x
image
ინტერ-გოგონა
ქალი
image

ქალი...
ქალი ქალია და...
ქალი-აპრილია...
მარტს ვერ შევადარებ-
მარტო მაპატიე!..
მარტომ გადავწყვიტე
ქალზე საუბარი,
მარტომ, -ათას ერთი
ქალის მოსაუბრედ...
ქალი-ქალია და...
ისე ნუ უყურებთ,
თითქოს უსუსური
მინდვრის ლერწამია...
აბა, სხვამ რა იცის,
ქალი რასაც იტევს,
ქალებს ცრემლისფერი
სევდა გვაბარია.
ქალი-დედაა და...
ხელს ნუ მოუღერებთ!..
ქალებს ღვთისმშობელის
კალთა გვაფარია...
ხშირად თქვენ ვერ ხვდებით-
როგორ გაგიმართლათ,
ქალი ბრძოლის ველზეც
რკინის ფარ-ხმალია!..
ქალებს სინატიფეს
ნუღარ შემოგვაცლით,
ქალი-აპრილია...
ქალი-დაგამშვენებს...
მაგრამ, თუკი ქალმა
ხელი ჩაიქნია-
ნახავ, სისასტიკე
ქვიშად აგამტვერებს!..
ქალი-ქალია და...
ქალი-შემოქმედი...
ქალი უფლის კარზე,
ცრემლად გულმდუღარე...
ქალებს გაუფრთხილდით,
აპრილს ნუ დააჭკნობთ!...
გრძნობის გაზაფხულებს
კრძალვით მოუარეთ!...
ქალი -ქალია და...
ქალი-აპრილია...
მარტს ვერ შევადარებ,
მარტო მაპატიე!..
ია ნანეიშვილი

-–––––––––––––––––––––––––––––––––––––
ქალია დილა,
მიწა — ქალი
საღამო — ქალი…
წვიმა ქალია…
ყველაფერი
ქალივით მიყვარს…
და როცა ვინმე
ჩემზე უკეთ
ადიდებს დილას, — ასე მგონია:
მე რო მიყვარს, —
მართმევენ იმ ქალს.
მუხრან მაჭავარიანი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––
1
186
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
186
  
2023, 11 მარტი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1