x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
'გუატაპეს კლდე' იზოლირებული კლდე, რომელიც ხელოვნურად შექმნილი გეგონებათ


image



'ელ პენიონ დე გუატაპე', იგივე გუატაპეს კლდე მდებარეობს კოლუმბიაში, ანტიოკიის დეპარტამენტში, ზღვის დონიდან 2135 მეტრზე.


კლდე 200 მეტრი სიმაღლისაა და მას გარს აკრავს ქალაქის ბრწყინვალე ლანდშაფტი, რომელსაც აყალიბებს 1960-70-იან წლებში აშენებული ჰიდროელექტრო კაშხალი.


კლდეში აშენებულია მასზე ასასვლელი 708 საფეხურიანი კიბე.



კლდის ძირას განთავსებულია საკვები ობიექტები, მაღაზიები და ავტომობილების სადგომი ვიზიტორებისთვის.


გეოლოგების აზრით, ის დაახლოებით 65 მილიონი წლისაა. მკვიდრი თაჰამი, ამ რეგიონის ძირძველი მაცხოვრებლები, თაყვანს სცემდნენ კლდეს და უწოდებდნენ მას თავის ენაზე mojarrá ან mujará (რაც ნიშნავს „კლდეს“ ან „ქვას“).

პირველად აქ ოფიციალური ასვლა 1954 წლის 16 ივლის დაფიქსირდა.

კლდის თავზე აღმოაჩინეს მცენარის ახალი სახეობა, რომელსაც Pitcairnia heterophylla დაარქვეს.


image

Pitcairnia heterophylla



შემდგომში კლდის თავზე ააშენეს სამ სართულიანი კოშკი, საიდანაც შესაძლებელია 500 კმ-იანი სანაპირო-პერიმეტრული კაშხლის ნახვა. აქვე შეგიძლიათ ხელნაკეთი ნივთების, ღია ბარათების და სხვა ადგილობრივი ნივთების შეძენა.


1940-იან წლებში კოლუმბიის მთავრობამ ის ეროვნულ ძეგლად გამოაცხადა.


image


image


image


image


image


image

image


image


image


image

image



0
167
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0