ გამოვიდე სახლიდან...მარტო არ გამომიშვებენ ისედაც შეშინებულები არიან..
-რასამბობ?ვის რისი ეშინია?
-ამ წამს მოვედი სავადმყოფოდან, დედაჩემი თვალებში მიყურებს, რომ გაიგოს გარეთ გავდივარ გაგიჟდება..
-რამე დაგიშავა? ძლივს ამოღერღა გეგამ, თან ბრაზი ახრჩობდა რა უსუსურია ამ წუთას საყვარელი ქალის დაცვა არ შეუძლია...
-არა, ცუდად გავხდი როგორც იმ საღამოს ჩემთან სახლში.გეფიცები, .. ლილე მიხვდა რომ მარტივად არ დაიჯერებდა გეგა მის ნათქვამს და პატარა ბავშვივით ფიცი მოიყვანა მოწმედ...
-ეხლა თითები გადაჯვარედინებული გაქვს?
-რატო?
-რაღამც არ იცი ანუ არ მატყუებ? სცადა ლილეს გამხიარულება გეგამ...
-სულელი ხარ...
-შენ კიდევ ჩემი პატარა...ახლა ის მითხარი რატომ გახდი უკვე მეორედ ცუდად?
-სტრესი და ცუდი კვება?
-ოჰ, გამექეცი და საჭმელს აღარ ჭამ? ხვალ საღამომდე გაუძელი და მერე სულ ჩემთან იქნები მე ვიზრუნებ შენზე...
-მართლა? შვებით ამოისუნთქა ლილემ
-რას ნიშნავს მართლა? შენ მითხარი რომ შეგიყვარდი და ამ სიტყვებით ნება მომეცი რომ შენთვის ვიბრძოლო..
-გეგა, ყველაფერი ისე მალე მოხდა, არ მინდა რამე დაგაძალო, შენ თუ გადაიფიქრებ მე ...
-არ დაამთავრო...
ამ დროს ოთახში ანიკა შემოვიდა რომელიც ნიკასთან ერთად იყო რესტორანში დიზაინერთან დეტალების დასაზუსტებლად...ჩანთა ლოგინზე მოისროლა და თავადაც ლოგინზე გაიშალა...
- კარგი, არაფერს ვამბობ...ანიკა მოვიდა... ვეცდები გამოვიდე სახლიდან, დაგირეკავ...
-მომიკითხე ანიკა, არ გამოხვიდე, ეხლა მაინც ლექსო უნდა ვნახო ბილეთები უნდა მომიტანოს.. როცა წასვლის თემას მოვაგვარებ მე თავად მოვალ შენთან...
-ფრთხილად იყავი...
-მიყვარხარ...
-მეც..ლილემ ტელეფონი გათიშა და სახე ხლებში ჩამალა...
ანიკა საწოლიდან წამოდგა ლილეს წინ მუხლებზე დაეშვა და ხელები სახიდან ჩამოაღებინა...
-გეგას უთხარი?
-არა..ჯერ მინდა რომ მის სიყვარულში დავრწმუნდე არ მინდა ჩემთან მხოლოდ ბავშვის გამო იყოს..
-ნუ მაგიჟებ ზეგ უკვე ქორწილი გაქვს, და შენ მარტო იმდენი ძალა არ გაქვს რომ ეს ქორწილი ჩაშალო...ლევანი ამაყად დადის და ყველას ეუბნება რომ მამა ხდება, არ გამიკვირდება მალე ჟურნალებშიც დაიწეროს..
-მაგრამ ვუთხარი გავიქცეთქო...ლილემ ისევ დამალა სახე ხელებში მაგრამ ამჯერადაც ჩამოაწევია ხელი ანიკამ...
-მერე?
-გავიქცეთო...
-მერე რატო ტირი?
-რომელი ერთი მიზეზი გითხრა? მეშინია ლევანმა რამე რა დაუშავოს მან ყველაფერი იცის გეგაზე, იცის ის ორი კვირა ერთად რომ გავატარეთ, გაქცევას თუ მოვახერხებთ მერე ამ გაქცევას რადენი პრობლემა მოყვება ხომ იცი? ჩემები გაგიჟდებიან, გეგას მშობლები აზრზე ვერ მოვლენ ისე გაასწორებენ ჟურნალისტები მიწასთან და დიდი ალბათობით ამ ყველაფრის გამო მე შემიძულებენ...თან რა გამოვიდა? მე ვაიძულებ ჩემზე დაქორწინებას..
-ლილე მისმინე, ვიცი მარტივი არ იქნება თქვენი ერთად ყოფნა მაგრამ დრო არ იცდის მე არ ვფიქრობ რომ ცუდად მოიქეცი, არასწორი ის იქნება შენ თუ ლევანს გაყვები ცოლად და ვერც გეგა და ვერც თქვენი პატარა ვერასდროს გაიგებენ ერთმანეთის არსებობის შესახებ...
-და თუ საკმარისად არ ვუყვარვარ?რომ დაიღალოს?
-რომ არ ყვარებოდი გაქცევაზე არ დაგთანხმდებოდა, მერე რა თუ დაიღლება თუ თქვენი სიყვარული საკმარისად ძლიერი არ აღმოჩნდება? შეიძლება ერთ წელში დაშორდეთ ან მთელი ცხოვრება იყოთ ერთად, ეს მხოლოდ უფალმა იცის.. იმას მაინც არ იფიქრებ მთელი ცხოვრება რატომ არ გავაკეთეო და მთელი ცხოვრება არ მოგიწევს საკუთარი შვილის მოტყუება...
-მე მინდოდა მასთან თავისუფალი მივსულიყავი..არ მინდოდა დამეძალებია...
-ამოიგდე ეგ ფიქრები თავიდან და თავს მიეცი ბედნიერების უფლება.. შენ ეს ბიჭი გიყვარს სიყვარულს რომ თავი დავანებოთ კიდევ უდიდესი მიზეზი გაქვს მასთან ერთად გაქცევის.მშობლები ხდებით.. იმ ბედნიერ წუთზე იფიქრე როგორ ეტყვი შენს საყვარელ ადამიანს რომ მამა გახდება..
-ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ვუთხრა...
-სად მიდიხართ?
-არვიცი საღამოს მოვა...
-სად მოვა კაცო?
- სასახლეში მეჯლისზე მყავს დაპატიჟებული...ბაღში შემოიპარება და მე გარეთ გავიპარები...შენ ნიკას გაართობ სხვას ყველას ეძინება...
-ნიკას წერა გავხდები, ვიცი მე...
-ვერ გაგიმეტებს, უყვარხარ..
-ანუ რა გამოვიდა მე და ნიკა დღეს მთელი დღე იმ ქორწილს ვაორგანიზატორებთ რომელიც არ შედგება..
-ასე გამოდის...
- უთხარი ნიკას ხარჯი გაწეულია ბარემ ცოლი მოიყვანეთკო, მე თანახმა ვარ...
-როგორ მინდოდა თქვენი ერთად ყოფნა მაგრამ...
-გავიარეთ ეგ თემა, ბედი არ იყო...
-მიყვარხარ..და ბედნიერი მინდა იყო..
-მეც...მალე დაბრუნდით იცოდეთ მას უთხარი დიდი ხნით არ წამართვას შენი თავი..იმისთვის რომ შენ თავს მართმევს მის ძმაკაცზე ვიძიებ შურს..
-რაღაც ცუდად ახსენებ მის ძმაკაცს..
-ნწუ, ბიჭები არ მომწონს...
-ჩემი ძმა გოგო იყო?
-შენი ძმის გამო აღარ მომწონს სხვათაშორის.იქნებ მეც წამიყვანოთ?
-რავი თუ კიდევ ენდომება ჩვენი ნახვა აქ ვინმეს დავბრუნდებით..
-თქვენ ერთმანეთი გააბედნიერეთ და ყველა გაპატიებთ....სადაც არ უნდა წაგიყვანოს მე ჩამოვალ შენთან..
-იმედია...
-აი მაგალითად მე უკვე გაპატიეთ...
-გიჟი ხარ შენ...
-ვიცი, და დეიდას პატარა ბიჭს რა აჭამე?
-შენც ბიჭს ამბობ...არაფერი არ გავსულვარ ოთახიდან რაც მოვედი..
-კიდევ ვინ ამბობს? ნიკა?
-რათქმაუნდა ნიკა...
-ანუ კიედევ ერთი ნიკა დაიპყრობს ჩემს გულს..
-რა გჭირს დღეს შენ? რამე მოხდა თქვენს შორის..
-არაფერი უბრალოდ ანანოს გადავაწყდით კაფეში, ნიკა დაიგრუზა, მერე მეც გამახსენდა წარსული...რა ცუდად ვიყავი.. მაგ გოგოს რომ ვხედავ სურვილი მიჩნდება თმით ვითრიო...
-რას ერჩი, გულს ვერ უბრძანებ შენც ხომ კარგად იცი...
-მე ხომ ვუბრძანე, გადამყვარებოდა...
-იმ დღეზე ვოცნებობ შენ რომ ჩემთან მოხვალ და მეტყვი შეყვარებული ვაროო...
-დაიარება დედამიწის ზურგზე ისეთი ადამიანი ვინც მე გამიძლებს...
-რა გაქვს გასაძლები, ყველაზე თბილი და ტკბილი ხარ შენ...
ანიკას ისტერიული სიცილი აუტყდა ლილე შეშინებული უყურებდა
-რა გაციებს? გაგიჟდი?
-მარომ გუშინ დამირეკა დღეს მოფრინავს მითხრა შენთვის არ მეთქვა სურპრიზი იქნებაო და სურპრიზს შენ რომ დაახვედრებ ისეთი უნდა..
-ვაიმე, მარო სულ დამავიწყდა...
-ეხლა რა აზრი აქვს, ოჯახს მაინც ნახავს თან მარტო მე არ მიმახრჩობენ..ადექი ახლა მე და ჩემს დიშვილს გვშია...
კარები ნიკამ შემოაღო დედა სამზარეულოში გვეძახის ჩემი გოგო ჩემგან მიდისო და ყველა ის კერძი მოამზადა რაც კი ლილეს უყვარს..
-უფ რა მაგარია თან როგორ მშია...ზუსტად სამზარეულოს დალაშქვრას ვაპირებდით ამწუთას...ანიკა არ დალოდებია ლილეს და ნიკას სირბილით გაიქცა სამზარეულოში..
-გიჟია ჩაილაპარაკა ნიკამ და ანიკას თვალი გააყოლა...
-საოცრებაა..
-ჯადოქარიაა, ალქაჯი..
-ნეტა შენ თვალები გქონდეს ჩუმად ჩაილაპარაკე ლილემ...
-რა?
-არაფერი ნიკა, ჩავიდეთ თორემ შეჭამა ყველაფერი ანიკამ...
-ჭამას ახსენებ ესეიგი კარგად ხარ...
-კი ძმაო..
-ისაუბრეთ, დამშვიდდით?
-კი ძმაო ჩემზე ნუ ნერვიულობ...
-აბა ვისზე უნდა ვინერვიულო?მიყვარხარ...
-მაპატიე ძმაო.. უზომოდ მიყვარხარ...
-მეც ჩემო პატარა დაიკო...
-თერთმეტი თვით ხარ მხოლოდ უფროსი..
-მაინც უფროსი ვარ..წავედით სამზარეულოში თორე დავრჩი მშიერი....კარგახანს იჯდნენ სამზარეულოში იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს იცინოდნენ, დედა ხან იცინოდა ხან ტიროდა მერე მას დასცინოდნენ ცოტახანში მამაც შემოუერთდათ.. ლილე უყურებდა საყვარელ ადამიანებს და საკუთარ თავზე ბრაზობდა რადგან მისი საქციელის გამო მათ გულს ატკენდა..
სამზარეულოში ლევანი შემოვიდა გაბადრული სახით ...
-აქ რა შეკრება ყოფილა..
-ლევან რა კარგია რომ მოხვედი შვილო მიეგება სასიძოს ეთო...
-მარტო მე არ მოვსულვარ..ოთახში კარს უკან დამალული მარი კი არ შემოვიდა შემოხტა
-აბა ვის ეგონა რომ არ ჩამოვიდოდი?
მარო ერთდროულად იკივლეს გოგონებმა და ერთმანეთს გადაეხვივნენ..
ნიკამ ბარიდან ვისკი აიღო
-ჩვენს შეკრებას დალევა მოუხდება...
ერთხმად დაეთანხმა ყველა...
გვიანობამდე სვავდნენ იხსენებდნენ ძველ ამბებს და იცინოდნენ...
ლილე უყურებდა ლევანს და გული წყდებოდა ჩვენ ასეთი დასასრული არ უნდა გვქონოდა ლილეს მზერა არ გამოპარვია ლევანს მათი მზერა ერთმანეთს შეეყინა..
ლევანის თვალებში ლილემ სიყვარული მაგრამ უფრო მეტი დოზით წყენა და სინანული ამოიკითხა...არ ვიცი რისი ამოკითხვა შეძლო ლევანმა ლილეს თვალებში მაგრამ ლილეს თვალები მხოლოდ პატიებას ითხოვდნენ...
ანიკას გაახსენდა რომ გეგა აპირებდა მოსვლას ამიტომ შეკრების დაშლაზე დაიწყო ზრუნვა და მიზანს მალევე მიაღწია ფაქტიურად ლევანი აიძულა სახლში წასულიყო
ის იყო გოგოები ოთახში ავიდნენ გეგას ესემესიც მოვიდა...
ჩვენს ადგილზე გელოდები...
-კარგი მე გავედი, თუ რამე ვბანაობ და მაშინვე დამირეკეთ...
-ფრთხილად...
-რახდება? გაკვირვებული უყურებდა მარო გოგოებს...
-ანიკა მოგიყვება ყველაფერს...მალე მოვალ
ლილემ მარტივად მოახერხა ბაღში გასვლა გეგა დათქმულ ადგილას ელოდა..
ჩვენი ადგილი?
-რათქმაუნდა დღეიდან ხშირად ვიტყვით სიტყვას "ჩვენ", "ჩვენი" ...ხოდა ჩვენი რეისი ხვალ ღამით 12 საათზე აფრინდება და ჩვენი ბედნიერი ცხოვრებაც დაიწყება..
-ჩვენ ძალიან კარგად ჟღერს...
-ლილე, ცუდად თუ არ გამიგებ რაღაცას გეტყვი
-გისმენ... ლილე შეცბა ხმა აუკანკალდა ათასმა ფიქრმა გაუელვა თავში
-ლილე, თუ ნებას დამრთავ შენს ძმას მაინც დაველაპარაკები, ყველაფერს ავუხსნი როგორც ლექსო ამბობს ერთ დამსახურებულ ცემასაც ავიტან .არ მინდა შენს ძმას მთელი ცხოვრება გულში ხინჯად ქონდეს რომ მას არ ვკითხეთ და მისგან არ ავიღეთ ნებართვა, ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის და თუ ის გაბრაზდება ჩვენზე შენ არ იქნები კარგად..
-ვცადე, ვუთხარი სხვა შემიყვარდათკო..
-მერე?
-მერე ლევანმა უთხრა იგონებსო, მთვრალმა ვიღაც გოგოსთან გავერთე არ ვიცოდი რას ვაკეთებდი სამი თვის მერე გამომეცხადა ის გოგო და მითხრა რომ ორსულად არის ამას ვერ მპატიობს ლილე მაგრამ იმდენად ვუყვარვარ მე რომ ცუდი არ გამოვიდე თქვენს თვალში გატყუებთ თითქოს სხვა შეუყვარდაო..და ჩემ ძმას დახმარება სთხოვა ჩემი სიყვარულის გადარჩენაში დამეხმარეო..
-ერთად დაველაპარაკოთ, შენს ნათქვამს უფრო დაიჯერებს..
-ვერა გეგა ჩვენი ბათუმის ფოტოები აქვს მან ყველაფერი იცის შენზე, არ მინდა პრობლემა შეგიქმნას, დამემუქრა რომ მამაჩემს მოუყვება ყველაფერს...
-მოვკლავ მაგ ნაბიჭ... და ეგა მისი სიყვარული ასე ექცევიან საყვარელ ადამიანებს?
-გეგა, არ მინდა რამე დაგაძალო..
-ლილე მე შენ მიყვარხარ..
-მეც გეგა, მაგრამ ერთად გაქცევა და ოჯახის შექმნა სულ სხვაა..არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილების ასე უცებ მიღება...
-გინდა ვუყურო როგორ თხოვდება ჩემი საყვარელი ქალი სხვაზე?ლილე მისმინე შენ ჩემი ხარ...ერთად ცხოვრებაც მშვენივრად გამოგვდის, სავალდებულოა წლები ვიცნობდეთ ერთმანეთს ერთად ცხოვრება რომ გადავწყვიტოთ?როცა შენ ჩემს მკლავებში ხარ, ჩემს მკერდზე გძინავს მე სხვა ბედნიერება აღარ მინდა ამ ქვეყნად.. არ წაიღო შენი სიტყვები უკან არ თქვა ჩემს სიყვარულზე უარი..
-მე არ ვაპირებ შენს სიყვარულზე უარი ვთქვა მაგრამ იქნებ სჯობს მარტო წავიდე, ყველაფერი ჩაივლის და დავბრუნდები ასე შენ აგარიდებ ყველა პრობლემას
-გგონია მარტო დაგტოვებ პრობლემებთან, და მე ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვიყო შენთვის საყრდენი?ცხოვრებაში შენ ოდესმე გექნება ჩემი იმედი თუ ეხლა მარტო დაგტოვებ?
-მეშინია გეგა...
-მარტო უფრო არ შეგეშინდება...
-მე შენს გამო მეშინია, შენ რომ რამე დაგემართოს დამნაშავე მე ვიქნები...ამას ვერ გადავიტან, მოვკვდები...
-მოდი აქ.. გეგამ ლილე გულში ჩაიკრა... მე შენ მარტო არასდროს დაგტოვებ...
- შენები შემიძულებენ...
-რა სისულელეს ამბობ? განა შენი შეძულება შესაძლებელია...
-რა რთული გოგო შეგიყვარდა ცოტა ყურადღებით ვერ აარჩიე...
-ვინ მაცადა თავად ამირჩია, სტიქიასავით დამატყდა თავს....
-მართლაც სტიქიური უბედურება ვარ...
-წვიმა გიყვარს?
-კი
-ხოდა წვიმიან ლონდონში გველოდებიან...
-ლონდონი, მშვენიერი...გველოდებიან?
-ხო, მაშოს ერთი სული აქვს როდის გაგიცნობს..
კიდევ დიდხანს იჯდებოდნენ ბაღში ჩახუტებულები რომ არა ანიკას მესიჯი...
"მაგას უთხარი მიაგნოს სახლის გზა ეყოს ხვალიდან სულ რომ წაგიყვანს შენი დაქალი შოკში ჩამივარდა, ამოდი მალე და წყალი წამოიყოლე" ლილემ მესიჯი ხმამაღლა წაიკითხა..
ანიკა მიხმობს ჩემი წასვლის დროა...ჩემი დაქალი ჩამოფრინდა დღეს სურპრიზი მომიწყო ქორწილისთვის ხოდა მთელი დღე ამ თემაზე კაიფობს სურპრიზს შენ ახვედრებ თუ ახვედრებ ქორწილიდან გარბიხარ მეგობრის ქორწილში ჩასვლა რა სურპრიზაო.. ჩვენი ამბები მოუყვა და მაგიტომ ამბობს შოკში ჩამივარდაო..
-აუ, წარმომიდგენია რამდენ რამეს დაამატებდა და როგორ შეფუთავდა...საწყალი გოგო შემეცოდა... ჩვეულებრივი გიჟია ოდესმე თუ არის მოწყენილი?
-მოწყენილიც და ატირებულიც ბევრჯერ მინახავ თან ვერ დავხმარებივარ...
-რატო?
-მერე მოგიყვები, სამწუხაროდ ჩემი ძმის ბრალია ის კი ვერაფერს ხვდება...
-არასწორი სიყვარული, არ გიფიქრა შენი მისთვის მიგენიშნებია..
-ბევრჯერ მიცდია მაგრამ ვერ გავბედე, ნიკას ჩემზე ნაკლებად არ უყვარს ანიკა, თუ მისი გრძნობების შესახებ გაიგებ დისტანციას დაიცავს თავს დამნაშავედ იგრძნობს რადგან მან იცის რა ტკივილია გიყვარდეს ადამიანი და მას არ უყვარდე..ანიკა შეეგუა რომ როგორც გოგოს ნიკა არასდროს შეიყვარებს მაგრამ თუ ნიკას დაკარგავს როგორც მეგობარს ვერ გადაიტანს..
-მესმის შენი, ყველაფრი კარგად იქნება...მომიკითხე....იმედია მესამესაც მალე გავიცნობ და ჩვენი ქორწილისთვის სულ მალე მოუწევს ჩამოსვლა...
-ჩვენი ქორწილი ... მომწონს როგორც ჟღერს
-ყველაზე ლამაზი დედოფალი იქნები..
-წადი უკვე, მეც უნდა წავიდე..
ლილემ გეგას ტუჩის კუთხეში აკოცა და სიბნელეში გაუჩინარდა...
რამდენი რამე გადაგიტანა ჩემო პატარა მე კი არაფერი ვიცოდი მაგრად ჩაეხუტა მარი ლილეს და ორივე ერთად ატირდნენ...
-მეც მინდა ჩახუტება და ტრილი არა სიცილი ოღონდ...
მარიმ ყველაფერი ახლა ლილეს მოაყოლა თავიდან, მერე ვიდეოზარით სასიძოც გაიცნო...ლილე კარგად იცნობდა მეგობარს და მიხვდა რომ გეგა მოეწონა...
ბევრი იჭორავეს და
ბოლოს ბედნიერებს ჩაეძინათ ერთ საწოლში ისე როგორც ბავშვობაში...
გაგრძელება იქნება
სიყვაულით ინტერ-გოგონა
1
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
100
  
2023, 13 მარტი, 12:23
გამარჯობათ, დაკარგული ცხოვრება 5, 6, 7... და აშ. როგორ ვნახო?
0 1 1