x
image
მარიამმ პაიჭაძე
5 მადლიანი ლოცვა უფლის მიმართ, რომლებიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს...

იესო


„ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს" - ამბობდა მამა გაბრიელი. მართლაც, ქრისტიანი ადამიანისთვის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს.


5 მადლიანი ლოცვა უფლის მიმართ, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვისაგან შედგება.


1. დამლოცე, უფალო!



წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ - სახლიდან გამოსვლისას, ახალი საქმის დაწყების წინ...



2. უფალო, შემიწყალე!


იესოს ლოცვა - ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის სულის დახმარებისკენაა მიმართული. შეგიძლიათ წარმოთქვათ ნებისმიერ დროსა და ვითარებაში, თუმცა, უმჯობესია, თუ მას სრულად წარმოთქვავთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" - რადგან ეს ლოცვა რწმენის მთელ დოგმატს შეიცავს.



3. დიდება უფალს!


ამ სიტყვებს ვამბობთ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოვხატოთ და განვადიდოთ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.



4. დამეხმარე, უფალო!


კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.



5. მადლობა უფალო!


ქრისტიანი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის იყოს უფლის მადლიერი. გიჭირს? გილხინს? გიხარია? გტკივა? ყოველთვის მადლობა შესწირე უფალს და წყალობა ღვთისა იქნება შენთან.





0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0