სხვა რატომ დასჭირდა ლუი XIII სამედიცინო დახმარება ანა ავსტრიელთან საქორწინო ღამის შემდეგ 2023, 6 მარტი, 18:52 სამეფო კარზე არსებული ზოგადი წესიერებისა და კულტურის მიუხედავად, იქ კონფუზები მაინც საკმაოდ ხშირად ხდებოდა. სამეფო ოჯახებში მთელი ყურადღება გადატანილი მხოლოდ გარეგნულ სიდიადეზე იყო. დახურულ კარს მიღმა კი განვითარებული მოვლენები როგორც კარისკაცებს, ასევე თავად სამეფო ოჯახის წევრებსაც ნაკლებად აწუხებდათ. იმ დროს ადამიანის ფიზიოლოგიის წარმოდგენებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო, ამასობაში კი ხშირად სწორედ ის ხდებოდა მიზეზი იმისა, რომ თავადაზნაურობის ესა თუ ის წარმომადგენელი სერიოზულ მარცხს განიცდიდა. ასე მოხდა მორცხვ და უკიდურესად თავშეკავებულ მეფე ლუი XIII -თან დაკავშირებითაც, რომლისთვისაც პირველი ღამე ისეთ ამაღელვებელ მოვლენად იქცა, რომლის დავიწყებაც მან მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ შეძლო. გონზე მოსასვლელად მას სამეფო ექიმების განსაკუთრებული დახმარებაც კი დასჭირდა. ევროპული წეს-ჩვეულებების თანახმად, მონარქები ქორწილის ღამეს მარტო არასდროს ატარებდნენ.მონარქის "შესაძლებლობები" დადასტურებული უნდა ყოფილიყო როგორც სამედიცინო, ასევე ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც, სწორედ ამან დააბნია ახალგაზრდა მეფე. ლუი XIII-ეს ანა ავსტრიელის სარეცელისკენ სწორედ მარია მედიჩმა უბიძგა. ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელმა მაშინვე შენიშნა რომ მეფემ ქორწინების ცერემონიის შემდეგ, ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების ნაცვლად საკუთარ საძინებელში განმარტოება ამჯობინა. ამის დაშვება კი არ შეიძლებოდა, ვინაიდან შეუღლებულთა წესი სამეფო ნორმების მკაცრ დაცვას მოითხოვდა.საქორწინო ღამეს მეფე რამდენიმე ადამიანის თანხლებით საძინებლამდე ძალიან უხალისოდ მიდოდა. ანას მიმართ ის არაფერს არ გრძნობდა, შესაბამისად, მეფეს დიდად არც ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრულების სურვილი ჰქონდა. საძინებელში შესვლისას ლუი XIII -ეს თავი მორცხვად ეჭირა, თუმცა უკან დასახევი გზა არ იყო. მეფეს მრავალი "თვალი" უყურებდა, რომელიც შემდგომში სამეფო კარზე ქორწილის ღამის ყველა დეტალს მოყვებოდა.ანა ავსტრიელის მეუღლემ ცოლის "შეყვარება" სულ ორჯერ შეძლო, რითიც ლუი XIII თავს ძალიან ტრავმირებულად გრძნობდა. მეფემ იმ უხერხულობის დავიწყება ვერ შეძლო, რაც მან ანას საძინებელში გატარებულ რამდენიმე საათში განიცადა. მრავალი წლის განმავლობაში მეფე მეუღლეს ყურადღებას არ აქცევდა. ის ანას საოცრად ცივად და ზიზღით ეპყრობოდა და მასთან დაახლოების ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა. მეფეს საძინებელ ოთახში მეტისმეტი მოკრძალებულობისთვის მეტსახელად "მორცხვიც" კი შეარქვეს.მისი "ორმაგი გმირობა" განსჯის თემად სამეფო კარზე არაერთხელ გამხდარა, თუმცა მას შემდეგ ლუი XIII-ეს ცოლ-ქმრულ სარეცელზე საკუთარი "საგმირო საქმეების" შესახებ საუბრის საშუალება აღარავისთვის მიუცია.1014 შეფასება არ არის |