x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ამიტომ ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას“ - ლალი მოროშკინა
image

.

პიარსპეციალისტი ლალი მოროშკინა სოცქსელში წერს:

.


„ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი!

,

ჩემი კოლეგები ცოცხლად ატყავებენ ერთმანეთს!
ადრე, ვერა-ვაკე-საბურთალოს საძმოში რომ ქიშპობა იწყებოდა, სკოლის მერე ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით, როგორ ჩაგვექრო ცეცხლი.
ჩაგვექრო, კი არ გაგვეღვივებინა!!!
დღეს, არავინ ცდილობს ხალხის დაწყნარებას, თითქოს ფარდის იქით კმაყოფილი სატანა ხელებს იფშვნეტს....
ისევ კავკასიური ცარცის წრე!
ვინ გავგლიჯო?
ჩემი ქვეყანა?
ჩვენი შვილები?
7წლის ვიყავი ბებიამ გერმანიაში რომ წამიყვანა.
ყოველ ზაფხულს 3თვით ევროპაში ვიყავით, მაშინ ეს ფუფუნება მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.
17წლის ასაკში დედამ ამერიკაში მამოგზაურა, ზუსტად ორი წლის მერე ჩემი მამინაცვალი თალეს შონია NASA-ში მიიწვიეს, იქიდან კი გერმანიის სამხედრო ბაზაზე.ჩემი ძმა ერეკლე შონია ბერლინში,
გოეთეში სწავლობდა.ჩემი უფროსი შვილი ნახევრად გერმანიაში იზრდებოდა.
მერე იყო ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი, სანათესაოს საფრანგეთში ემიგრაცია, ჩემი დების არჩევანი-შვეიცარია და მე, რომელმაც მყარად გადაწყვიტე საქართველოში სოფლის აღორძინება!
მიუხედავად იმისა, რომ პარიზშიც, ნიცაშიც და ჟენევაშიც ჩემი კუთხე-კუნჭული მაქვს, მირჩევნია სუფსაში ევკალიპტი გავაშენო და სიღნაღში ნასახლარები აღვადგინო!
ესაა ჩემი გეოგრაფია.
მე კარგად მახსოვს 90-იანები,
ჩემს სანათესაოდანაც გაუკრავთ ხელი იარაღზე. მე არ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება.
ერთი თმის ღერი -ერთი ქართველის თავიდან-სამუდამო შავი ლაქაა ჩვენს ისტორიაში.
დღეს ესკალაციის არნახული ტემპია.
დღეს არავინ ცდილობს მხარეების შერიგებას.
პირიქით!
ვიღაცა აქეზებს ჩვენს შვილებს, ვიღაც გულს უხეთქავს ჩვენს მშობლებს...
ჩემი საუკეთესო მეგობრები მტრად წაეკიდნენ ერთმანეთს!
აღარც იუმორი ჭრის, აღარც შეგონება, არც ახსნა და არც განმარტება.
ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ მტრის დაკვეთას და ქართველს-ქართველს ვაძულებთ.
მე ვემიჯნები ყველანაირ ესკალაციას,
სამოქალაქო დაპირისპირებას,
ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გარჩევებს.
მე ვემიჯნები ძალადობას!
ყველამ იცოდეს, იარაღი რომ გავარდეს, ერთი მხრიდან თურქეთი შეგვიტევს და მეორე მხრიდან რუსეთი!
ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი, ჯერ მხოლოდ სიტყვიერად...
როცა ბრძოლას სატანა უკვეთავს, უმეგობროს, უსამშობლოს და ურწმუნოს ათამაშებს...
ჩემი მეგობრების, კლასელების, ჯგუფელების სისხლით ისედაც საკმარისად გაჯერებულია ქართული მიწა.
შეჩერდით!!!!!
P.S. მე ვწვეტ ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.
ჩემი მეგობრები, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ.
მათი დაკარგვა -თავის დაკარგვის ტოლფასია.
მე წავედი სოფლად... - წერს მოროშკინა

.

2
409
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
409
  
2023, 28 ოქტომბერი, 6:56
აგერ გუშინ,ნაცი,ქოცი და მე ვსაუბრობდით რაღაც თემაზე,რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდა და მაქვს მათგან,ის ორი უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. დაახლოებით ერთი საათი გავატარეთ კამათში და ნაბიჯი წინ გადაიდგა,ვაღიარებინე რო საუბარში რუსეთის,ისრაელის ან უკრაინის შემოტენვა არის მავნებლობა და როცა რაღაცას საუბრობ,კამათობ და ა.შ., უნდა განიხილო საქართველოს გადასახედიდან და აქედან უნდა გამოხვიდე. ისიც აღიარეს,რომ არ არის საშური რუსებთან ასეთ პოზაში ყოფნა და ისიც რო ევროპულ-ამერიკული გზავნილების უეჭველად შესრულებაც არის მავნებლობა. მერე მცირე მთავრობაზეც შევუგდე თემა,გადახადების შემცირებაზე და საკუთრების მასიურ გაცემაზე საქართველოს მოქალაქეებზე. დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე და იმაზე,რომ ამის გარეშე სახელმწიფო ჩამოყალიბებულად ვერ ჩაითვლება. თითქმის დარწმუნებული ვარ რო გაიგეს და მომავალში აღარ გაბედედავენ საუბარს ჩემთან უკრაინა-რუსეთის ან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე,რადგან კარგად ავუხსენი რო ახალ თაობას მაგრად გვკდია ეს თემები. საკმაოდ კარგად ავუხსენი,რომ თუ გვინდა მიიჯირყვნოს რუსეთი,თურქეთი და ყველა ჩვენი მტერი,მაშინ ქვეყანა უნდა განვითარდეს და ხალხი უნდა იყოს ერთად,სხვადასხვა აზრზე,თუმცა ერთად. რაც ყველაზე მთავარია,არ ყოფილა უცენზურო სიტყვები გამოყენებული საუბრის დროს და ამის შემდეგ საკმაოდ კარგი ქეიფიც გამოგვივიდა. ნაცმა და ქოცმა სულ ვახტანგურები სვეს და კოცნეს ერთმანეთი,ხოდა მე თქვენ გეკითხებით,ეს არის დაპირისპირება?
2023, 28 ოქტომბერი, 6:45
უცნაურია,ასეთი ხალხი უფრო აღვივებს დაპირისპირებებს,ვიდრე პირიქით. რა სამოქალაქო დაპირსპირებაზე საუბრობენ გაუგებარია და საიდან მოაქვთ ასეთი ინფრომაციები? წავიდა ის დრო,როცა ქართველი ქართველს წაეკიდებოდა პოლიტიკური ჯგუფის გამო,ეს აღარ მოხდება ამ ქვეყანაში და ამის გარანტი ჩვენ ვართ,ვინც 90იანებმა ბავშობა და ახალგაზრდობა მოპარა,არცერთი ბავშვი აღარ დაკარგავს ბავშობას მსგავსი მიზეზით. არანაირი დაპირისპირება არ არის,აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებას არ ნიშნავს,ეს არის ჯანსაღი პროცესი. ბოდიში ლალი,სსრკ დროის მსგავსად ერთ ხმაზე ვერ დავიწყებთ ყივილს ერი.საქართველო უნდა გახდეს შემდგარი ინდივიდების ქვეყანა,რომელთაც საკუთარი აზრი გააჩნიათ და ვერავინ შეძლებს მათ დაბლოკვას,რადგან მას დაიცავს სხვა ინდივიდი,მაშინაც კი,თუ იმ სხვა ინდივიდს მკვეთრად განსხვავებული აზრი ექნება. და კიდევ,საქართველო აუცილებლად გახდება მესაკუთრეების ქვეყანა,ერთხელ და სამუდამოდ შევასრულებთ დიდი ილიას დანაბარებს და სურვილს.
0 1 2