x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ჩემი პოზიცია

მისასალმებელია უმრავლესობის გადაწყვეტილება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით, თუმცა, „დრაკონი“ არ დაცხრება, ყველაფერს ეცდებიან ჩვეული ბინძური პროპაგანდა განაგრძონ და მორიგ ჯერზე ახალი, გამოგონილი ნარატივით მოახვიონ საზოგადოებას მორიგი „აღშფოთების წყარო“. 7-8 მარტს აქციაზე მისული ხალხის 90% რადიკალური ოპოზიციის მიერ ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, სიცრუეზე აგებული პროპაგანდის შედეგად შეცდომაში შეყვანილი ხალხი იყო. ამ ხალხს ვერ გაამტყუნებ, ეს ხალხი ანტიეროვნული ტელევიზიებიდან ( „tv პირველი“ „ფორმულა“ „მთავარი არხი“) იკვებება და გულწრფელად თავდაჯერებული აპროტესტებდა კანონპროექტს. სანამ ახალი ტალღის აგორების მცდელობას შესდგომია ძალაუფლებას მოწყურებული კასტა, საჭირო და აუცილებელია:

  • საქართველოს ხელისუფლებამ კანონიერად მოითხოვოს ზემოაღნიშნულ ტელევიზიებში ტელეეთერი და ოფიციალურად განუმარტოს საზოგადოებას დეტალებში, პუნქტობრივად, რაში მდგომარეობდა კანონის არსი და მნიშვნელობა. აგრეთვე, გამოიყენოს ეთერი და რა დროც არ უნდა დასჭირდეს, საზოგადოება დაარწმუნოს სიმართლეში, განუმარტოს ის, რომ სინამდვილეში ხელისუფლება ჭეშმარიტად ევროპულ კურსს ემსახურება და თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს, ესაა დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ბინძური ტყუილებით შეცდომაში შეჰყავს არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ ჩვენი ქვეყნის პარტნიორი ქვეყნები დასავლეთში.
  • სასწრაფოდ, ქვეყნის პირველმა პირებმა დაგეგმონ ვიზიტი დასავლური ქვეყნების ლიდერებთან და დაარწმუნონ რომ ისინი ქვეყანაში არსებული დესტრუქციული (სინამდვილეში რუსული) ძალების მიერ არიან შეცდომაში შეყვანილნი და დღემდე საქართველოს ხელისუფლება, როგორც არასდროს, ყველაფერს აკეთებს ევროპაში ინტეგრაციის კუთხით!
  • ამავდროულად, ხელისუფლებამ და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ვინც ჭეშმარიტად და ღირსეულად მივიკვლევთ გზას დასავლეთისკენ, საქმით და ზომიერი განმარტებებით უნდა დავანახოთ დანარჩენ საზოგადოებას სინამდვილეში ვინ აკეთებს რუსულ საქმეს და ვინ არა!

    0
    1
    შეფასება არ არის
    ავტორი:რობერტ მამისაშვილი
    რობერტ მამისაშვილი
    1
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0