საქართველო სკანდალური განცხადება!!! 2012, 1 ოქტომბერი, 10:49 “ქართული ოცნების" ამერიკელი მრჩეველი კომპიუტერული უსაფრთხოებისა და ინფორმაციის დაცვის დარგში-პოლ ჯოელი, სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
ამერიკული კომპანია NSI-ს დირექტორის განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციური კოალიციიდან ინფორმაციის გამოტანის მიზნით, შექმნა ვირუსული პროგრამა “მალვეა", რომელსაც ავრცელებს ინტერნეტ სერვის პროვაიდერი და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება კომპიუტერში არსებული ყველა ფაილის გადმოწერა, ავტომატურ რეჟიმში მიკროფონისა და კამერის ჩართვა და ოთახში მყოფთა საუბრების ჩაწერა.ეს ვირუსული პროგრამა ადვილად იმახსოვრებს იმ კომბინაციებს, რომელიც კლავიატურაზე იკრიბება და შემდეგ ახდენს მთელი სისტემის ადმინისტრირებას.
ჯოელის თქმით, ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისის თვეში იქნა აღმოჩენილი “მალვეას" ტიპის ვირუსი ბიძინა ივანიშვილის ოჯახში.მან ჟურნალისტებს წარუდგინა ამ პროგრამით ჩაწერილი ვიდეოფაილები.ერთ-ერთი მათგანი ამოღებულია ეკა ხვედელიძის კომპიუტერიდან, სადაც გარკვევით ისმის ოჯახში მიმდინარე საუბარი.
ჯოელის თქმით, აგვისტოს ბოლოს “ქართული ოცნების" კომპიუტერებში ახალი “მალვეა" შევიდა და მისი ტიპიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობის გარეშე კომპიუტერები ვერ დავირუსდებოდა.მისი განმარტებით, სახელმწიფო უწყებების საიტებზე განთავსებულია ბოტნეტები, რომლებიც იმავე ენითაა დაწერილი, როგორც “მალვეა" და ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ამასთან მთავრობაა კავშირში.ჯოელის თქმით თავიდან ეს ვირუსი შემოვიდა მას შემდეგ, რაც “ქართულ ოცნებაში" მივიდა წერილი ფრენკ ვიზნერისაგან, რომელიც აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანია.
პოლ ჯოელი ასევე დარწმუნებულია, რომ ბესო სურმავას სახელით Youtube-ზე ატვირთული ვიდეოები ყალბია. 883 2-ს მოსწონს
|