x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138417
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
რატომ დატოვა ვახო ბიჭიკაშვილმა საქართველო?
image

.

კომედი შოუს ერთერთი პოპულარული მსახიობი ბოლო ხანს ტელე ეკრანიდან გაქრა. მის შესახებ ცნობები მედიაში ჯერ არ გამოქვეყნებულა. ახლა კი გაირკვა, რომ იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი რამდენიმე თვეა უკვე აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ბიჭიკაშვილი ჟურნალ “გზასთან” განმარტავს, თუ რატომ მიიღო ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება.

.


"ბოლო რამ­დე­ნი­მე თვეა ამე­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე. ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქარ­თველ დი­ას­პო­რას­თან, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა და იზ­რდე­ბა. მათ­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვარ. „კო­მე­დი ჯგუფ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვენ ერთი სის­ხლი და ორ­გა­ნიზ­მი ვართ. სა­ნამ ჩემი ცხოვ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ყო­ველ­თვის ამ ჯგუფ­თან ვიქ­ნე­ბი". - აღნიშნავს მსახიობი.

,

"რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ ვახო ბიჭიკაშვილი ნიკა არაბიძესთან ერთად ტელეკომპანია ფორმულაზე გადავიდა.

.

* * *

„იი, "ანაფორიანები" იმდენად არ "გესვეცკებად" "ძაან ელიტურებს", რომ აღიარება გიჭირთ?“ - დედა სიდონია

.

image

.

ქართველი მონაზონი დედა სიდონია (ყაჭიაშვილი) სოცქსელში წერს:

.

„იი, "ანაფორიანები" იმდენად არ "გესვეცკებად" ზოგ "ძაან ელიტურებს", რომ რაც არ უნდა სიმართლე ვთქვათ, აღიარება გიჭირთ?ხოდა, აი ყველა მხარეს რომ ეს შერჩევითი სამართალია, ამიტომაც დავდივართ ერთ წრეზე და ვერ ვდებთ შედეგს.მხოლოდ თქვენს - "ბაბლში" დამკვიდრებას და გულის ჭიის გახარებას ემსახურება თქვენი კლავიატურაზე კაკუნი!“ -- წერს დედა სიდონია.

,

ზოგადად, ხსენებული სასულიერო პირი თამამი განცხადებებით გამოირჩევა და ტელეეთერში ხშირად ჩნდება. მათ შორის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას ის ხშირად გამოხატავს თამამ პოზიციებს.

.

საქართველოს საპატრიარქომ ჯერ კიდევ 5 წლის წინ განმარტა, რომ დედა სიდონიას საზოგადოება საქართველოს ეკლესიის წევრად აღიქვამს, თუმცა ასე არ არის და დედა სიდონია არცერთი ეკლესიის კანონმდებლობას არ იცავს. ამასთან დაკავშირებით 2018 წელს საპატრიარქომ განცხადებაც გაავრცელა.

,

დედა სიდონიაც (ყაჭიაშვილი), რომელსაც ჩვენი საზოგადოება მედიის საშუალებით ასე თუ ისე იცნობს და შეცდომით საქართველოს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, რაც არასწორია, თუმცა აქამდე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია არასდროს დაგვიფიქსირებია; ახლა კი, როდესაც იგი მონოზვნის სახედ წარმოგვიდგინეს, ვალდებულნი ვართ, ხალხს მცირე ინფორმაცია მაინც მივაწოდოთ. დედა სიდონია კარგა ხანია საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაშია და დიდი სქემაც იქ მიიღო.

.

დიდსქემოსნობა, ფაქტიურად, განდეგილური ცხოვრების წესს ნიშნავს, რაც ამ პიროვნებისთვის, სამწუხაროდ, საერთოდ უცხო აღმოჩნდა. იგი არ მოქმედებს არც საბერძნეთის და არც საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობით და ამდენად, მის საჯარო ქმედებებთან არცერთ ეკლესიას კავშირი არა აქვს“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

1
1862
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1862
  
2023, 7 მარტი, 23:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1