x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ბირთვული ფაქტორის საფრთხის ნიშნული 75%-ის ზღვარზეა!" - რას წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთ-უკრაინის ომზე
დიმიტრი ლორთქიფანიძე


საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ–რუსული საზოგადოების ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბირთვული ფაქტორის საფრთხის ნიშნული 75%-ის ზღვარზეა! უკრაინის ფრონტზე ესკალაციის დინამიკა ბევრ არაპროგნოზირებად ფაქტორზეა დამოკიდებული! შეერთებული შტატებიდან და „ნატოს" ალიანსის სხვა ქვეყნებიდან კიევში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების დიაპაზონისა და მოცულობის შემდგომი გაფართოება, ისევე როგორც, უკრაინულ ძალებში უცხოელი მრჩევლების და დაქირავებული ჯარისკაცების რაოდენობის ზრდა, პოტენციურად ქმნის კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს!


კიევის რევანშისტულმა განწყობებმა და უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უარმა მოლაპარაკებაზე რუსულ მხარესთან, შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სურვილთან ერთად, გამოიყენონ უკრაინის კრიზისი რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის ამოწურვის მიზნით, შეიძლება გამოიწვიოს ყველაზე მძიმე და სერიოზული შედეგები! თუ უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები გაგრძელდება და გაძლიერდება და მით უმეტეს, თუ კონფლიქტში უშუალოდ „ნატოს" ქვეყნები არიან ჩართულნი, ბირთვული იარაღის გამოყენების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია! ამ საფრთხის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ-დიპლომატიური დასრულების ძიებით!" - წერს ლორთქიფანიძე.



ბირთვული საფრთხე


ლორთქიფანიძე სქრინი





0
390
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0