x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
„ასე ეხმიანება აფხაზეთი ჩვენთან მიმდინარე პროცესებს! დასკვნები თავად გააკეთეთ!" - რას წერს ხათუნა ხოფერია
ხათუნა ხოფერია



ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ე.წ. აგენტის კანონის წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ასე ეხმიანება, ოპერატიულად, აფხაზეთი ჩვენთან მიმდინარე პროცესებს!


ასე აღიქვავენ ამერიკის „პარტნიორულ" განცხადბებსა და მუქარებს!



ანუ, როგორც საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებს კი არა… როგორც საფრთხეს კავკასიის რეგიონისთვის!


როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოაზრებულ მეორე ფრონტს კი არა, როგორც მეორე ფრონტის გახსნას კავკასიაში!


დასკვნები თავად გააკეთეთ!


ოღონდ, თურქეთი, ირანი, სასომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი არ დამივიწყოთ!


США в очередной раз грубо вмешиваются во внутренние дела стран на постсоветском пространстве, заявил глава МИД Абхазии Инал Ардзинба, комментируя беспорядки в Грузии.

"По нашей информации в марте американцы будут пытаться совершить государственный переворот в Грузии. Это создает риски для архитектуры безопасности в нашем регионе. Главная цель США — это запуск второго фронта на Южном Кавказе", – рассказал Sputnik министр иностранных дел республики.

МИД Абхазии внимательно мониторит происходящее в Грузии, добавил Инал Ардзинба", - წერს ხათუნა ხოფერია.


აქვე, გთავაზობთ ინალ არძინბას განცხადების ტექსტის თარგმანს:


„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ უხეშად ერევა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საშინაო საქმეებში", - განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ საქართველოში არეულობის კომენტირებისას.

„ჩვენი ინფორმაციით, მარტში ამერიკელები შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების განხორციელებას. ეს ქმნის რისკებს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. შეერთებული შტატების მთავარი მიზანია მეორე ფრონტის გახსნა სამხრეთ კავკასიაში“, - განუცხადა Sputnik-ს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


„აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება იმას, რაც საქართველოში ხდება", - დასძინა ინალ არძინბამ.


ხათუნა სქრინი





0
677
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
677
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0